ილია კერძევაძე: ოთხ წელიწადში ხელფასად 1000 ევროს მთავაზობდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური უკვე გაიმართა, დაიწყო ეროვნული თასის გათამაშებაც, თუმცა, სატრანსფერო "ფანჯარა" დღემდე არ დახურულა და გუნდები დაკომპლექტებას აგრძელებენ, ოღონდ, არა იმ ინტენსივობით, როგორც აქამდე.

შევიტყვეთ, რომ ბოლო ტრანსფერი 18 აგვისტოს "შუქურამ" განახორციელა - ქობულეთურ გუნდში ილია კერძევაძე ჩაირიცხა.

გიორგი დევდარიანის ფორმაციის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი "სამტრედიაში" თამაშობდა. მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი დატოვა.

ქობულეთის "შუქურამდე" მისი ასავალ-დასავალი ლამის არავინ იცოდა. კერძევაძის თქმით, ის ევროპაში დ
ამკვიდრებას ცდილობდა, მაგრამ რაღაც მიზეზებმა შეუშალა ხელი.

"მას შემდეგ, რაც "სამტრედიიდან" წამოვედი, სლოვაკეთში ვიყავი. ამ ქვეყნის სუპერლიგაში არის ასეთი გუნდი - "ზლატე მორავცე". დღესდღეობით, ეს გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონატის აუტსაიდერია, მაგრამ ევროპაში წასვლა ძალიან მინდოდა და იმედი მქონდა, რომ ამ გუნდში თამაში წამადგებოდა.

ხელმძღვანელობასა და მწვრთნელს მოვწონდი და კონტრაქტიც შემომთავაზეს, მაგრამ პირობებზე ვერ შევთანხმდით", - ამბობს კერძევაძე.

ასეთ პასუხზე ბევრს ებადება კითხვა - კი, მაგრამ საქართველოში ხომ ევროპელებზე უკეთესი პირობები არ არის? კერძევაძემ დაგვიკონკრეტა:

"ბუნებრივია, განსაკუთრებულ პირობებს საქართველოში არც ვიმედოვნებ. მაგრამ სლოვაკებთან რომ დავილაპარაკე, გაოცებული დავრჩი. ორი აზრი არ არის, საკმაოდ კარგი დონის ჩემპიონატი აქვთ, მაგრამ 4-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, ამხელა ვადით იქ დარჩენა კი არ მსურდა. უარის მეორე მოტივი კი ის არის, რომ ამ ოთხ წელიწადში ხელფასად 1000 ევროს მთავაზობდნენ.

ფულზე დახარბებული არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ სლოვაკეთი საკმაოდ ძვირი ქვეყანაა და ეს ფული არ მეყოფოდა. ნაკლებვადიანი კონტრაქტი რომ შემოეთავაზებინათ, ამ პირობითაც დავთანხმდებოდი. მაგრამ ამაზეც არ წამოვიდნენ და საბოლოოდ, ვერ შევთანხმდით.

"შუქურასთან" კი ხელშეკრულება მაისამდე გავაფორმე, საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდია და იმედია, აქ თამაშიც წამადგება. სამი დღეა, ქობულეთელებთან ერთად ვვარჯიშობ და მალე განაცხადშიც შემიყვანენ".


მკითხველის კომენტარები / 4 /
ფინანსური პრობლემა, იმიტო ემარტებატ რომ დაქცეულ ქვეყანასში ვცხოვრობტ და ისე გვიყურებენ როგორც მათხოვრებს. და კიდევ ერთი როცა იმპორმაციას არ ფლობტ ტავი შეიკავეტ უაზრო კომენტარებისგან
ნ.ბ.
20:44 24-08-2015
0
ისე რა სულ ჩვენებს ემართებათ ,,ფინანსური'' პრობლემები ?? ეგ რომ მართლა მოსწონებოდათ ვინმე უკან გამოუშვებდაა ??/ ტყუილები ხომ ჩვენი გაუბედურებული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი გახდა რა....
მწარე
14:55 23-08-2015
1

სიახლეები პოპულარული