რომან ფიფია: ორი ბიზნესჯგუფი მზადაა, ფეხბურთში ფული დააბანდოს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიას ინტერვიუ ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის შემდეგ ჩამოვართვით.

ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ლევან კობიაშვილი სწორედ "დინამომ" წარადგინა საპრეზიდენტო კანდიდატად...

რა იმედებს უკავშირებს ფიფია ფეხბურთის ფედერაციის ახალ თავკაცს, რა ინვესტიციებია მოსალოდნელი და რა ცვლილებების მოლოდინშია?..

- გასაკვირი არ არის, რომ ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - ირკვეოდა, დარჩებოდით თუ არა ფეხბურთში კერძო ინვესტორები და განახორციელებდა თუ არა სახელმწიფო გრძელვადიან პროექტს...
- მიხარია, რომ ლევანმა გაიმარჯვა, რადგან ამაში ქართული ფეხბურთის პერსპექტივას ვხედავდით. რა თქმა უნდა,
ყველაფერი იდეალურად არ მომხდარა, მაგრამ მთავარია, დადებითი პროცესები დაიწყო.

კარგი იყო, ყრილობა მედიისთვის რომ გაიხსნა. უეფას ვიცე-პრეზიდენტ გრიგორი სურკისს ყრილობაზე ჟურნალისტების დაშვებაზე კენჭისყრის ჩატარება სწორედ ჩვენ ვთხოვეთ. საბოლოოდ, დაძაბულობის მიუხედავად, ყრილობა მაინც დაიწყო. სხვაგვარად, ის ჩაიშლებოდა და წინასაარჩევნო დაძაბულობა 90 დღე ისევ გაგრძელდებოდა. არადა, არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გველოდა - ნაკრების თამაშები, ჩემპიონატი და ასე შემდეგ.

საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა და კობიაშვილმა გაიმარჯვა. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი იყო.

- უეფას ვიცე-პრეზიდენტი გრიგორი სურკისის მოქმედებიდან ბევრმა დაასკვნა, რომ ის კობიაშვილის მხარისთვის უფრო მისაღებ წინადადებებს აყენებდა. თუმცა, კულუარებში ამტკიცებენ, რომ უკრაინელი კობიაშვილის მხარეს არ ყოფილა...
- ასე ნამდვილად არ ყოფილა. რომ არა სურკისი, არ ვიცი, ყრილობა საერთოდ ჩატარდებოდა თუ არა. ისე, საინტერესოა, საჩვენოდ რა გადაწყვიტა?

- პირველ ორ საკითხზე კენჭისყრა კობიაშვილის მხარემ მოიგო. აქედან გამომდინარე, ყრილობის ლეგიტიმაციისთვის სურკისმა გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატების საკითხის კენჭისყრაზე დაყენება რომ მოითხოვა, იმაზე არ მიუთითებდა, რომ ესეც კობიაშვილის სასარგებლოდ გადაწყდებოდა?
- ასე არ არის. რეალურად, ეს საკითხი დელეგატებმა კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს.

- შოთა არველაძესთან კონფლიქტზეც უნდა გკითხოთ...
- მსურდა, რომ რევაზ არველაძის მომხრე დელეგატებისთვის მეთხოვა, ყრილობის დარბაზში შემოსულიყვნენ. ვიგულისხმე, რომ ისინი 6 საათზე მეტხანს ჩაკეტილ სივრცეში ისხდნენ და არა ის, თითქოს ვინმეს იარაღის ძალით ჰყავდა გამოკეტილი. მე არ ავყევი იმ შეურაცხმყოფელ შეძახილებს, რაც იქ ისმოდა, რადგან ვითარება ისედაც დაძაბული იყო. ემოციებზე აყოლა ცუდ შედეგებს გამოიწვევდა. ეს ადვილი არ იყო.

თუმცა, შევეცადე, თავი ხელში ამეყვანა, რადგან მნიშვნელოვანი იყო, ბოლოს და ბოლოს, ყრილობას მუშაობა დაეწყო.

- კონკრეტულად რა ცვლილებების მოლოდინი გაქვთ?
- ჩვენი მთავარი ამოცანა ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დაწყება იყო და ამიტომაც მიხარია კობიაშვილის გამარჯვება. მასზე ამბობდნენ, ხელისუფლების ფავორიტიაო. სინამდვილეში, ლევანი ხალხისა და კერძო ინვესტორების ფავორიტია, რადგან მას ცვლილებები სურს. ხოლო, თუ რა ცვლილებების მოლოდინში ვარ, პირველი, ეს არის სუფთა ფეხბურთის დამკვიდრების იმედი.

