შეგახსენებთ, რომ დინამოელი ჯაბა ჯიღაურის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი, უკვე ბაჩანა არაბულის დარტყმულს, ანრი ჭიჭინაძე გადაეღობა. გიორგი ვადაჭკორიამ პენალტი დანიშნა. მისი აზრით, მცველმა ხელით ითამაშა.
იყო თუ არა დასანიშნი პენალტი დინამო-ტორპედოს მატჩის ბოლო წუთზე? [VIDEO]
დინამო (თბ)-ტორპედო 2:1 - ბოლო წამის დრამა [VIDEO]
ქუთაისელებმა არბიტრის გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნიეს. მათი აზრით, "ტორპედო" ქულას
"მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ პენალტის დანიშვნისას მსაჯი შეცდა. ვადაჭკორია იქვე ახლოს იყო, ყველაფერს უყურებდა და შეეძლო, თამაში გაეგრძელებინა.
თავიდან ასეც მოიქცა, მაგრამ მერე მეოთხე მსაჯს დაუჯერა და პენალტი დანიშნა. სამწუხაროა, რომ ამ შეცდომის გამო ქულა დავკარგეთ, რომელსაც თამაშიდან გამომდინარე ვიმსახურებდით", - ამბობს "ლელოსთან" ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი სუხიაშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"