ჯაბა დვალი: ექიმი გაოცდა, თურმე ამ ხნის განმავლობაში მოტეხილი ტერფით ვთამაშობდი

AutoSharing Option
ჯაბა დვალმა 4 ოქტომბერს, ქობულეთში, "შუქურა"-"საბურთალოს" მატჩის 41-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. მას შემდეგ ის მკურნალობდა და იყო ვარაუდი, რომ გუნდს ერთ თვეში დაუბრუნდებოდა, თუმცა პროცესი ძალიან გაეწელა.

აგერ, ნოემბერი მთავრდება და დვალი "საბურთალოს" ჯერაც ვერ ეხმარება.

"მკურნალობა იმიტომ გამიგრძელდა, რომ სერიოზული ტრავმა აღმომაჩნდა. სეზონის დასაწყისში ტერფი მტკიოდა. მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ასე ვაგრძელებდი თამაშს, მაგრამ ქობულეთში ტკივილი ისე გამიძლიერდა, მივხვდი, საქმე უფრო სერიოზულად იყო, ვიდრე მეგონა.

დიაგნოზი რომ დამისვეს, ექიმი გაოცდა - აღმოჩნდა, რომ ამ ხნის განმავლობაში
მოტეხილი ტერფით ვთამაშობდი...

გართულებული მდგომარეობის გამო, ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე. რეაბილიტაციის ეტაპი უკვე დავასრულე, ვარჯიში განვაახლე და მალე გუნდთან ერთად, საერთოდ დატვირთვებზე გადავალ", - გვითხრა "საბურთალოს" თავდამსხმელმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული