უმაღლესი ლიგა. IV ტური: "ტორპედო" ქუთაისში შერცხვა

AutoSharing Option
27 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ექვსივე შეხვედრა გაიმართა.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება დღის ბოლოს ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "ტორპედომ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

ოთხი ტურის შემდეგ თეთრ ჯგუფს 10 ქულით "ჩიხურა" ლიდერობს, მეორეზე კი თბილისის "დინამოა" 7 ქულით, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. წითელ ჯგუფში 10 ქულით ლიდერი ბათუმის "დინამოა", რომელსაც ქულით ჩამორჩება ფოთის "კოლხეთი".

უმაღლესი ლიგა. IV ტური
თეთრი ჯგუფი
ქუთაისი. რამაზ შენგელია
ტორპედო-ჩიხურა 0:3
გოლები: 0:1 საბა ლობჟანიძე (70), 0:2 ბესიკ დეკანოიძე (84),
0:3 საბა ლობჟანიძე (89).

ქობულეთი. ჩელე არენა
შუქურა-ცხინვალი 1:3
გოლები: 0:1 ჯაბა დვალი (17), 0:2 ბიძინა მახარობლიძე (38), 0:3 ჯაბა დვალი (58, პენ.) 1:3 ლევან კუტალია (69).
გაძევება: გიორგი ჩელებაძე (76, შუქურა).

თბილისი. მიხეილ მესხი
ლოკომოტივი-გურია 2:1
გოლები: 0:1 ადევანდრო და სილვა (10). 1:1 გეგა დიასამიძე (22), 2:1 ლუკა ზარანდია (69).
გაძევება: პატერსონ კაბორე (86, გურია).

წითელი ჯგუფი
ფოთი. პარკი არენა
კოლხეთი-საბურთალო 1:0
გოლი: 1:0 დავით ბოლქვაძე (76, პენ.).

გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-სიონი 2:1
გოლები: 1:0 თემურ ღონღაძე (1), 1:1 ირაკლი ძარია (12), 2:1 ალეკო გამცემლიძე (90).

ზედა ეწერი
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:2
გოლები: 0:1 თეიმურაზ შონია (56), 0:2 ნიკა კვანტალიანი (76).

 

მკითხველის კომენტარები / 12 /
ფალავანდიშვილი დაბრუნდი დილაში სანამ დროა.
ddd
29 აგვისტო 2016 09:03
0
ზუგდიდში ლეგიონერები რომ არის ჩამოყვანილი,ყველა ერთი მეორეზე უარესები თანაც რვა კაცი.და ეს ყველანი გოგოხიას მიერ მოყვანილმა ინვესტორებმა ჩამოიყვანეს.ასე რომ ზუგდიდი განწირულია გასვარდნად,რაც პირდაპირ გოგოხიას კისერზე იქნება.
ბადრი
28 აგვისტო 2016 13:41
0
ნუ იშლით ნერვებს თამაშები რომ აკეთოს მაგის გამო მოათრია მერიამ წლაპუნა ჟორჟიკაშვილი. ასე ითამაშებს და მერე გავა ევროასპარეზზე სადაც რას იზამენ თქვენ ჩემზე კარგად იცით
lelo
28 აგვისტო 2016 13:27
0
ზუგდიდი თუ გავარდა, რაშიც ეჭვიც არ მეპარება, პირადად ქალაქის მერის ბ.გოგოხიას სინდისზე იქნება,რადგანაც ისეთ არა სერიოზულ ხალხს ჩააბარა გუნდი.მიუხედავად იმისა რომ ქონდა ინფორმაცია მათი კორუფციული დანაშაულებების შესახებ საფეხბურთო სამყაროში.ეტყობა გოგოხიაც მათი კორუფციული სისტემის ნაწილი გახდა.
სოსო
28 აგვისტო 2016 13:22
0
გოგოხიამ დაღუპა ზუგდიდი,
თენგო
28 აგვისტო 2016 13:06
0
პასუხი ჩაკვეტაძეს უნდა მოეთხოვოს, რა ბიჭები გაუშვა გუნდიდან ამ უნამუსომ, ბიჭები რომლებიც ტორპედოზე იყვნენ შეყვარებულები და ყველაფერს აკეთებდნენ გუნდის წარმატებისათვის. ქუთაისელებო გამოვფხიზლდეთ და ჩვენი სიტყვა ვთქვათ, სანამ ტორპედო ჯერ კიდევ არსებობს.
ფანი
28 აგვისტო 2016 12:32
0
ტორპედომ გაიბაბანა....არა და ერთთ დროს ქართული ფეხბურთის ფლაგმანი იყო...რა დღეში ჩააგდეს გუნდი..
nikola
28 აგვისტო 2016 10:35
0
რისთვის იკლავთ თავს, ან რისთვის იშლით ნერვებს. გავლენ საპრიზო ადგილზე, ანუ მოიპოვებენ ევროპის თასების საგზურს და პირველივე ტურში, სამარცხვინო ანგარიშით გამოვარდებიან.
პ.$. ოოო, ჟორჟიკაშვილი კი მოახერხებდა და წააგებდა სახლში დიდი ანგარიშით. ამაზეც ნუ ინერვიულებთ ნამეტანს ქუთაისელებო, ასეთებში ჩემპიონია "ჟორჟიკა".
okribeli
28 აგვისტო 2016 09:40
0
წელს ჩიხურას ვერ გაჩEრებენ...
chikhura
27 აგვისტო 2016 23:34
0
შერცხვა ბებიაშენი...ტორპედო ჩემპიონ
qutaisi
27 აგვისტო 2016 22:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული