ჩაშლილი ტენდერები - რამდენი დახარჯა ქუთაისის "ტორპედომ" კვებაში?

AutoSharing Option
ფოტოზე: "ტორპედოს" სასადილო
ქუთაისის "ტორპედომ", იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, კვებაში 143 ათას 644 ლარი და 78 თეთრი დახარჯა. ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ქუთაისის მერიიდან და კლუბიდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია იძლევა.

რა ოდენობის თანხა გამოიყო კვებისთვის, რატომ ჩაიშალა ტენდერები და ვისთან გაფორმდა პირდაპირი წესით ხელშეკრულებები - Sportall.ge დეტალებზე:

ქუთაისის "ტორპედომ", გამარტივებული წესით, ტენდერი რძის პროდუქტების შეძენაზე 2 თებერვალს გამოაცხადა, რისთვისაც 18 600 ლარი იყო გათვალისწინებული, ხოლო ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის: ხორცისა და ხორცის პროდუქტებისთვის - 43 300 ლარი.

რძის პროდუქტების ტენდერში, ი/მ "მიტუშა შალამბერიძემ"
გაიმარჯვა, თუმცა, მის გარდა, ტენდერში მონაწილეობა სხვას არ მიუღია.

რაც შეეხება ხორცპროდუქტებს, აქ შპს "უხვმა" მოიგო, თუმცა, მეორე შემთხვევაშიც, ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა.

გარდა ამისა, იოგურტის შესაძენად 7-ათასლარიანი ტენდერი შპს "ვიკას" მოუგია, თუმცა, როგორც ქუთაისის "ტორპედოდან" მიღებული წერილით ირკვევა, იოგურტის შეძენა არ განხორციელებულა, რადგან მენიუში ცვლილებები შევიდა.

"ტორპედომ", ჯამში, აღნიშნულ ტენდერებში 68 ათას 900 ლარი დახარჯა. რაც შეეხება სხვა კვებისთვის გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებს, არცერთი მათგანი არ შედგა.

ტენდერი არ შედგა:
26.01.2005 წ. - ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილის შესყიდვა (23 300)
26.01.2015 წ. - ხორცის პროდუქტების შესყიდვა (43 300)
26.01.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა, "სურსათი" ( 25 500)
26.01.2015 წ. - რძის პროდუქტების შესყიდვა (18 600)
26.01.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "პური" ( 3 250)
02.02.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "პური" (3 250)
02.02.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტების შესყიდვა "სურსათი" (25 500)
02.02.2015 წ. - "ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილის" შესყიდვა (23 300)
09.02.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "პური" ( 3 250 )
09.02.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "სურსათი" ( 25 000)
09.02.2015 წ. - "ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილის" შესყიდვა (23 300)
20.02.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "პური" ( 3 500)
20.02.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "სურსათი" ( 25 500)
20.02.2015 წ. - "ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილის" შესყიდვა ( 23 300)
02.03.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "პური" (3 500)
02.03.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "სურსათი" (26 500)
04.03.2015 წ. - "ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილის" შესყიდვა ( 24 300)
02.03.2015 წ. - რძის პროდუქტების შესყიდვა "იოგურტი" ( 7 000)
11.03.2015 წ. - რძის პროდუქტების შესყიდვა "იოგურტი" ( 7 000)
11.03. 2015 წ. - "ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილის" შესყიდვა ( 24 500)
11.03.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "სურსათი" ( 27 000)
11.03.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "პური" ( 3 500)

ჩამონათვალს რამდენიმე ტენდერი აკლია, მათ შორის, 16 მარტს გამოცხადებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შეძენაზე, რომლის ღირებულება 9 ათას 600 ლარს შეადგენდა.

კანონის თანახმად, თუკი ტენდერი მინიმუმ ორჯერ მაინც ჩაიშლება, მის გამომცხადებელს უფლება აქვს, რომ პირდაპირი ხელშეკრულების წესით გადასცეს ის თავისთვის სასურველ კომპანიას. ამ შემთხვევაში კი, უცნობია, ვისთან დადეს საკმაოდ მსხვილი ღირებულების ხელშეკრულებები ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელმა პირებმა.

გარდა ამისა, კლუბის მიერ მოწოდებული დოკუმენტის თანახმად, ირკვევა, რომ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით (ივნისის გამოკლებით), "ტორპედომ" კვებაზე სულ 74 ათას 744 ლარი და 78 თეთრი დახარჯა.

იანვარი - 7 494, 88
თებერვალი - 5 758,40
მარტი - 14 509, 53
აპრილი - 17 603, 98
მაისი - 11 991, 63
ივნისი - 0.00
ივლისი - 6 221, 47
აგვისტო - 11 164, 98
სექტემბერი - 3833, 89

გარდა პირდაპირი წესით დადებული ხელშეკრულებებისა, ჩატარებული ტენდერებისა და კლუბის მიერ მოწოდებული ხარჯთაღრიცხვით, "ტორპედომ" მთლიანობაში კვებაში 143 ათას 644 ლარი და 78 თეთრი დახარჯა, მხოლოდ რვა თვეში. თუმცა, ძალიან საინტერესოა, ამ თანხის გარდა, სხვა რა დანახარჯი აქვს კლუბს კვებაში. როგორც აღვნიშნეთ, პირდაპირი წესით დადებული ხელშეკრულებები ჩვენთვის არ მოუწოდებიათ.

ქუთაისის "ტორპედოს" ტენდერები მხოლოდ საკვების მომარაგებისთვის არ ჩაუტარებია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე მარტივად იძებნება, რომ იმერულმა კლუბმა ივლისში ფარმაცევტული პრეპარატების შესაძენად 10 500 ლარი გამოჰყო და ხელშეკრულებაც გააფორმა. არც ამ და არც სატრანსპორტო ტენდერებთან დაკავშირებით კლუბს sportall.ge-სთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია. მეტი სანდოობისთვის, კარგი იქნება, თუკი "ტორპედოს" ხელმძღვანელობა შეძენილი წამლების ნუსხასა და მათ ფასებს გამოაქვეყნებს.

ქუთაისის მერიისგან მიღებული 2 მილიონ ორასი ათასი ლარის გარდა, "ტორპედოს" თავისი შემოსავლებიც აქვს და არცთუ მცირე. მხოლოდ საიჯარო ქირის სახით, კლუბმა წელს უკვე 116 ათას 622 ლარი მიიღო.

იანვარი - 3 658
თებერვალი - 73 658
მარტი - 13 658
აპრილი - 3 658
მაისი - 4 148
ივნისი - 3 658
ივლისი - 3 658
აგვისტო - 5 258
სექტემბერი - 5258

ამ შემოსავლიდან ხელფასის, სახელფასო დანამატისა და პრემიის სახით, კლუბის ხელმძღვანელმა 30 ათას 583 ლარი და 73 თეთრი გასცა, ხოლო დანარჩენი თანხა სად დაიხარჯა, ამის ხარჯთაღრიცხვა არ არსებობს.

"ტორპედოს" გენერალური სპონსორი ტოტალიზატორი "ევროპაბეთიცაა", რომლისგანაც კლუბმა სასპონსორო თანხაც მიიღო, თუმცა დამატებით შემოსავლებში ეს თანხა არ ასახულა.

ინფორმაციისთვის, გასული წლის დეკემბერში "ტორპედოს" ბიუჯეტი 1 მილიონ 803 ათას 600 ლარით განისაზღვრა, 29 ოქტომბერს კი ქუთაისის მერიამ "ტორპედოს" დამატებით 400 ათასი ლარი გამოუყო.

რედაქციისგან: sportall.ge მსგავსი ტიპის ინფორმაციას მკითხველს უმაღლესი ლიგის სხვა საბიუჯეტო კლუბზეც ეტაპობრივად მიაწვდის.

