მატჩი 15:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "რიონი" წარმოადგენს.
"ქართული კლასიკოს" წინ ქუთაისის "ტორპედომ" საზოგადოებას ახალი მთავარი მწვრთნელი უკრაინელი სპეციალისტი ალექსანდრ შტელინი წარუდგინა, რომელიც იმერულ კლუბში 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
"ტორპედო" ბოლომდე იბრძოლებს წარმატების მისაღწევად. გუნდი იცხოვრებს ვიქენდიდან ვიქენდამდე - ანუ თამაშიდან თამაშამდე. ეს იქნება ჩვენი სტ
რას მოგვცემს კონტკრეტულად ეს ერთობლივი მუშაობა, წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა პროგრესი რომ იქნება, ეს ერთმნიშვნელოვანია.
2002-2003 წლებში, ჩემი ხელმძღვანელობით "ტორპედომ" ოთხჯერ ითამაშა "დინამოსთან". ჯერ შინ წავაგეთ (0:1), მერე გასვლაზე ფრედ (0:0) ვითამაშეთ, საჩემპიონო პლეი-ოფში კი შინაც მოვიგეთ (1:0) და სტუმრადაც (2:0). თუ მეხსიერება არ მღალატობს, 34 დარტყმა განვახორციელეთ თბილისის "დინამოს" კარისკენ.
ვიცი, რომ დრო იცვლება და აგრეთვე იცვლება ქართული ფეხბურთიც. მე მხოლოდ ერთი ჩანაწერი ვნახე "ტორპედოსი", როცა მან ამხანაგური მატჩი გამართა საჩხერის გუნდთან. სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი თამაშის სტილით. ის დარჩა ბევრ რაღაცაში ძველი იმ გაგებით, რომ ქართველებს უყვართ ტექნიკური და რაციონალური ფეხბურთი ტაქტიკის თვალსაზრისით.
საუბრები იმაზე, რომ გუნდი ფიზიკურად ცუდადაა მომზადებული, არ შეესაბამება სიმართლეს. ამხანაგურ მატჩში გუნდმა საკმაოდ კარგი მომზადება აჩვენა.
ვნახე "დინამოს" თამაშიც და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აი, რა იქნება ხვალ, 15:00 საათიდან ყველა ვნახავთ", - აქვეყნებს შტელინის ნათქვამს "ტორპედოს" ოფიციალური საიტი.
* * *
დღესვე 15:00 სთ-ზე, არაკლებ საინტერესო შეხვედრა გაიმართება ქობულეთში, "ჩელე არენაზე", სადაც ბათუმის "დინამო" ბრწყინვალედ მოთამაშე "სამტრედიას" დაუპირისპირდება. ამავე დროს მარტვილში "მერანისა" და ქობულეთის "შუქურას" მატჩი დაიწყება, ხოლო ლანჩხუთში ფოთის "კოლხეთი" თბილისის "ლოკომოტივს" მიიღებს.
რაც შეეხება ტურის კიდევ ერთ შეხვედრას, რომელიც 17 ოქტომბერს ზუგდიდში უნდა გამართულიყო, ადგილობრივი გუნდის დირექტორის მალხაზ (ჯონი) მალანიას გარდაცვალების გამო, "სიონთან" მატჩი გადაიდო.
"ზუგდიდი"-"სიონის" მატჩის გამართვის თარიღს სფფ მოგვიანებით დაადგენს.
* * *
უმაღლესი ლიგის VIII ტური 16 ოქტომბერს, "საბურთალო"-"საპოვნელას" მატჩით გაიხსნა, რომელშიც გამარჯვება საბურთალოელებს დარჩათ - 2:1. ტური კვირას დასრულდება.