თამაშის დროს არ უნდა გვქონდეს განცდა, რომ მსაჯი კი არ შეცდა, არამედ, ამას შეგნებულად აკეთებს. მეორე - ეროვნული ჩემპიონატის განვითარება და მისი დონის გაზრდა. და რაც მთავარია: ბავშვთა ფეხბურთის განვითარების იმედი მაქვს. რეგიონებს სერიოზულად უნდა მივხედოთ, ჩვენი პოტენციალი სრულად რომ ავითვისოთ. საამისოდ კი, "დინამოს" დონის აკადემია ბევრგან უნდა იყოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დრო მოვიდა.

- ოპტიმალურად რამდენგუნდიანი უმაღლესი ლიგა მიგაჩნიათ?
- ფაქტია, რომ 16 გუნდი ჩვენთვის ძალიან ბევრია, რადგან არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვაქვს და არც - მოთამაშეთა რაოდენობა და ფინანსები. რაც მთავარია, თანხის გადანაწილება სამართლიანი უნდა იყოს და ყველა კლუბს თანაბრად შეხვდეს.

- ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფოსგან რა სახის ღონისძიებებს ელით?
- სახელმწიფოსგან ველოდებით თანადგომასა და ინვესტიციებს, რაც ბიზნესსაც დააფიქრებს, რომ ამ სფეროში თანხის დაბანდება ღირს.

- თქვენი აზრით, კობიაშვილის გამარჯვების შემდეგ ეს რეალური იქნება?
- დარწმუნებულიც ვარ, რომ ამ კუთხით ვითარება შეიცვლება და ბიზნესი დაინტერესდება. უბრალოდ, ისინი არჩევნების შედეგებს ელოდნენ. მე უკვე ვიცი ორი ბიზნესჯგუფი, რომელიც უკვე მზადაა, ფეხბურთში შემოვიდეს და კლუბში თანხა ჩადოს. ამას სახელმწიფოს ინვესტიციაც თუ დაემატება, ჩვენს პირობებში კარგი ბიუჯეტის მქონე კლუბები გაკეთდება.

მაგრამ 16 გუნდი ძალიან ბევრია საიმისოდ, რომ მიმზიდველი ლიგა გავაკეთოთ. მიმაჩნია, რომ მთავარია, გავაკეთოთ მაღალი დონის უმაღლესი ლიგა და პირველიც საგრძნობლად გავაძლიეროთ. ეს ფეხბურთის განვითარების წინა პირობა იქნება.

ფეხბურთის გასაჯანსაღებლად სასურველად მიმაჩნია ახალი აღმასკომის არჩევა. მერე უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სტრუქტურა. მაგალითად, ყველას გვესმის, რომ პროფლიგა გვჭირდება. ეს გონივრულ მიდგომასა და გადაწყვეტილებას საჭიროებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნუცას! არველაძე სახით, ....! ამას ისევ ლ-ებით მოსაუბრე მაგრამ პატიოსანი წესიერი და ნორმალური ადამიანი ურჩევნია მთელს მსოფლიოს!
ვალერი
14 ოქტომბერი 2015 13:26
0
ნუცა ნეტა შენ გხედავდე რას გავხარ, რით დაიწუნე კობიაშვილი საინტერესოა. მე მჯერა მისი. წინ! ლევან წინ! ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ!
დათო
13 ოქტომბერი 2015 12:46
0
georgiano 110% მართალი ხარ!
ეს "Invalid Token" როგორც "მაღაზია დაკეტილია" წარწერა ისე აქვთ რა, რესტორანში რომ მიდიან მაშინ დებენ. როგორც ჩანს სულ რესტორანში ან ნაშებში არიან. ამდენი ვიწვალე, დავაჭირე გაგზავნას და ისევ "Invalid Token" დამიწერა!
ლუკა
12 ოქტომბერი 2015 18:21
0
georgiano-ს ვეთანხმები. მართლა მიკარგავს კომენტარის ხალისს ეს invalid token-ბი.
Raul
12 ოქტომბერი 2015 12:06
0
ვკითხულობ კომენტარებს და ვფიქრობ, ასე რამ დააჩმორა ქართველი მამაკაცი:გულშემატკივარიც, ჟურნალისტიც და ფეხბურთში ვითომ მოღვაწე ფუნქციონერები. ყველა სდფეროში რატომ მოგწონთ შეუხედავი, უჭკუო და ცუდად მეტყველი თანამდებობის პირები? უყურებ ტელეეკრანს და ფიქრობ: ნუთუ ასეთი გარეგნობის დავრჩით ქართველები? ნუთუ ასეთ ერს მიუძღვნა გრიგოლ რობაქიძემ თავისი ხოტბა? ვისაც ქართული ფეხბურთის გადარჩენა უნდა 40 წელი უნდა ატაროს უდაბნოში მწვრთერლიდან და მსაჯიდან დაწყებული, ყველა, და ამის შემდეგ თუ მოეშვებიან ჩაწყობილ თამაშებს, ....... და საერთოდ რომელიმე სფეროში ქვეყანაზე გულანთებული ადამიანები დარჩნენ? და მაინც: აწყმო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია.
nuca
11 ოქტომბერი 2015 14:16
0
SPORTALL.GE
საიტის ადმინისტრაცია ყელში ამოვიდა უკვე თქვენი invalid token. ისედაც ცოტა აკომენტარებს ამ პორტალზე და ჩვენც ნუ დაგვიკარგავთ სურვილს! სასწრაფოდ გამოასწორეთ ეგ პრობლემა. მოგვეცით საშუალება ცივილურად, ნერვების მოშლის გარეშე შევძლოთ ჩვენი აზრის გამოხატვა. რამდენჯერაც დავაპირებ კომენტარის გაკეთებას, 80% შემთხვევაში invalid tokens miwers და ვერ ვაკომენტარებთ. ამ დროში ესეთი პრობლემა ცოტა არ იყოს და სირცხვილია..
georgiano
11 ოქტომბერი 2015 03:44
0
jango მთელი ფოკუზიც მაგაშია რო ქაღალდზე რო რაღაცას დაწერ ეგ სხვა რამეა და ცხოვრების რეალობა კიდე სხვა არის მე ისიც მახსოვს ტორპედო რო გააკოტრეს მერე ფედერაციამ ახალკაცის თამადობით ადგადა დაიქნია გუნდი უმაღლესი ლიგიდან ხოლო იგივე სხვა კლუბები რომლებსაც დაფინანსება არ ქონდა როცა მოუნდა მაინც დაუშვა უმაღლეს ლიგაში.და კიდე 2 წელიწადში თუ ისეთი 20 გუნდი ეყოლება ქვეყანას ვისაც თავისი ნორმალური სტადიონი და ბაზა ასევე ბავშვთა აკადემია ექნება აფერუმ მაშვინ ჩვენ ფეხბურთს რაშიც მე დიდათ მეპარება ეჭვი.
quTaiseli
10 ოქტომბერი 2015 17:07
0
quTaiseli

