მთელი თამაშის განმავლობაში მოედანზე მაღალი ტემპი იყო. ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმზე ითქმის, როცა "სამტრედიამ" მინდვრის ცენტრი დაისაკუთრა და მეტოქეს ოსტატურად დამუშავებული კომბინაციები მოახვია თავს.
პირველი ტაიმის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ბურთი ჯიუტად არ კვეთდა კარის ხაზს.
პირველი ტაიმის ბოლოსკენ "სამტრედია" დაწინაურდა - ირაკლი სიხარულიძემ საგოლე შანსი უნაკლოდ გამოიყენა და თავისიანები წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა მშვენივრად ითამაშეს. ტემპი კვლავ მაღალი იყო, თუმცა ადგილ-ადგილ შეცდომები მრავლად იყო, "სამტრედია" მაინც უკეთ გამოიყურებოდა. გია ცეცაძის შეგირდებმა გამარჯვება 62-ე წუთზე გაიფორმეს. დუბლით გამოირჩა ირაკლი სიხარულიძე, რომელიც იმერელთათვის გვარიანი შენაძენი ჩანს.
უხვმომენტიან თამაშში მეტი გოლი აღარ გასულა. იმერლებმა საქმე დამსახურებულ გამარჯვებამდე მიიყვანეს და თავიანთ ქომაგს სეზონის პირველი სიხარული აჩუქეს.
უმაღლესი ლიგა. I ტური
14.08.15. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 2000 მაყურებელი
სამტრედია-შუქურა 2:0
1:0 სიხარულიძე (45), 2:0 სიხარულიძე (62)
სამტრედია: თებიძე, გოგიაშვილი, მთივლიშვილი (77. იოსელიანი), სანდოხაძე, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, ენდელაძე, რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი (63. ჯიქია), სიხარულიძე, ზივზივაძე (80. ცნობილაძე).
სათადარიგოები: მეშველიანი, ცინცაძე, მჭედლიშვილი, ახალაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
შუქურა: ჯიოევი, ცხოვრებოვი, მალანია, გეგეჭკორი, პუკანიჩი, ჩალაძე, თარხნიშვილი, შარიქაძე (59. წიქარიძე), ინგოროყვა (59. დოლიძე), ჩელებაძე (70. მ. კაკალაძე), ლობჯანიძე.
სათადარიგოები: თ. კაკალაძე, ჭეიშვილი, კომახიძე, გეწაძე.
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: მარკოზაშვილი (21), თარხნიშვილი (43), მთივლიშვილი (59), ჩალაძე (83)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რათ უნდა ამას ბოღმა, როცა სიმართლე ხელის გულზე დევს?როცა ჩვენი ყველაზე უპატრიოტესი გიზოც კი აყვირდა, სად ნახეთ ეს ბატებიო :)
პირევლ ტაიმი იყო სრული პროფანაცია, თუ გაქვთ ვიდეო ჩანაწერი იმ საცოდავი 1997 წელს გამოშვებული კამერით გადაღებული, დადევით იუთუბზე და ხალხმა განსაჯოს რა იყო და რა არა.
ჩემზე მეტად არავის უნდა კლუბის წარმატება, მე არ ვარ მომხრე ამ ბავშვებს ვინმემ უთხრას ჩემპიონები უნდა გახდეთ წელსო. მაგრამ თუკი გუნდი მოაზროვნეებით არ დააკომლექტე, ისე ეს უკვე ავადმყოფობად ხდება. შემოიყვანეს პერსპექტიული ჯიქია თამაშში მაგრამ ვერაფერი გააკეთა, იმიტომ რომ მას პარტნიორები ან ვერ ხედავენ ან ვერ ფიქრობენ, ეს კი უმაღლესი ლიგაა და არა ნუცას სკოლა. ნუცას სკოლად დუბლებიც კი არ გამოდგება.