ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

AutoSharing Option
ფოტო: fczestafoni.ge

კვირას, 16 აგვისტოს, სტარტს აიღებს საქართველოს მე-4 ლიგა ფეხბურთში, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი - წითელ და თეთრ ჯგუფებად, თეთრი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი კი "ზესტაფონი" იქნება.

იმერლებმა ახალი სეზონის წინ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაიმატეს, მათ შორის, გუნდის საუკეთესო პერიოდის ერთ-ერთი სიმბოლო - ჯაბა დვალი. ჯაბას გარდა, გუნდში რამდენიმე ისეთი ახალგაზრდა მოთამაშე იქნება, რომლებიც ეროვნულ ლიგაში გამოდიოდნენ.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ღონღაძემ მე-4 ლიგისთვის შემდეგი 21 ფეხბურთელი შეარჩია:

მეკარეები: ალექსანდრე გიორგაძე, ბაჩო მიქავა;

მცველები: დავით ჩხიკვაძე, დავით მოსიძე, ბექა
ხუხუა, შოთა ვარდოსანიძე, ავთანდილ სირაძე, ვანო გულხადარაშვილი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი;

ნახევარმცველები: ნოდარ გაჩეჩილაძე, გიორგი ჭანკოტაძე, ლაშა ნანობაშვილი, გიორგი სამხარაძე, ნიკა ხარაიშვილი, ირაკლი ზარნაძე, კობა გოგობერიშვილი;

თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, ლაშა ოზბეთელაშვილი, ბექა ზაქრაძე, გიორგი ხარშილაძე, ბაჩო ბერაძე.

"მარგველები" პირველ შეხვედრას გასვლაზე ქედაში, ადგილობრივ "ბეთლემთან" 16 აგვისტოს გამართავენ.

მომზადებულია fczestafoni.ge-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 11 /
ზესტაფონი,ის გუნდი იყო,რომლის თამაშის ყურებაც,თვალს სიამოვნებდა.ძალიან მინდა,ეს ყველაფერი დაბრუნდეს.მნიშვნელოვანია ისიც,რომ ცდილობენ საკუთარი კადრებით იარონ წინ.რამდენიმე გამოცდილ ბიჭთან ერთად,ძალიან სწრაფად განვითარდებიან და თუ შემადგენლობა შეინარჩუნეს,მივიღებთ კიდევ ერთ ღირსეულ კლუბს,თავისი სტრატეგიით და სავარჯიშო ბაზით,ნორმალური დაფინანსებით და გულშემატკივარი პატრონით.უსამართლოდ დაჩაგრულის სტატუსი კი,სწრაფი წინსვლის სტიმულს,კიდევ უფრო გაზრდის.ვნახეთ საბურთალო,რომელმაც ერთი ამოსუნთქვით გადალახა რამდენიმე ლიგა და ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.ახლა იგივე გზას ვუსურვებ ზესტაფონსაც.
სოსო
16:18 14-08-2020
0
ძალიან დიდი დრო დაჭირდება უმაღლესში ამოსვლას.3-4 წელი მინიმუმ დაჭირდება და ამ გუნდზე ყურადღების გამახვილება ჯერჯერობით არ ღირს
ქომაგი
12:21 14-08-2020
9

სიახლეები პოპულარული