ბათუმის "დინამო" 28 წლის სერბი ლეგიონერით, ნიკოლა კომაზეცით გაძლიერდა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ჩერნოგორიელი მცველის, მარკო მიხაილოვიჩის შემდეგ კლუბმა კიდევ ერთი ბალკანელი ფეხბურთელი დაიმატა.

ბათუმელთა მეორე ლეგიონერი ნიკოლა კომაზეცი თავდამსხმელია და არაერთი ქვეყნის გუნდში უთამაშია: სერბულ კულას "ჰაიდუკში" (2008-11), რუმინულ "პეტროლულში" (2011-12), სლოვენიურ "მარიბორში" (2012-13), ტაილანდურ "ვსუპჰანბურში" (2013), ბოსნიურ "სარაევოში" (2013-14), კორეულ "ბუსანში" (2014), ნორვეგიულ "ჰაუგესუნდში" (2014), გასულ წელს კი კიდევ ერთ ტაილანდურ კლუბში, კერძოდ, "პატაია იუნაიტედში" მოსინჯა ძალები. 2005-06 წლებში ითამაშა სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებში, სადაც ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა.

კომაზეცი 28 წლისაა, სიმაღლეც
გამოარჩევს (189 სმ). ამასთან, ძალზე მოძრავი და მებრძოლი თავდამსხმელია. ბათუმის "დინამოს" სამწვრთნელო შტაბმა სერბი ფორვარდით გაძლიერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუნდი პორტუგალიელმა ლუის ალბერტო მედინამ დატოვა.

საინტერესოა, რომ გუნდს შეკრებაზე ბათუმის "დინამოს" ფანკლუბის ("პირატები") წევრებმა ჩააკითხეს. მათ 1500 კილომეტრი გაიარეს იმისთვის, რათა საყვარელი გუნდისთვის სლოვაკურ "პოდბრეზოვასთან" პირველ ამხანაგურ მატჩში (0:0) ეგულშემატკივრათ. ცხადია, დინამოელებისთვის ეს სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული