საპოვნელა-ზუგდიდი 2:2 - "თქვენც იცით, ვის აწყობს, რომ "საპოვნელა" გავარდეს!" [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ ზესტაფონში ვნებები დუღდა. მასპინძლის სტატუსით მოთამაშე "საპოვნელა" "ზუგდიდს" დაუზავდა - 2:2. სკანდალური მატჩის დასრულების შემდეგ, თვითმხილველთა თქმით, ადგილი ჰქონდა მსაჯებზე ფიზიკურ კონტაქტს. რა მოხდა "დავით აბაშიძეზე", ამის გარკვევას "ლელო" შეეცადა.

სიტუაცია დაძაბა 67-ე წუთზე მომხდარმა ეპიზოდმა. ჯერ იყო და, თერჯოლელთა აზრით, გიორგი ყრუაშვილის მეთაურობით მოქმედმა მსაჯთა ბრიგადამ ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნა სტუმართა კარში. თვითმხილველთა თქმით, ეს ეპიზოდი წესების დარღვევას ძალიან ჰგავდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვათა შორის, საკამათო ეპიზოდამდე, როგორც გვითხრეს, "საპოვნელამ" გოლიც გაიტანა, რომელიც არ ჩაითვალა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ისევ მთავარზე.
თერჯოლელთა ამ შეტევას ზუგდიდელთა კონტრიერიში მოჰყვა, რაც უკვე იმერელთა კარში დანიშნული პენალტით დასრულდა.

თამაში მშვიდობიანად კი ჩამთავრდა, მაგრამ მთავარი მოვლენები შეხვედრის დასრულების შემდეგ განვითარდა. მსაჯებს მინდვრის დატოვება გაუჭირდათ. ამ დროს მოხდა ფიზიკური კონტაქტიც.

ჩვენი ინფორმაციით, საკამათო ეპიზოდში არბიტრი ყრუაშვილი პენალტის დანიშვნას აპირებდა, თუმცა ამის გაკეთება მას კარს უკან გამწესებულმა ერთ-ერთმა მსაჯმა არ ურჩია. შეხვედრის პრინციპულობიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის გადაწყვეტილებით, თამაშს ხუთი არბიტრი სჯიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ "ლელო" კომენტარისთვის "საპოვნელას" დირექტორს, მირიან გეწაძეს დაუკავშირდა:

"რა უნდა გითხრათ, ყველაფერი ისედაც ცხადია. უნდათ, რომ "საპოვნელა" გააგდონ, არ უნდათ სოფლის გუნდი. ყველაფერი კეთდება ამისთვის. პატიოსნად ვთამაშობთ და ვიბრძვით, მაგრამ ამით არაფერი გამოდის.

ვინ არის ეს ხალხი? მე კონკრეტულად ვერ დავასახელებ - ალბათ, ზემოთ ვინც არის. რომ გენახათ, რა მოხდა... ჩვენ 2:1-ს ვიგებდით. ჩვენი შეტევა იყო და არ დაგვინიშნეს ასპროცენტიანი პენალტი. წამოიღეს ბურთი და უკვე ჩვენს კარში დაიდო საეჭვო 11-მეტრიანი.

კარგი, ჩვენ გავვარდებით, მაგრამ ამით ქართულ ფეხბურთს ეშველება? ან რად უნდა 5 და 6 მსაჯი, თუ მაინც ისე მსაჯობენ, როგორც უნდათ?!

გავასაჩივრებთ ამას. მაგრამ აზრი? დაასვენებენ მაქსიმუმ ერთ თვეს მსაჯს, მეტი არაფერი. რაც მსაჯმა გაგვიკეთა "დინამოსთან", ყველას ახსოვს. რა გაგრძელებაც იყო, თქვენც იცით", - გვითხრა გეწაძემ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
17.04. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
საპოვნელა-ზუგდიდი 2:2
გოლები: 0:1 წურწუმია (34), 1:1 ბუხაიძე (44), 2:1 ბუხაიძე (45), 2:2 წურწუმია (67)
საპოვნელა: სომხიშვილი, ოდიკაძე, ჩიკვილაძე, ენდელაძე, ნარიმანიძე, ბოლქვაძე, შარიქაძე (39. ბანძელაძე), ქათამაძე, გულუა (64. ბიბილეიშვილი), მაკარიძე (78. მიქაბერიძე), ბუხაიძე.
სათადარიგოები: გიორგაძე, დვალი, ჭელიძე, ვაჭარაძე
მწვრთნელი: მამუკა ხუნდაძე
ზუგდიდი: ზარქუა, გაგოშიძე, ჯავაშვილი, ჩუკვურაჰი, ქანთარია, ტყემალაძე, წურწუმია (88. ჩანადირი), სიხარულია, გ. სამუშია, ლაშხია (63. ქობალია), კოვალენკო (63. შეველი).
სათადარიგოები: ჯომიდავა, მალანია, ჩებოტარიოვი, თუთბერიძე
მწვრთნელი: იური ბაკალოვი
გაფრთხილება: სიხარულია (28), ლაშხია (30), ტყემალაძე (36)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 19
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13

XXVI ტური
23 აპრილი, შაბათი
დილა-საპოვნელა
დინამო (ბთ)-შუქურა
ზუგდიდი-ლოკომოტივი
მერანი-საბურთალო
ცხინვალი-გურია

24 აპრილი, კვირა
კოლხეთი-დინამო (თბ)
ჩიხურა-სამტრედია
ტორპედო-სიონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ეგ რისი გამხელია? უკვე ბოდიში მოუხდია :-D ახლა დაბნეულია იმიტომ, რომ სადისციპლინო კომიტეტმა გაამტყუნა, თან მაგრად. ბაქი-ბუქას ესე ემართება.
VENDETTA
21 აპრილი 2016 14:43
0
მე არ ვიცი ვის აწყობს და კაცურად თუ იცი გაგვხილე
საბა
21 აპრილი 2016 00:40
0
პირველი გოლი თამაშგარედან რო გაიტანეთ მაშინ მსაჯი არ გძირავდათ?!
იცით რო ვარდებით, საკუთარ თავზე არავინ იღებს პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა მერე დაბალ ღობეს აბრალებთ. გეხვეწებით, იყავით სუბიექტურები! მაგ ბინძურ ფულს მსაჯები თუ იღებენ, მწვრთნელები და ფეხბურთელები არ იღებენ ხომ?!
VENDETTA
19 აპრილი 2016 13:01
0
ესაა ქართული ფეხბურთი და რეალობა,გინდა მსაჯს დააბრალე გინდა ფედერაციას ასეთი ქმედებებით კიდევ დიდხანს იქნება ქართული ფეხბურთი სამარცხვინოდ ბოლოში
დათო
19 აპრილი 2016 12:13
0
ვაი ზუგდიდის ფეხბურთს უი მის ხელმძღვანელობას.გასაყრელია დიდიან პატარიანად.
თენგო
19 აპრილი 2016 00:20
0
ამ ბოლო პერიოდში იმერლების წინააღმდეგ მსაჯებს ხშირად ეშლებათ ! ))
დინო
18 აპრილი 2016 22:41
0
გეთამაშებინათ აქამდე ეგ ბუხაიძე , ეხლა ესეთ დგეში არ იქნებოდით
zestafani
18 აპრილი 2016 18:53
0
მესმის, რომ ზედაპირულად რაღაცეების თქმა ადვილია და ენას ძვალი არა აქვს, მსაჯიც ადამიანია და ეშლება და რეალურად რა ხდება გუნდები ,,უწვებიან" და ,,აწვებიან" ერთმანეთს და სხვა 1000 უბედურება, მაგრამ ყველას რომ რატომღაც შენს საწინააღმდეგოდ ეშლება და ყველა რომ შენ საწინააღმდეგოთ ,,წვება" ეს ტენდენცია უკვე (კანონზომიერებაში გადასული) და დიდი ხანია ცდება შემთხვევითობის ზღვარს... ღმერთმა ყველას შეუნდოს და აპატიოს
Irakli apkhaidze
18 აპრილი 2016 18:31
0
რამდენიმე წლის წინანდელი ძალიან ისტორია მახსენდება ასეთი სტატიების შემდეგ - ზუგდიდელთა ერთ-ერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშის მერე გამოვიდა და მსაჯს გადააბრალა ყველაფერი (ჟურნალისტებსაც მეტი რა უნდოდათ და მიმოხილვაში ყველგან ეს მატჩისშემდგომი ინტერვიუ იყო წინა პლანზე წამოწეული). ცოტა ხნის შემდეგ გამოძებით დადგინდა, რომ იმ თამაშზე ფეხბურთელებს თავად ჰქონდათ თანხა აღებული (თუ სწორად მახსოვს ტრამვა-პირველ ტაიმში შეცვლა, თუ რაღაც მსგავსი სისულელეების თემა იყო)... დღეისთვის ყველა გუნდი დამიწექი-დაგიწვების პრინციპით თამაშობს და მსაჯებს არავინ არაფერს უხდის, უბრალოდ გუნდები ცდილობენ თავიანთი ჩასვრილი შეახოცონ, რომ თვითონ მშრალად გამოძვრნენ. გასაგებია, რომ მსაჯს შეიძლება შეცდომა მოუვიდეს, მაგრამ როგორ შეიძება ერთი მსაჯი 16-ვე გუუნდის მიერ იყოს გამაზული, ცოტა მაინც დაფიქრდით ხოლმე რა... პირველ რიგში გუნდის მენეჯერებს, ადმინისტრაციას და პალაჟენიის წამყვან ფეხბურთელებს მოსთხოვეთ პასუხი და მერე მიადექით ყველაზე დაბალ ღობეს - მსაჯებს...
მდაჰ...
18 აპრილი 2016 17:45
0
ნაღდია, ზვიად სიჭინავა და ფედერაცია უნდა გამოყაროთ იქედან, ვაიი, ვაიიი, აზრრზე არაა ხალხი რას ამბობს
uefa
18 აპრილი 2016 16:45
0

სიახლეები პოპულარული