ადრე ვივარაუდეთ, რომ თუ "დილაში" ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლებოდა, გუნდს რამდენიმე ლიდერი დატოვებდა. როგორც ჩანს, ეს პროცესი უკვე დაიწყო. ჩვენი ინფორმაციით, "დილა" უკვე დატოვა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ნახევარმცველმა გუგა ფალავანდიშვილმა.
ბოლო დროს ამ 22 წლის საყრდენის გარეშე გორული გუნდის წარმოდგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ფალავანდიშვილი "გაგრას" საფეხბურთო სკოლის
როგორც "დილას" მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა გვითხრა, ფალავანდიშვილი კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს.
დღეს, 17 ივნისს უნდა გაირკვეს საბოლოოდ, დაეხმარება თუ არა "დილას" ევროთასებზე ორი გამოცდილი ფეხბურთელი - ფორვარდი ოთარ მარცვალაძე და მცველი დავით კვირკველია.
გადაწყვეტილია, რომ ისინი გუნდს ტოვებენ, ოღონდ უნდა დაზუსტდეს - ევროთასების შემდეგ მოხდება ეს თუ მანამდე. კვირკველიას ბათუმის "დინამო" ელის, მარცვალაძე კი, ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი უცხოური კლუბის ვარიანტს განიხილავს.
ამ დროისთვის კვლავ აქტუალურია გორულ კლუბში ებრაელი ბიზნესმენების მისვლის თემა, მაგრამ ფაქტია - სანამ ეს მოხდება, ფეხბურთელების შენარჩუნება ძალიან ჭირს. დღევანდელობა თავისას მოითხოვს და ვერავის დაავალდებულებ, მიზერულ ხელფასზე ითამაშოს.
და ერთიც - თუ ინვესტორი არ გამოჩნდა, თავისუფლად შეგვიძლია "დილა" ეროვნული ჩემპიონატის აუტსაიდერთა რიგებს მივაკუთვნოთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მიყევით ეხლა უკან კლუბის ხელმძღვანელობავ.
გუბერნატორო შენ კიდევ აწესე "კონტროლის მექანიზმები" და იყავი
ახლა საჭიროა ახლებური მუშაობა, კეთილი ინებონ და ხელი გაანძრიონ. მთავრობა აძლევს ყველას ერთნაირად.