მიკელ ალვარო თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
ესპანელი შემტევი ნახევარმცველი მიკელ ალვარო თბილისის "დინამოში" დაბრუნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ბასკი ფეხბურთელი დედაქალაქურ გუნდში 2011-13 წლებში თამაშობდა და 59 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა.

ბოლოს ალვარო ახალზელანდიურ "ოკლენდ სიტიში" გამოდიოდა. გუნდთან ერთად მან 2015 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, მანამდე კი ბაქოს "ინტერის" ღირსებას იცავდა.

"დინამომ" ესპანელ ნახევარმცველთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფოტო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
რათ უნდა დინამოს კვიპროსში დაწუნრბული ფეხბურთელბი ვერ გამიგი.?
კიკა
11:36 29-01-2016
0
კვასხვა, გეგეჭკორი, ამისა, რენე, გრიგალავა, ცინცა, ძალამიძე, კობახიძე, გრიგალაშვილი, იაშკა, ქვილითაია! ეს გუნდი შეაკრიბოს ფიფიამ და ევროპა ლიგას აუცილებლად ითამაშებს!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული