"დინამო" დღეს ამხანაგურად თბილისის "ლოკომოტივს" გაეჯიბრა და გამანადგურებელი ანგარიშით სძლია - 6:0. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გოლი სწორედ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა გაიტანა.
გუირე 2009 წელს "ტვენტეს" 19-წლამდელთა გუნდის ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც უკვე 2012 წელს ამავე გუნდის 21-წლამდელებში გადავიდა. "ტვენტეს" მთავარ გუნდში მოხვედრა ჰოლანდიელმა ვერ შეძლო და ჰოლანდიურ "ჰერაკლესში" გადაბარგდა.
ერთი სეზონის შემდეგ, 2014 წელს, გუირე "დენ ჰააგმა" შეიძინა, თუმცა ამ უკანასკნელმა, საბოლოოდ, ფეხბურთელი იჯარით "ექსელსიორში" გაუშვა, საიდანაც დაბრუნებული გუირე 2015 წელს