12:10 22-02-2016
ლოკომოტივი-ჩიხურა 2:2 - როცა ჯარიმა იგივე გოლია [VIDEO]
AutoSharing Option
საბოლოოდ, "ლოკომოტივმა" და "ჩიხურამ" ქულები გაიყვეს. შეხვედრის საბოლოო შედეგს "უსამართლოს" ვერავინ უწოდებს...
დასაწყისი, თითქოს, უხვგოლიან შეხვედრას არ მოასწავებდა. გაუსაძლის სუსხში ფეხბურთელებს თავიდან გაუჭირდათ. პირველი სახიფათო მომენტი "ლოკომოტივმა" შექმნა. რატი არდაზიშვილმა, ვინც გიორგი განუგრავასთან ერთად საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში, შესანიშნავი სოლო განახორციელა და ხელსაყრელ სიტუაციაში დატოვა ერეკლე სულთანიშვილი - დარტყმას სიზუსტე არ ეყო.
იქვე, "ჩიხურას" შეექმნა შანსი. ბესიკ დეკანოიძემ დენის დობროვოლსკის დაუგორა ბურთი, თუმცა "ჩიხურას" გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველის მიერ დარტყმული კარს ასცდა. იქვე ვიხილეთ დენისის კიდევ ერთი მცდელობა - ისევ არაზუსტად.
26-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. თორნიკე კირკიტაძე ადგილზე დახვდა პარტნიორის მიერ მისთვის სტანდარტული მდგომარეობიდან გაკეთებულ პასს და სტუმრები დაწინაურდნენ. ჟერარდ სარაგოსა მულეტისა და მისი ახალგაზრდული გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი მოვლენათა ასეთმა განვითარებამ არ გატეხა.
38-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. ამჯერად, "ლოკომოტივმა" შეასრულა კარგად "სტანდარტი". ამას დაემატა საჩხერელთა კიპერის, დავით კუპატაძის არცთუ დამაჯერებელი თამაში და მამია გავაშელიშვილმა, ვინძლო, კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ადვილი გოლი გაიტანა - ცარიელ კარში შეაგორა ბურთი.
მეორე ტაიმის პირველ წუთებზე "ლოკომოტივის" კართან ძალიან "დაცხა". საჩხერელთა სტანდარტის შემდეგ ლაშა კუჭუხიძე ცდილობდა გატანას, თუმცა რევაზ თევდორაძემ კარგად ითამაშა და საკუთარ გუნდს საფრთხე აარიდა.
იქვე "ჩიხურამ" კიდევ ერი შანსი ვერ გამოიყენა. "სტანდარტის" შემდეგ გატანას გუნდში დაბრუნებული გიორგი რეხვიაშვილი ცდილობდა, თუმცა ბურთმა კარში შესვლა "არ ინება" - ჯერ მცველს მოხვდა, მერე კი თევდორაძის ნადავლი შეიქნა.
50-ე წუთზე უკვე "ლოკომოტივს" ჰქონდა გატანის შანსი. შეტევაში ჩართულმა გიორგი გეთიაშვილმა მძლავრად დასცხო, მაგრამ ამჯერად ფორტუნა საჩხერელთა მხარეს აღმოჩნდა.
ეს იყო და, გუნდები "დადგნენ". ვიფიქრეთ, თამაშის ბოლომდე საინტერესო აღარაფერი მოხდებაო, თუმცა... მაგრად შევცდით - საჩხერელთა მორიგი ჯარიმა, თბილისელ მცველებს ლაშა ჩიკვაიძე გაეპარათ და - 1:2.
რა თქმა უნდა, "ლოკომოტივი" არ შეურიგდა მოვლენათა ასეთ განვითარებას. სარაგოსამ მაგრად "დაქოქა" გუნდი და მასპინძელმა ბოლოსწინა წუთზე გაათანაბრა კიდეც. მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ ბურთი გიორგი კიკნაძე-უმცროსს მიუვიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველის, გიორგი კიკნაძის ვაჟმა აუღელვებლად გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVI ტური
19.02. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-ჩიხურა 2:2
გოლები: 0:1 კირკიტაძე (26), 1:1 გავაშელიშვილი (38), 1:2 ჩიკვაიძე (79), 2:2 კიკნაძე (89)
ლოკომოტივი: თევდორაძე, ჩიტეიშვილი, ჭანტურია (61. სამურკასოვი), გეთიაშვილი, გავაშელიშვილი (74. კიკნაძე), სულთანიშვილი, ქიქავა, მზევაშვილი (41. ცხადაძე), ბენაშვილი, არდაზიშვილი, მახარაძე.
სათადარიგოები: კუპატაძე, ქანთარია, უბილავა, გაბაძე
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
ჩიხურა: კუპატაძე, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, განუგრავა, დობროვოლსკი, დეკანოიძე, კორიფაძე, ჭეჭელაშვილი (46. კუჭუხიძე), სარდალიშვილი, კირკიტაძე (46. ენუქიძე/72.ჭანკოტაძე).
სათადარიგოები: კაკალაძე, მუმლაძე, კაკაშვილი, მეგრელიშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: ჭანტურია (12), ბენაშვილი (47), განუგრავა (64), ქიქავა (67), ჩიტეიშვილი (73), ჭანკოტაძე (81)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.
ბომბარდირები:
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10
XVII ტური
23 თებერვალი, სამშაბათი
გურია-შუქურა
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
ტორპედო-ზუგდიდი
დინამო (ბთ)-დილა
სამტრედია-საპოვნელა
სიონი-კოლხეთი
ცხინვალი-მერანი
ჩიხურა-საბურთალო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული