ალექსანდრე იაშვილი: ეს ჩემი ბოლო შეკრებაა...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ალექსანდრე იაშვილის კომენტარები. ვეტერანი ფორვარდის თქმით, იურაი იარაბეკისა და "დინამოს" საფეხბურთო ფილოსოფია ერთმანეთს ემთხვევა

"ასე გადავწყვიტე, რომ მოქმედი ფეხბურთელის რანგში ეს ჩემთვის ბოლო შეკრებაა. სრულფასოვანი შეკრების გარეშე წარმოუდგენელია სერიოზულ შედეგზე ფიქრი. პირობები იდეალურია. ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად ცდილობს საუკეთესო თვისებების წარმოჩენას...

აღსანიშნავია ის სამუშაო, რაც გია გეგუჩაძემ გასწია. "დინამოსთვის" არ იყო იოლი მასთან განშორება. მინდა, წარმატება ვუსურვო მას მომავალ საქმიანობაში...

რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, ცხადია, იურაი იარაბეკს სურს გუნდში თავისი სტილის დამკვიდრება. მას ამისთვის დრო სჭირდება,
თუმცა თავიდანვე ჩანს, რომ საკმაოდ საინტერესო სამუშაო პროცესი აქვს...

ის გახსნილი და კომუნიკაბელური ადამიანია. ითხოვს აგრესიულ და სწრაფ თამაშს. ეს ფილოსოფია ჩვენსას ემთხვევა და მჯერა, ყველაფერი გამოგვივა...

რაც შეეხება სპარინგებს, ამის მიხედვით საბოლოო დასკვნების გამოტანა არ ღირს, მაგრამ ისინი მნიშვნელოვანია ანალიზის კუთხით, მით უფრო - ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის...

თბილისის "დინამომ" საქართველოს ნაკრების სამი ფეხბურთელი დაიმატა. ისინი წლების განმავლობაში სხვადასხვა ევროპულ კლუბებში თამაშობდნენ. ასევე გამოცდილია, ახლო წარსულში წარმატებული ესპანელი დინამოელი. ეს კონკურენციას გაზრდის გუნდში, სადაც ახლა იდეალური გარემოა...

"დინამოს" აქვს ერთადერთი მიზანი - გამარჯვება, ტიტულების მოპოვება, ევროარენაზე წარმატებით გამოსვლა და გულშემატკივრების გახარება", - აღნიშნა იაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული