ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ბასკი ფეხბურთელი დედაქალაქურ გუნდში 2011-13 წლებში თამაშობდა და 59 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა.
ბოლოს ალვარო ახალზელანდიურ "ოკლენდ სიტიში" გამოდიოდა. გუნდთან ერთად მან 2015 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, მანამდე კი ბაქოს "ინტერის" ღირსებას იცავდა.
"დინამომ" ესპანელ ნახევარმცველთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ფოტო: fcdinamo.ge