სკანდალი: "ზუგდიდმა" საკონტროლო მატჩი კოსოვოს გუნდთან ჩაატარა! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდი "ზუგდიდი" შესაძლოა, სკანდალში გაეხვეს.

5 თებერვალს, ანტალიურ შეკრებაზე მყოფმა "ზუგდიდმა" ამხანაგური შეხვედრა კოსოვოს ჩემპიონატის გუნდ "ფერონიკელისთან" ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ზუგდიდური კლუბი ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, აი, "ფერონიკელი" კი მატჩის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას თავის საიტსა და ფეისბუქის გვერდზე თამამად აქვეყნებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge

თამაშის შესახებ წერს ალბანურენოვანი სპორტული გამოცემა Gazetaolle, რომელიც "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის იური ბაკალოვის კომენტარს აქვეყნებს:

"პირველ რიგში მინდა მივულოცო მათ გამარჯვება. მე მსმენია კოსოვოზე,
მაგრამ არა გუნდ "ფერონიკელიზე". მათი თამაშის დონით გაოცებული ვარ. თქვენ ნამდვილად ძლიერი გუნდი გყავთ, ტექნიკურად კარგად თამაშობთ. რაც შეეხება ჩემს გუნდს, ნაწილობრივ მოხარული ვარ, თუმცა, უფრო კარგადაც შეეძლოთ თამაში. მაგრამ ვაღიარებ, რომ თქვენ გუნდთან შეხვედრა არ იყო მარტივი" , - აღნიშნა ბაკალოვმა.

მოგეხსენებათ, საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია, მისი გუნდებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე დაშვების უფლება კი ფიფასა და უეფას აქამდე არ მიუცია, შესაბამისად, "ზუგდიდს" ასეთი მატჩის გამართვის გამო, სავარაუდოდ, უსიამოვნებები ელის...

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სპეციალურ განაცხადებას სულ მალე გააკეთებს.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 22 /
ეს იმის ბრალია რომ გაუნათლებელი ხალხია ყველგან, ალბათ არც იცოდნენ კოსოვო რომელ კონტინენტზეა!!ჯერ ამათთან რატომ უნდა მოგინდეს სპარინგი და მითუმეტეს წააგო?! ერთი ამ კოსოვოსთან არ გვქონდა წაგებული და აჰაა გაახარეს თურქების შთამომავლები, სერბი და ქართველი ხალხი კი გაანაწყენეს!ეს მართლა სერიოზული "შეცდომაა" და ზიანს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას! ზოგიერთები არსად გასაშვები არარიან სამარცხვინოები....
TYW
06 თებერვალი 2016 15:20
0
თუ იცოდნენ მაგაშია საქმე,მოეგოთ მაინც ფუიი
dato
06 თებერვალი 2016 13:55
0

სიახლეები პოპულარული