როგორც ვიცით, ამ ეტაპზე საქართველოს მოქმედ ჩემპიონს იარაბეკის შემცვლელი შერჩეული არ ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ 53 წლის სლოვაკმა სპეციალისტმა "დინამო" ზამთარში ჩაიბარა და გაზაფხულზე დუბლი (ჩემპიონობა და თასი) აზეიმა, თუმცა გუნდმა ვერ შეასრულა საევროთასო ამოცანა - ვერც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდა და ვერც - ევროპალიგისაში.
ესეც არ იყოს, ბოლო დროს "დინამო" არასახარბიელოდ
გრანდს "თეთრ ჯგუფში" მისთვის უჩვეულო მესამე ადგილი უჭირავს. ზედიზედ 3 ფრე და აქედან, მიჯრით ორი 0:0 - ასეთია "დინამოს" ბოლოდროინდელი "მონაგარი".
ამიტომაც არ არის გასაკვირი კლუბის ხელმძღვანელობის სურვილი, როგორმე შეაჩეროს უღიმღამო სერია. რამდენად წაადგება საქმეს მწვრთნელის შეცვლა, ამას მომავალი გვიჩვენებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
–ფიზიკაში ჩვენი მწვრთნელი ვერ მოამზადებს.ფიზიკის,სისწრაფის გარეშე დღეს შეუძლებელია ფეხბურთის თამაში