შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე მატიას როხასმა გახსნა, ორ წუთიან ინტერვალში კი ჯამალ ტიარემ დუბლი შეასრულა და პირველი ტაიმი "ატლანტა იუნაიტედმა" მოიგო.
65-ე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა, 76-ე წუთზე კი ბართოშ სლისზმა "ატლანტა იუნაიტედისთვის" გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ცნობისთვის, "ატლანტა იუნაიტედმა" პლეი-ოფის პირველი რაუნდი ბოლო 5 წელიწადში პირველად მოიგო, საბას გუნდმა რეგულარულ სეზონში მე-9 ადგილი დაიკავა.
"ატლანტა" პლეი-ოფის მეოთხედფინალში "ორლანდო სიტის" დაუპირისპირდება, მატჩი 24 ნოემბერს, თბილისის დროით 01:00 საათზე დაიწყება.
ლობჟანიძემ მესის გუნდს კვლავ გაუტანა - უხვგოლიანი მატჩი MLS-ში [VIDEO]
"მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია..." - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ საბა ლობჟანიძეზე?