მაგდა კლდიაშვილი
სპეციალურად sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 19 /
დავალებას ასრულებს .....
zvio202
19 ნოემბერი 2015 17:34
0
მაგდა ჩემო კარგო იქნებ სხვა გუნდების სამზარეულოშიც ჩაგეხედა. ვიცი ქართული ფეხბურთის ბედი გაღელვებს. ვიცი შენი საფეხბურთო ჟურნალისტული ინტუიცია და ჩემი თხოვნა იქნება შეეშვი ტორპედოს დევნას თორემ შენი რჩეული გუნდები ან აღარ არსებობს ან კიდე დაქვეითებულები არიან. შენი ქმედებებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ გაღელვებს და წინასწარ გრძნობ ტორპედოს წინსვლას.
lelo
17 ნოემბერი 2015 12:50
0
გიო45 გასაგებია რომ ქვეყანა ცუდ დღეშია მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ახლა კლუბები რომ დავხუროთ იმის გამო რომ ჯადნაცვსი სფერო უფრო პრიორიტეტულია მგონი საღ აზრს მოკლებულია ეგ მიდგომა ხო? შენი შვილის ჯანსაღად აღზრდა თუ გინდა ამ ქალაქში სპორტის ჩაკვლით ნუ დაიწყებ მაგაზე ზრუნვას.. ჩემი აგდასახადებცი ისევე ხმარდება ამ ყველაფერს როგორც შენი და იმედია მარტო შენი აზრით არ გადაწყდება ზოგადი სიტუაცია ... საერთო დღეს ყველაზე დიდი პრობლმეა ისაა რომ საქმსი კეთებსი ნაცვლად ენა მხარზე აქვთ გადაკიდებული და ვინ მოშხამონ იმას ფიქრობენ... არშედგარო პიროვნებებო იმათ მაინც აცალეთ ვინც რაღაცას აკეთებს.. სიტყვის თავისუფლება იმას არ ნიშნავს თვქენი ბოღმა ანთხიოთ ყველაზე ვინც არ მოგეწონებათ
gio
17 ნოემბერი 2015 12:14
0
მაგ ფასის რა გააკეთეს? მასეთ დონეზე თამაში ნახევარ საქარტველოს შეუძლია
temo
17 ნოემბერი 2015 09:28
0
ცნობისთვის იანვრიდან - მაისის ჩათვლიტ ტორპედოს ბიუჯეტი როგორც ვიცი რვაასი ატას ლარამდე იყო.აქედან 50-60 % ჰვეულებრივად როგორც სხვა ორგანისაციებში ალბათ აქაც ხეფასები იქნებოდა.რაც შეეხება პრემიებს ყველა კლუბში პრემიები გაიცემა სპორტულ შემადგენლობაზე(სამწ.სტაფზე და ფეხბურთელებზე) აღოჩენაა და ეს სიახლეა? პირველად გაიგო ბოლნისში რა ხეფსისა და პრემიის გარეშე თამაშობენ
გიორგი
17 ნოემბერი 2015 00:21
0
ეეხ ტორპედო რა დგეში ხარ, ნუ გეშინია ჩვენი მატარებელიც ჩამოდგება მტრების ბაქანზე ამაში ყველა დარწმუნებული იყოს , შენ ყველაზე კარგი გულშემატკივრები გყავს.
gai 101
16 ნოემბერი 2015 20:02
0
ძალიან მიყვარს ტორპედო და თითქმის ყველაფერი ვიცი რაც ხდება,ახლა მიუხედავად 12 ე ადგილისა დალაგებულია მართვა,მოვიდა ძალიან კარგი მწვრთნელი არის ხელშეწყობა,ის რაც ძოძუაშვილმა დარასელიამ ზიანი მიაყენეს კლუბს,გამოსწორდება დროის საკითხია..ისე ძალიან მიკვირს ფანების,უფრო მეტი მხარდაჩერა უნდა გუნდს ამ ეტაპზე და იმის თქმა ბიჩებს და კოლექტივს რომ მათ გვერდში ვართ..ახალი სეზონია ცვენია მოვლენ ახლები მოამზადებს ახალი მწვრთნელი,ისე როგორც კიევის დინამოს და აუცილებლად მაგარი გუნდი გვეკოლება,ასეთი ჟურნალისტების ჯინაზე.
eka
16 ნოემბერი 2015 18:55
0
ეს გოგო შეკვეთილზე მუშაობს,მაგრამ ფაკტია რომ მიაცოდეს ესეიგი ყველაფერი აღრიცხულია,თორემ აქსიომაა რომ დაიხარჯება გუნდზე თანხა აბა რა იქნება..ისე ძალიან მაინტერესებს რატომ მაინდამაინც ტორპედოზე წერთ?სხვა ყველა გუნდი საბიუჯეტოა?ქა ცუდი ხალხის ხელი ურევია,ასეთ სტატიებში.როვა არაფერი ხდება და რაღაც უნდა თქვან..
kako
16 ნოემბერი 2015 18:50
0
ისე ქალბტონმა მაგდამ ბოლნისიდან რო დაიწყოს საბიუჯეტო კლუბების დოკუმენტაციის გამოქვეყნება ჯობია.
Goga
16 ნოემბერი 2015 18:27
0
გიორგი
16 ნოემბერი 2015 18:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული