13:48 29-08-2016
ტორპედო-ჩიხურა 0:3 - "ჩიხურა" გალიდერდა, "ტორპედო" გოლზე ოცნებობს [VIDEO]
AutoSharing Option
თანაც, "ტორპედო" ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ გოლიც არა აქვს გატანილი.
რა თქმა უნდა, ამ წარუმატებლობამ ადგილობრივი გულშემატკივრების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, ისინი "ჩიხურასთან" ფიასკოს შემდეგ ძალიან გულდაწყვეტილნი იყვნენ და უკმაყოფილებას არ მალავდნენ...
"ტორპედოსგან" რადიკალურად განსხვავებულ შედეგს აჩვენებს "ჩიხურა". ევროპალიგის შესარჩევ ეტაპზე მოლდოვურ "ზიმბრუსთან" განცდილი წარუმატებლობის შემდეგ სოსო ფრუიძის შეგირდებმა ხასიათი ჩემპიონატის კარგი სტარტით გამოიკეთეს, "ტორპედოს" დამაჯერებელი ძლევით კი "თეთრ ჯგუფში" ერთპიროვნულად გალიდერდნენ.
იმერული დერბი ტაიმზე მეტი ისეთი სცენარით მიმდინარეობდა, "ტორპედოს" დიდი ანგარიშით მარცხს არაფერი მოასწავებდა. პირიქით, დროის ამ მონაკვეთში მასპინძლებს გოლის გატანის უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, ვიდრე საჩხერელებს. სხვა რომ არაფერი, მარტო ბექა ტუღუშის მიერ პირველ ტაიმში გაცუდებული პენალტი რომ გავიხსენოთ, ესეც საკმარისი იქნება...
ქუთაისელებმა საწყისი წუთებიდანვე სცადეს უპირატესობის მოპოვება, ფრუიძემ კი "მეორე ნომრად" თამაში ამჯობინა. საჩხერელებმა ინიციატივა მასპინძლებს კი დაუთმეს, მაგრამ თავად საკმაოდ სწრაფ, გააზრებულ კოტრშეტევებს ახორციელებდნენ და შანსს მოთმინებით ელოდნენ. "ტორპედო" ინიციატივას კი ფლობდა, მაგრამ სტუმრები ახერხებდნენ ქუთაისელთა შეტევების შეჩერებას, როინ კვასხვაძეც მოწოდების სიმაღლეზე იდგა, როცა გიორგი რეხვიაშვილის სახიფათო საჯარიმო დარტყმა მოიგერია.
გარკვეული ხნით სტუმრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს, თორნიკე მუმლაძე და მიხეილ სარდალიშვილი სახიფათოდ ურტყამდნენ, თუმცა სიზუსტე ორივეს დააკლდა. ამასობაში "ტორპედო" კვლავ გააქტიურდა. გრიგოლ დოლიძე მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, სადაც რეხვიაშვილმა წესების დარღვევით შეაჩერა. არსენ ნონიკაშვილმა ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა, მაგრამ ტუღუშმა საფეხბურთო სასჯელის უმაღლესი ზომა უხეიროდ შეასრულა - მისი სუსტი დარტყმული დინო ჰამზიჩის ნადავლი გახდა.
ქუთაისელებმა მეორე ტაიმი ძალზე აქტიურად დაიწყეს და გოლის გატანასთანაც ახლოს იყვნენ. ზედიზედ ორი კუთხურის შემდეგ ოლეგ მამასახლისი ბურთს თავით გზავნიდა სტუმართა კარში და ამ დროს ჰამზიჩიც უძლური იყო, თუმცა თორნიკე გრიგალაშვილი ბურთს კარის ხაზთან თავით გადაეღობა.
მოედანზე შესვლისთანავე, მასპინძელთა დაწინაურების შესანიშნავი შანსი მიეცა ცოტნე მესხს, თუმცა ვერც მან აჯობა ჰამზიჩს. მასპინძლებს ვალში არც ზემოიმერლები დარჩნენ. განსაკუთრებით, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი საბა ლობჟანიძე აქტიურობდა - მისი დარტყმის შემდეგ ქუთაისელები ძელმა იხსნა.
რამდენიმე წუთში მან მაინც გაიტანა თავისი გოლი, როცა გიორგი განუგრავასგან ზუსტი გადაცემა მიიღო, იურგენ კოლინს დაასწრო და მახვილი კუთხიდან კვასხვაძეს შანსი არ დაუტოვა.
"ტორპედოს" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როცა ტუღუშმა ირაკლი ლექვთაძის წაქცევისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. კაცნაკლულმა ქუთაისურმა გუნდმა შეტევა სცადა, მაგრამ აქედან არაფერი გამოუვიდა, საჩხერელებს კი კონტრშეტევებისთვის უფრო მეტი სივრცე გაუჩნდათ და ეს შესანიშნავად გამოიყენეს.
83-ე წუთზე მასპინძლებმა მოედნის ცენტრში დაკარგეს ბურთი, რასაც ზემოიმერლების სწრაფი კონტრშეტევა და ბესიკ დეკანოიძის გამოზომილი დარტყმა მოჰყვა. მეორე გოლის შემდეგ ქუთაისელები საერთოდ გაჩერდნენ და კიდევ ერთი ბურთი მიიღეს - დუბლი გაიფორმა ლობჟანიძემ, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში მეხუთედ დალაშქრა მეტოქეთა კარი...
ისე, ბედის ირონიაა, "ჩიხურას" ერთ ფეხბურთელს უკვე 5 გოლი აქვს გატანილი, "ტორპედო" კი ჩემპიონატში ჯერაც უგოლოდაა. ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის გასაძლიერებლად სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს, თორემ ამ გუნდით "ტორპედოს" ძალიან გაუჭირდება.
მატჩის შემდეგ
სოსო ფრუიძე ("ჩიხურა"): "თამაში მძიმედ დავიწყეთ და "ტორპედოს" პენალტი რომ გაეტანა, შესაძლოა, მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო. რთული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშში გარდატეხა შევიტანეთ და "ტორპედოს" სისწრაფის ხარჯზე ვაჯობეთ".
კობა ჟორჟიკაშვილი ("ტორპედო"): "გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი ასეთი მძიმე მარცხის გამო. თამაშიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო, მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარებულიყო, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ, მათ შორის - პენალტი. ამას ისიც დაერთო, რომ უწყინარ სიტუაციაში შევცდით და საკუთარ კარში მივიღეთ გოლი.
შევეცადეთ, შეგვეტია და ანგარიში გაგვეთანაბრებინა, მაგრამ შემდეგ ფეხბურთელი გაგვიგდეს და კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. "ჩიხურა" კონტრშეტევებზე ძლიერია, ყველა მომენტი კარგად გამოიყენა".
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IV ტური. "თეთრი ჯგუფი"
27.08. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-ჩიხურა 0:3
გოლები: 0:1 ლობჟანიძე (68. განუგრავას პასით), 0:2 დეკანოიძე (83), ს. ლობჟანიძე (89)
გამოუყენებელი პენალტი: ტუღუში (32. მეკარე)
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, კოლინი, გურული, ტუღუში, დოლიძე, მამასახლისი, ფალავანდიშვილი, ქიმაძე (74. საღრიშვილი), ბაბუნაშვილი (52. მესხი), კაპანაძე (66. კვერნაძე).
სათადარიგოები: მ. ქვილითაია, ნერგაძე, ჭიჭინაძე, წილოსანი
მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, კაშია, განუგრავა, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, ს. ლობჟანიძე, ივანიშვილი (72. გორგიაშვილი), სარდალიშვილი (66. ლექვთაძე), მუმლაძე (46. დეკანოიძე).
სათადარიგოები: სეფიაშვილი, გვალია, კორიფაძე, კაკუბავა
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: ტუღუში (23), რეხვიაშვილი (32), ტუღუში (77)
გაძევება: ტუღუში (77)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.
ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 5
თ. შონია (დინამო, ბთ) 5
ჯ. დვალი (ცხინვალი) 3
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 3
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
შტელინის დროს გაცილებით უკეთ თამაშობდა გუნდი. ახლა კი - არც ტაქტიკა გვაქვს და არც ფიზიკური მომზადება. მოიყვანეთ ნორმალური ცოცხალი მწვრთნელი!!! არ გვინდა ეს დეპრესიული ტიპები.
0
0
Damtavrda ukve ☺. Piradad aranairi pretenzia ar mak magram tugushi, kvaracxelia da kvernadze unda gaushvan.clebia es xalxi torpedoshi arian da mati margi koeficienti aris n u l i .
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული