"ტორპედოს" პრეზიდენტი გუნდის გაძლიერებას ესპანელი და ფრანგი ლეგიონერებით აპირებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა ზაალ (ზაზა) ჩაჩავამ გაზეთ "ლელოს" ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, გუნდის ლეგიონერებით გაძლიერების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, სელექციის პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება იგეგმება. საუბარია ესპანელ და ფრანგ ფეხბურთელებზე...

"სელექცია დღემდე არ დაგვისრულებია. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და მანამდე ზოგ პოზიციაზე გაძლიერება უნდა მოვასწროთ. თავდასხმაში კვერნაძე და კაპანაძე გვყავს, მაგრამ კიდევ ერთის დამატება და კიდევ რამდენიმე პოზიციის გაძლიერებაც არ გვაწყენდა.

უახლოეს დღეებში ესპანეთიდან რამდენიმე მოთამაშე
უნდა ჩამოვიდეს. ორი მათგანი ლა ლიგაში წლეულს გადასული ვიტორიის "ალავესის" მოთამაშეა, ერთიც - ფრანგული კლუბიდანაა. მათზე ინფორმაციებს დეტალურად ვამოწმებთ, ტრანსფერი კი უნდა მოვასწროთ.

მაგრამ არ გვინდა, ამ სიჩქარეში შეცდომა დავუშვათ. ძლიერი ლეგიონერები გვჭირდება და არა ისეთი, ხალხმა რომ აგინოს. ქუთაისელ გულშემატკივარს შავი და თეთრი ერთმანეთში არ ერევა. სხვათა შორის, ვიტორია ქუთაისთან დაძმობილებული ბასკური ქალაქია", - განაცხადა ჩაჩავამ.

"ლელოში" გამოქვეყნებული ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან კარგია მივესალმები ამ გადაწყვეტილებას.. ჩვენ ვართ ტორპედო, ქუთაისის სიამაყე. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დიდ გამარჯვებას და ღირსეულად დავბრუნდებით ევროპაში, დინამოსავით არ ჩავისვრებით...
ქუთაისის ტორპედოზე შეყვარებული სამუდამოდ !!
26 აგვისტო 2016 18:40
0
გაზეთი ლელო წაიკითხეთ და იქ არის ვრცლი და ძალიან საინტერესო ინტერვიუ
giga
26 აგვისტო 2016 18:35
0
პირველი სამი "რეალის


























პირველი სამი "რეალის"ყოფილი ვარსკვლავები არიან, ხოლო დანარჩენები დღევანდელი ქართული ფეხბურთის "რეალობა". იმედია გამგები გაიგებს.





........
26 აგვისტო 2016 18:08
0
....... შეგიძლია ზუსტად თქვა რომელი ფეხბურთელები არიან ან სად თამაშობენ ?
გულშემატკივარი
26 აგვისტო 2016 17:45
0
........ shegidzlia tqva vinarian egfexburtelebi an romel gundshi tamashoben
gulshematkivari
26 აგვისტო 2016 17:41
0
რაული, იერო, ბუტრაგენიო, სალაყაო და მალყლიევასი ჩამოჰყავს თურმე და მერე ნახეთ "ტორპედო" რიხინ- რიხინით ჩემპიონთა ლიგაში
........
26 აგვისტო 2016 17:06
0
მართალი ხარ მალხაზ და რა ვერ შეიგნეს ამათმა. ა დან ჭ კლასში ვინ წამოვა.
კახა
26 აგვისტო 2016 16:27
0
ერთ და ორ წელში გუნდს ვერ ააშენებთ, დინამომაც ჩამოიყვანა ლეგიონერები მარა....
დააბრუნეთ უცხოეთში მოტამაშე ქართველი ფეხბურთელები
გიო
26 აგვისტო 2016 16:24
0
ტორპედოს სედეგი ტუ უნდა უმაქნისი მწვრნელი რომ ყავ ის უნდა გაუსვას.იმხელა ხელფას იხებს.ტანაც ტყულსი
gaga
26 აგვისტო 2016 16:08
0
იმდენი უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელია, მაგრამ უპატრონო, რომელიც თქვენ არ გინდათ, იმიტომაც ყვავის ქართული ფეხბურთი.
kato
26 აგვისტო 2016 16:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული