5 თებერვალს, ანტალიურ შეკრებაზე მყოფმა "ზუგდიდმა" ამხანაგური შეხვედრა კოსოვოს ჩემპიონატის გუნდ "ფერონიკელისთან" ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ზუგდიდური კლუბი ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, აი, "ფერონიკელი" კი მატჩის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას თავის საიტსა და ფეისბუქის გვერდზე თამამად აქვეყნებს.
თამაშის შესახებ წერს ალბანურენოვანი სპორტული გამოცემა Gazetaolle, რომელიც "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის იური ბაკალოვის კომენტარს აქვეყნებს:
"პირველ რიგში მინდა მივულოცო მათ გამარჯვება. მე მსმენია კოსოვოზე,
მოგეხსენებათ, საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია, მისი გუნდებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე დაშვების უფლება კი ფიფასა და უეფას აქამდე არ მიუცია, შესაბამისად, "ზუგდიდს" ასეთი მატჩის გამართვის გამო, სავარაუდოდ, უსიამოვნებები ელის...
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სპეციალურ განაცხადებას სულ მალე გააკეთებს.
კარგი რა ეგ უფრო თავის გასულელებაა რა ვინ არ იცის რომელ გუნდს ეთამაშები არ იცი?! და მერე შემთხვევით აღმოაჩენ თურმე ეს არაღიარებული ქვეყნის გუნდია?! რა სისულელეა ეს გაუნათლებლობა არ არის კოსოვოს გუნდს რომ არ გამოეფინა ეს სურათები ვერც ვერავინ გაიგებდა როდესმე კოლხეთი ვის ეთამაშა)))
ყველაფეში დასტურ, მარა ალბანელი რატოა თურქების შთამომავალი, გითხარი მაინც...