ტორპედო ხომ არის მერიის ჯიბეზე?
მიდით ქუთაისელებმა და მოსთხოვეთ მერიას რომ გააფორმოს ღია სააქციო საზოგადოება და დათვალოს კლუბის აქტივები, გამოუშვას აქციები და აქციონერობის უფლების ბილეთები.აქციონერი გახდება ინვესტორი, ექნება ვალდებულება სამი წელიწადი ყოველ წლიურად თავისი აქციის ფასის ზომის ინვესტიცია გააკეთოს. დაინახავთ რომ ეფექტი მოვა მალე და მერიასაც 1-2 წელიწადში თავსატეხი მოაკლდება. ყველა იქნებით აქციონერი ვისაც 100 ლარიანი მინიმალური ბილეთი-აქციის ყიდვა შეგეძლებათ.
აი ასე უნდა გაკეთდეს ყველა არაკერძო კლუბში, და ეს იმასაც გაარკვევს თუ რამდენი კლუბი იქნება უმაღლეს ლიგაში და რამდენი პირველში.
არ გაგიკვირდეს რომ 2 წელწიადში ასეთების ოდენობა უმაღლესი ლიგისათვის 20 გახდეს. თუკი მ,ათი წლიური ბიუჯეტის მინიმუმზე მოთოხვნიელბა იქნება 1.5 მილიონი ლარი.

მაგრამ ვიღაც პარაზიტებს არ აწყობს მეწველი ძროხის (სახელმწიფოს)ძუძუდან პირის გაშვება, აი ეგაა საქმე.
jango
10 ოქტომბერი 2015 16:17
0
jango-ს
ერკი კაცურად დაწერე რა ამ 16 გუნდიდან რამდენს აქვს საკუთარი სტადიონი?
mateusa
10 ოქტომბერი 2015 15:18
0
ხოდა ვისაც 16 გუნდიანი პირველობა უნდა ფულიც მოიტანეთ და ჩადეთ ფეხბურთში თქვე დალოცვილებო სხვისი ხელის შემყურე 14 გუნდი თამაშობს უმაღლეს ლიგაში და თუ სახელმწიფო ამ გუნდებს არ დააფინანსებს რისი უფლებაც მას აქვსრითი ითამაშებენ ეს გუნდები პირველ ლიგაზე ხო საერთოდარაფერს ვამბობ და ბოლოს მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა ხარისხს მიყავს ხალხი სტადიონზე და არა პირიქით.
quTaiseli
10 ოქტომბერი 2015 14:12
0

სიახლეები პოპულარული