დაბრუნება 10 წლის შემდეგ - ალეკო ამისულაშვილი და "დინამო" გადაწყვეტილია!

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" უახლოეს დღეებში (შეიძლება დღესაც) ქართული საფეხბურთო სინამდვილისთვის გვარიან ტრანსფერს გაჩარხავს. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის მაისურას ეროვნული გუნდის 33 წლის ცენტრალური მცველი ალეკო ამისულაშვილი მოირგებს.

თამამად შეგვიძლია, ამისულაშვილს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ვუწოდოთ. ის ნაკრებში 2002 წლიდან თამაშობს. საქართველოს ჩემპიონატს, ბოლო დროს რეგრესის გზაზე რომ დგას, ძალიან წაადგება ბევრისმნახველი უკანახაზელის დაბრუნება.

საინტერესოა, რომ ამისულაშვილმა უკანასკნელად "დინამოში" ზუსტად 10 წლის წინათ ითამაშა. კარიერის განმავლობაში მას, სხვადასხვა დროს, "კახეთის", ქუთაისის "ტორპედოს", "იბერიის", თბილისის
"დინამოს", კიევის "დინამოს", "დნიპროს", "ტავრიას", "შინიკის", ნალჩიკის "სპარტაკის", "ქაისერისფორის", "კრასნოდარის", "კრილიას", ბაქოს "ინტერისა" და "ქარშიაქას" მაისურები მოურგია.

ამისულაშვილის ბოლო კლუბი თურქეთის რანგით პირველი ლიგის ბინადარი "ქარშიაქა" იყო. მან იქ სრულად ვერ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები და ეს გასაკვირი სულაც არ არის. ქარშიაქელთა შეფობამ ფეხბურთელებთან კარგი კონტრაქტები კი გააფორმა, თუმცა შესრულებისა რა მოგახსენოთ. ამისულაშვილი და მისი თანაგუნდელები უხელფასოდ თამაშობდნენ და ეს, ცხადია, გუნდის შედეგებზეც აისახებოდა...

მანამდე კი ამისულაშვილი შეუცვლელი გახლდათ როგორც რუსული კლუბებისათვის (ნალჩიკის "სპარტაკი", "კრასნოდარი", "კრილია"), ისე თურქულ და აზერბაიჯანულ გუნდებში ("ქაისერისფორი", "ინტერი").

გარჯა უნდა შევუქოთ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას. ასეთი გამოცდილი ფეხბურთელის დამატება გუნდს ნებისმიერ შემთხვევაში წაადგება. ეჭვგარეშეა, "დინამოს" ხელმძღვანელობა მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობით დაკმაყოფილებას არ აპირებს და მიზნად ევროპულ ასპარეზზე ღირსეულ თამაშს ისახავს.

ასეთ შემთხვევაში, გუნდს ძალიან გამოადგება ამისულაშვილის გამოცდილება. რა დააკლდა "დინამოს" აზერბაიჯანულ "გაბალასთან" წარმატების მისაღწევად? ალბათ, ცოტა გამოცდილება და იღბალი.

არადა, ყველამ ვნახეთ, რომ წილისყრა სულაც არ იყო ისეთი ლმობიერი ქართული ფეხბურთის ფლაგმანის მიმართ, როგორც ეს თავიდან ჩანდა. ის ორი ფაქტორი რომ ყოფილიყო, თავისუფლად შეიძლებოდა, "დინამო" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გვეხილა...

"დინამოს" ახლა ჰყავს ალექსანდრე იაშვილი - ფეხბურთელი, რომლის სანახავადაც ხალხი გამორჩეულად დადის სტადიონზე, რომელსაც ყველა შეხვედრის შემდეგ დამსახურებული აპლოდისმენტებით აცილებს გულშემატკივარი.

იაშვილისა და ამისულაშვილის გვერდით "დინამოს" მომავალი თაობა უფრო სწრაფად გაიზრდება. ისინი ისწავლიან ფეხბურთს და არა მხოლოდ ფეხბურთს - ისწავლიან საქმისადმი სწორად მიდგომას, პროფესიონალიზმს...

დაბრუნებაცაა და დაბრუნებაც, დღეს საქართველოს ჩემპიონატი ისეთ დღეშია, რომ ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს ვინ ჩივის, საშუალოზე საშუალო და დაბალი დონის ქართველი ფეხბურთელებიც კი გარბიან არასაფეხბურთო ქვეყნებში სათამაშოდ.

იმაშიც ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება ამისულაშვილის (საფეხბურთო თვალსაზრისით) უკუსვლას არ გამოიწვევს და, შესაბამისად, ის ძველებურად სასარგებლო იქნება საქართველოს ნაკრებისთვის.

ეროვნულ გუნდს ამისულაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სჭირდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
გლადიატორების სახელით რომ წერ, ვინ მოგცა უფლება? საკუთარი სახელით და გვართ დააფიქსირე შენი პოზიცია, რომან ფიფიას შენი ჭკუს სასწავლებელი არაფერი სჭირს.
კობა კობაიძე
19:05 24-12-2015
0
ტუ ძმა ხარ რა შახტარს და დინამო კიევს ვორსკლას და ლვოვი დონის ამაღლებისთვის რო დაელოდათ დღემდე ლიგის ჯგუფში არ ქინებდონენ გასულებ ი
მკიდია საერთო დონეის ამაღლება ლიგის ჯგუფში შევიდეთ და თუ გინდა ერთ ქართველ ფერბურთელს უთამაშია ძირითადში დანარჩენი ლეგიონერები იყყვნენ
gigas
14:46 24-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული