შეგახსენებთ, რომ ფოთის "კოლხეთის" მიერ აღზრდილი ნახევარმცველი გულშემატკივრებმა გორის "დილაში" ევროპის ლიგაზე თამაშით გაიცნეს. 24 წლის ფეხბურთელი მაშინ ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატიც გახლდათ და რუსეთის პრემიერლიგელ ეკატერინბურგის "ურალშიც" ჩაირიცხა...
მაგრამ ამ კლუბმა გვალიას რუსეთში სამუშაო ვიზა ვერ გაუკეთა, რის გამოც მთელი სეზონი გაუცდა და წინსვლის ნაცვლად, რეგრესი დაეწყო. "ურალთან" კონტრაქტის დასრულების შემდეგ გვალია "ზესტაფონში", გორის "დილასა" და ბოლნისის "სიონში" ირიცხებოდა, მაგრამ ძველებურად ვეღარ თამაშობდა...
იმერულ გუნდს მოედნის ცენტრში ბურთის კარგი გამანაწილებელი სჭირდება. საჩხერეში მიიჩნევენ, რომ ევროპალიგაზე კიშინიოვის "ზიმბრუსთან" მარცხი დიდწილად სწორედ ასეთი ფეხბურთელის არყოლამ გამოიწვია. იმ თამაშში გიორგი განუგრავა დისკვალიფიცირებული იყო, მისი შემცვლელი კი ვერ მოინახა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"