გუგა ფალავანდიშვილი წავიდა - გორის "დილა" ფეხბურთელებისგან იცლება

AutoSharing Option
დღეს ზუსტად გვეცოდინება იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ევროპალიგაზე გორის "დილას" ღირსებას დაიცავენ. "დილა" ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილთა შორისაა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გორული კლუბი ბევრი გუნდისთვის სასურველი მეტოქე იქნება...

ადრე ვივარაუდეთ, რომ თუ "დილაში" ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლებოდა, გუნდს რამდენიმე ლიდერი დატოვებდა. როგორც ჩანს, ეს პროცესი უკვე დაიწყო. ჩვენი ინფორმაციით, "დილა" უკვე დატოვა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ნახევარმცველმა გუგა ფალავანდიშვილმა.

ბოლო დროს ამ 22 წლის საყრდენის გარეშე გორული გუნდის წარმოდგენა, პრაქტიკულად,  შეუძლებელი იყო. ფალავანდიშვილი "გაგრას" საფეხბურთო სკოლის
აღზრდილია. ამ გუნდის გარდა, მას თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაშიც უთამაშია. კახა ცხადაძის დროს დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრებშიც.

როგორც "დილას" მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა გვითხრა, ფალავანდიშვილი კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს.

დღეს, 17 ივნისს უნდა გაირკვეს საბოლოოდ, დაეხმარება თუ არა "დილას" ევროთასებზე ორი გამოცდილი ფეხბურთელი - ფორვარდი ოთარ მარცვალაძე და მცველი დავით კვირკველია.

გადაწყვეტილია, რომ ისინი გუნდს ტოვებენ, ოღონდ უნდა დაზუსტდეს - ევროთასების შემდეგ მოხდება ეს თუ მანამდე. კვირკველიას ბათუმის "დინამო" ელის, მარცვალაძე კი, ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი უცხოური კლუბის ვარიანტს განიხილავს.

ამ დროისთვის კვლავ აქტუალურია გორულ კლუბში ებრაელი ბიზნესმენების მისვლის თემა, მაგრამ ფაქტია - სანამ ეს მოხდება, ფეხბურთელების შენარჩუნება ძალიან ჭირს. დღევანდელობა თავისას მოითხოვს და ვერავის დაავალდებულებ, მიზერულ ხელფასზე ითამაშოს.

