დასავლეთ ზონაში მოხვდნენ ბათუმის "დინამო", ქობულეთის "შუქურა", ფოთის "კოლხეთი 1913", ლანჩხუთის "გურია", "ზუგდიდი", "სამტრედია", ქუთაისის "ტორპედო" და თერჯოლის "საპოვნელა". აღმოსავლეთში ითამაშებენ თბილისის "დინამო", "საბურთალო", საჩხერის "ჩიხურა", "რუსთავი", ბოლნისის "სიონი", "ცხინვალი", გორის "დილა" და თბილისის "ლოკომოტივი".
15 და 17-წლამდელთა ჩემპიონატებში კი მონაწილეები
U15-სა და U17-ში ლიგები ასე დაკომპლექტდა:
U15 ლიგა
დასავლეთი
ბათუმის "დინამო", ქობულეთის "შუქურა", ფოთის "კოლხეთი 1913", ლანჩხუთის "გურია", "ზუგდიდი", მარტვილის "მერანი", სფფ-ის აკადემია (ზუგდიდი).
ცენტრალური
ქუთაისის "ტორპედო", "სამტრედია", "ჩიხურა", "დილა", "ავაზა", "ლოკომოტივი", სფფ-აკადემია (თბილისი).
აღმოსავლეთი
თბილისის "დინამო", "საბურთალო", "სიონი", "ვიტ ჯორჯია", 35-ე სკოლა, "ცხინვალი", ლაგოდეხის "ჰერეთი".
U17 ლიგა
დასავლეთი
"დინამო (ბთ)", ქობულეთის "შუქურა", ფოთის "კოლხეთი 1913", ლანჩხუთის "გურია", "ზუგდიდი", მარტვილის "მერანი", სფფ-ის აკადემია (ზუგდიდი).
ცენტრალური
ქუთაისის "ტორპედო", "სამტრედია", "ჩიხურა", "დილა", "ავაზა", "ლოკომოტივი", "ზესტაფონი", სფფ-ის აკადემია (თბ).
აღმოსავლეთი
თბილისის "დინამო", "საბურთალო", "სიონი", "ვიტ ჯორჯია", 35-ე სკოლა, "ცხინვალი", ლაგოდეხის "ჰერეთი".
აქ ერთი საინტერესო დეტალია: 17-წლამდელთა ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ითამაშებს. დიახ, არ ცდებით - წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ილია კოკაიას დაფინანსებული კლუბი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა. მართალია, ჯერ საქმეში იმერელთა 17-წლამდელების გუნდი ჩაერთო, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა და ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა.
კულუარულად გვითხრეს, რომ ფეხბურთის ფედერაციასა და კლუბს შორის მოლაპარაკება დაწყებულია, რათა "ზესტაფონი" დიდ ფეხბურთში დაბრუნდეს. კონკრეტული გადაწყვეტილება კი მათ შორის შეთანხმებისა და კეთილი ნების საფუძველზე მოხდა.
როგორც ცნობილია, შარშან, აპრილში, "ზესტაფონი" უმაღლესი ლიგიდან სფფ-ის წინა ფორმაციის სადისციპლინო კომიტეტისა და შემდეგ აღმასკომის წევრთა გადაწყვეტილებების საფუძველზე მოკვეთეს.
მას შემდეგ კლუბი და მისი გულშემატკივრები სამართლიანობის აღდგენას ელიან. სფფ-ის ახალი ხელმძღვანელობაც კლუბის ჩემპიონატში დაბრუნებას იმედოვნებდა, მაგრამ ბარიერს იურიდიული საკითხები ქმნიდა. მაგრამ "ზესტაფონის" 17-წლამდელთა გუნდის საქართველოს ჩემპიონატში ჩართვა გვაიმედებს, რომ სფფ და კლუბი შეთანხმდებიან, შესაბამისად, "ზესტაფონი" ჩვენს ფეხბურთში კუთვნილ ადგილს დაიბრუნებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"