აქამდე ცნობილი იყო, რომ ცენტრალური შეხვედრის ტრანსლირება არ მოხდებოდა, რადგან გორის "დილამ" აჭარის ტელევიზიას ტრანსლირების უფლებაში, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2000 ლარი მოსთხოვა.
ბოლო მომენტში გადაწყდა, რომ მატჩის ტრანსლირება აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მაინც შედგება. ტელევიზიამ კლუბის მიერ მოთხოვნილი თანხა გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ "დილასა" და "დინამოს" მატჩი დღეს, 17:00 საათზე დაიწყება.