და ერთიც - თუ ინვესტორი არ გამოჩნდა, თავისუფლად შეგვიძლია "დილა" ეროვნული ჩემპიონატის აუტსაიდერთა რიგებს მივაკუთვნოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
როგორც ჩანს დასრულდქ ზღაპარი, მშვიდობით გორულო ფეხბურთო.
მიყევით ეხლა უკან კლუბის ხელმძღვანელობავ.
გუბერნატორო შენ კიდევ აწესე "კონტროლის მექანიზმები" და იყავი
აპოკალიპტო
17 ივნისი 2016 15:44
0
ძლიერი სპონსორი დანამდვილებით სადაც მივიდა ტორპედო ქუთაისია და ეს არც უნდა იყოს სხვა გუნდების გულშემატკივართათვის გასაკვირი ან კიდევ საწყენი. რატომ არ მივიდნენ იმ გუნდებში რომლებიც წელს ევროსარბიელზე ითამაშებენ ხო უფრო მეტად საინტერესო და მისაღები იქნებოდა მათთვის, მაგრამ ყველამ ვიცით რო ტორპედო არის საქართველოში თავისი ისტორიით და ტიტულებით მეორე ხოლო გულშემატკივრების მხარდაჭერის გათვალისწინებით პირველი გუნდი პასუხი მარტივია და ეს ასეც უნდა იყოს. მისსს სტადიონს ქვეყანაში მესამე ხოლო ბაზას მეორე ადგილი უკავია, აი მოკლედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით აირჩიეს სპონსორებმა ტორპედო. კუხინიძე წავიდა და არ ვიდაოთ უკეთესი ფალავანდიშვილი მოვიდა წონაში შესული კლიმიაშვილი წავიდა და ენდელაძე მოვიდა მირცხულავა წავიდა გრიგალაშვილი მოიყვანეს ანუ გუნდი ძლიერდება და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რო ასევე გადაწყვეტილი ამბავია მინიმუმ 2 ლეგიონერის ჩამოყვანა და კიდევ უფრო გაძლიერება გუნდის. მოვიდა ჩვენი დროც წინ ტორპედო და ისეთ ჩემპიონატს რა ვუთხარი როცა ჩემპიონობისთვის ტორპედო არ იბრძოლებს არ მინდა ვინმეს ვაწყენინო და სად ტორპედოსა და დინამოს შორის რომ წყდება ჩემპიონის ბედი( იმ ყველაფრის გათვალისწინებით რაც ამ ორი გუნდის შეხვედრებს თან ახლავს) და სად სიონსა და სამტრედიას შორის ანაც ჩიხურას და დილას შორის ხომ უფრო სხვა ელფერი და რეზონანსი აქვს ამ ყველაფერს . ყველაფერი თავის ადგილს იკავებს ტორპედო ღირსია ამისი ქუთაისელი გულშემატკივარი იმსახურებს ძლიერ გუნდს არამარტო ჩვენი ქვეყნის მასშტაბებით. Torpedo 1:0 DinamoTB Season(2001/2002) ესე ჩაწერეთ ზუსტად იუთუბში და რაც ამ კომენტარში დავწერე მაგ ვიდეოში უფრო უკეთ მიმიხვდებით.
immola
17 ივნისი 2016 15:04
0
ინვესტორებთან დაკავშირებით რა ხდება მოლაპარაკებები რა პროცესშია ადმინ დაწერეთ რამე
111
17 ივნისი 2016 14:58
0
მარცვალ არც შენ გაჩერდე. მაგრად ტეხავს შენი დონის ფეხბურთელი ამ შემადგენლობის დილასთან რომ გაჩერდე, თუ გიწვევენ წადი რომ ეგ შანსიც არ დაიკარგოს, და სხვებსაც ამას მოგიწოდებთ: კვირკველ, ღონღა, მორე, ძარო, მიშა, ასევე უჩა არ ღირს წვალება და ნერვების წყვეტა, დატოვეთ ტუღუშა, ხორგუაშვილი, ჯირკველიშვილი და აგორაონ მაგხელა სტადიონზე ბურთი
Tgu
17 ივნისი 2016 14:27
0
ფეხბურთელები კიარ უნდა წავიდნენ, პირველ რიგში ტუღუშა, ხორგუაშვილი, მერე გადავიდეთ და ჯირკველიშვილი და ძმანი მისნი, უნდა გრცხვენოდეთ საერთოდ და სტადიონის სიახლოვეს 100 მეტრის რადიუსში აკრძალული უნდა გქონდეთ მიახლოება
Hfgh
17 ივნისი 2016 14:22
0
მწამს რომ ტორპედო მოულოდნელ სატრანსფერო სუპრიზებს ამზადებს.
ანატოლი
17 ივნისი 2016 13:33
0
დასასჯელია მთლიანად გუნდის მენეჯმენტ-ადმინისტრაცია!! როგორ შეიძლება გუნდი ევროპაზე გავიდეს და დაიშალოს, ეს ხომ იმის გარანტიაა რომ გორი საქარტველოს ევროპის რეიტინგსჰი ქულებს დააკარგვინებს და შეარცხვენს!!! როდის დადგება კონკრეტული პიროვნებების პასუხისმგებლობის საკითხი!!!! ამოვიდა ყელში !!!!!!!!!!!!!!!!
hm
17 ივნისი 2016 13:32
0
შარშან შევატყვე რო გორი დაიშლებოდა იმიტო რო ძვირად ღირებული ფეხბურთელები იყიდეს შარშან ლიგის შესარჩევში რო გავიდნენ დიდი ფულები დახარჯეს ფეხბურთელებში ფა კაი ხელფასები ქონდათ რასც გიუჯეტი ვერ გაქაჩავდა და მაშინაც ვთქვი რო ეს კლუბი გაკოტრდებოდა და ასეც მოხდა. რისი საშვალებაც გაქ იმ დონის ფეხბურთელები უნდა მოიყვანო
სამტრე
17 ივნისი 2016 13:19
0
ეტყობა ტორპედო დზლიერდება მართლა ტედო გრიგალაშვილზეც საუბარიაო
giga
17 ივნისი 2016 13:15
0
რა მთავრობა არა იხვის ტოლმა. ყოველწელიწადს ერთი და იგივე ლაპარაკი გორის დილაზე. მერე გადაურიცხავდნენ ფულს და მომავალ წელს იგივე იყო.
ახლა საჭიროა ახლებური მუშაობა, კეთილი ინებონ და ხელი გაანძრიონ. მთავრობა აძლევს ყველას ერთნაირად.
tgus
17 ივნისი 2016 12:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული