ბაჩანა ცხადაძე: ამ ნაბიჯს სულაც არ ვნანობ

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" ყველაზე მოულოდნელი ახალწვეული 28 წლის თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე აღმოჩნდა.

ეროვნული ნაკრების წევრმა მიმდინარე სეზონი ალბანურ "ფლამურტარიში" დაიწყო, ჩემპიონატის 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, თუმცა ზამთარში კლუბი ფინანსური პრობლემების გამო დატოვა. "ლოკომოტივს" კი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და პრეზენტაციაზე 7-ნომრიანი მაისურაც გადაეცა.

ბაჩანა ცხადაძე ახალწვეულებში ერთადერთია, რომელიც გუნდს მხოლოდ სეზონის ბოლომდე დაეხმარება (ყველა დანარჩენმა ხელშეკრულება 2018 წლამდე გააფორმა).

"იყო ინფორმაცია, თითქოს, "ცხინვალში" ვითამაშებდი. ეს მეც პრესიდან შევიტყვე. რეალურად, იქ მხოლოდ ფორმის შესანარჩუნებლად ვვარჯიშობდი, რისთვისაც კახა კაჭარავას მადლობელი ვარ.

რაც
შეეხება "ლოკომოტივს", აქ ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით მოვედი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ კარგი და პროგრესული კლუბია და ძალიან საინტერესო მწვრთნელი ჰყავს.

რა თქმა უნდა, უცხოეთში წასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ რეალური, სასურველი წინადადება არ მქონია. ამავე დროს, დღეს კლუბის პრეზიდენტ ლექსო თოფურიას შევხვდი და მისი მიდგომა და ფეხბურთელთან დამოკიდებულება მომეწონა.

ჩემი მიზანია, გუნდს გამოვადგე და მიზნების მიღწევაში დავეხმარო. ასე რომ, ამ ნაბიჯს სულაც არ ვნანობ", - ამბობს ცხადაძე.

ოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მამაჩემი რომ მინისტრი იყოს, აუცილებელია, მეც იმ სამინისტროში ვიმუშაო?
0

სიახლეები პოპულარული