სიტუაცია დაძაბა 67-ე წუთზე მომხდარმა ეპიზოდმა. ჯერ იყო და, თერჯოლელთა აზრით, გიორგი ყრუაშვილის მეთაურობით მოქმედმა მსაჯთა ბრიგადამ ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნა სტუმართა კარში. თვითმხილველთა თქმით, ეს ეპიზოდი წესების დარღვევას ძალიან ჰგავდა.
სხვათა შორის, საკამათო ეპიზოდამდე, როგორც გვითხრეს, "საპოვნელამ" გოლიც გაიტანა, რომელიც არ ჩაითვალა...
ისევ მთავარზე.
თამაში მშვიდობიანად კი ჩამთავრდა, მაგრამ მთავარი მოვლენები შეხვედრის დასრულების შემდეგ განვითარდა. მსაჯებს მინდვრის დატოვება გაუჭირდათ. ამ დროს მოხდა ფიზიკური კონტაქტიც.
ჩვენი ინფორმაციით, საკამათო ეპიზოდში არბიტრი ყრუაშვილი პენალტის დანიშვნას აპირებდა, თუმცა ამის გაკეთება მას კარს უკან გამწესებულმა ერთ-ერთმა მსაჯმა არ ურჩია. შეხვედრის პრინციპულობიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის გადაწყვეტილებით, თამაშს ხუთი არბიტრი სჯიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ "ლელო" კომენტარისთვის "საპოვნელას" დირექტორს, მირიან გეწაძეს დაუკავშირდა:
"რა უნდა გითხრათ, ყველაფერი ისედაც ცხადია. უნდათ, რომ "საპოვნელა" გააგდონ, არ უნდათ სოფლის გუნდი. ყველაფერი კეთდება ამისთვის. პატიოსნად ვთამაშობთ და ვიბრძვით, მაგრამ ამით არაფერი გამოდის.
ვინ არის ეს ხალხი? მე კონკრეტულად ვერ დავასახელებ - ალბათ, ზემოთ ვინც არის. რომ გენახათ, რა მოხდა... ჩვენ 2:1-ს ვიგებდით. ჩვენი შეტევა იყო და არ დაგვინიშნეს ასპროცენტიანი პენალტი. წამოიღეს ბურთი და უკვე ჩვენს კარში დაიდო საეჭვო 11-მეტრიანი.
კარგი, ჩვენ გავვარდებით, მაგრამ ამით ქართულ ფეხბურთს ეშველება? ან რად უნდა 5 და 6 მსაჯი, თუ მაინც ისე მსაჯობენ, როგორც უნდათ?!
გავასაჩივრებთ ამას. მაგრამ აზრი? დაასვენებენ მაქსიმუმ ერთ თვეს მსაჯს, მეტი არაფერი. რაც მსაჯმა გაგვიკეთა "დინამოსთან", ყველას ახსოვს. რა გაგრძელებაც იყო, თქვენც იცით", - გვითხრა გეწაძემ.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
17.04. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
საპოვნელა-ზუგდიდი 2:2
გოლები: 0:1 წურწუმია (34), 1:1 ბუხაიძე (44), 2:1 ბუხაიძე (45), 2:2 წურწუმია (67)
საპოვნელა: სომხიშვილი, ოდიკაძე, ჩიკვილაძე, ენდელაძე, ნარიმანიძე, ბოლქვაძე, შარიქაძე (39. ბანძელაძე), ქათამაძე, გულუა (64. ბიბილეიშვილი), მაკარიძე (78. მიქაბერიძე), ბუხაიძე.
სათადარიგოები: გიორგაძე, დვალი, ჭელიძე, ვაჭარაძე
მწვრთნელი: მამუკა ხუნდაძე
ზუგდიდი: ზარქუა, გაგოშიძე, ჯავაშვილი, ჩუკვურაჰი, ქანთარია, ტყემალაძე, წურწუმია (88. ჩანადირი), სიხარულია, გ. სამუშია, ლაშხია (63. ქობალია), კოვალენკო (63. შეველი).
სათადარიგოები: ჯომიდავა, მალანია, ჩებოტარიოვი, თუთბერიძე
მწვრთნელი: იური ბაკალოვი
გაფრთხილება: სიხარულია (28), ლაშხია (30), ტყემალაძე (36)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი
ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 19
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13
XXVI ტური
23 აპრილი, შაბათი
დილა-საპოვნელა
დინამო (ბთ)-შუქურა
ზუგდიდი-ლოკომოტივი
მერანი-საბურთალო
ცხინვალი-გურია
24 აპრილი, კვირა
კოლხეთი-დინამო (თბ)
ჩიხურა-სამტრედია
ტორპედო-სიონი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იცით რო ვარდებით, საკუთარ თავზე არავინ იღებს პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა მერე დაბალ ღობეს აბრალებთ. გეხვეწებით, იყავით სუბიექტურები! მაგ ბინძურ ფულს მსაჯები თუ იღებენ, მწვრთნელები და ფეხბურთელები არ იღებენ ხომ?!