"სეზონის ეს ეტაპი მორჩა, მაგრამ ტონუსის შესანარჩუნებლად ფეხბურთელები თბილისში მაინც შევკრიბეთ, მსუბუქად ვავარჯიშებთ.
საერთოდ, სეზონის დასრულებისთანავე ფეხბურთელების ეგრევე სახლში გაშვება სწორად არ მიმაჩნია. მცირე დატვირთვები მაინც უნდა შეუნარჩუნდეთ.
23 დეკემბრის შემდეგ "სამტრედია" დასასვენებლად გავუშვით", - ამბობს ცეცაძე.
"სამტრედიის" დამრიგებელს პირველ წრეში გუნდის გამოსვლის შეჯამება ვთხოვეთ:
"მიმაჩნია,
ამოცანა არც ყოფილა, რომ, გინდა თუ არა, თასის ფინალში გავსულიყავით და წრე პირველ ადგილზე დაგვესრულებინა. ეროვნულ ჩემპიონატშიც პროგრამა-მინიმუმი შევასრულეთ. მაგრამ თავად ჩვენ გვსურს, რომ უკეთესი გუნდი გვყავდეს და შედეგებიც უკეთესი გვქონდეს".
"სამტრედიის" გარდა, ცეცაძე, პარალელურად, ეროვნულ ნაკრებში კახა ცხადაძის ასისტენტადაც მუშაობს. იყო ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მალე ახალ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, რომლის თანახმადაც, სპეციალისტებს ნაკრებსა და კლუბში ერთდროულად მუშაობა აეკრძალებათ:
"სიმართლე გითხრათ, ამაზე ფედერაციის ხელმძღვანელობასთან არც მილაპარაკია და არც არავის უთქვამს, რომ ეს უკვე რეალური ულტიმატუმია - ან კლუბში იმუშავე, ან ნაკრებშიო. მე დავემორჩილები ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"