უმაღ­ლე­სი ლი­გის XII ტუ­რის წი­ნათ­ქ­მა: ევროპაზე იფიქრონ, თუ გადარჩენაზე?

AutoSharing Option
მარ­თ­ლაც უც­ნა­უ­რი და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია ეს სე­ზო­ნი და ამის დას­ტუ­რად, შუა კვი­რა­ში გა­მარ­თუ­ლი თა­სის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლე­ბიც გა­მოდ­გე­ბა. 22 ნო­ემ­ბერს, ზეს­ტა­ფონ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­სის­თ­ვის (და ევ­რო­პა­ლი­გის საგ­ზუ­რის­თ­ვი­საც) დღეს­დღე­ო­ბით ჩემ­პი­ო­ნატ­ში მძი­მე სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი "ტორ­პე­დო" და... პირ­ველ ლი­გა­ში მო­ას­პა­რე­ზე "მე­რა­ნი" იბ­რ­ძო­ლე­ბენ!

აქ­ვე, აუცი­ლე­ბე­ლი გან­მარ­ტე­ბაც: ვინც თვა­ლი მი­ა­დევ­ნა შუა კვი­რა­ში ჩა­ტა­რე­ბულ ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლებს, ალ­ბათ, ყვე­ლა დაგ­ვე­თან­ხ­მე­ბა, რომ "ტორ­პე­დო­მაც" და "მე­რან­მაც" ფი­ნა­ლის საგ­ზუ­რი ალა­ლად და­იმ­სა­ხუ­რეს. თუმ­ცა, თა­სის ფი­ნა­ლამ­დე ჩემ­პი­ო­ნა­ტის კი­დევ 2 ტუ­რია გა­სა­მარ­თი და ამ ორ ტურ­ში კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, თით­ქ­მის ყვე­ლა მატჩს უდი­დე­სი სა­ტურ­ნი­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა.

სხვა­ნა­ი­რად ვერც
იქ­ნე­ბა: ჩემ­პი­ო­ნა­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე სა­მი ტუ­რით ად­რე ხომ მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი რამ არის გარ­კ­ვე­უ­ლი - "ჩი­ხუ­რამ" სა­ჩემ­პი­ო­ნო პლეი ოფ­ში თა­მა­შის უფ­ლე­ბა გა­ი­ნაღ­და, სხვა და­ნარ­ჩენს კი დი­დი ინ­ტ­რი­გა ახ­ლავს.

თა­ნაც, "წი­თე­ლი ჯგუ­ფი­სა­გან" გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, "თეთრ ჯგუფ­ში" მარ­თ­ლაც ჩახ­ლარ­თუ­ლი სა­ტურ­ნი­რო სი­ტუ­ა­ციაა - "ჩი­ხუ­რას" შემ­დეგ ცხრილ­ში მყოფ ექ­ვ­სი­ვე გუნდს ევ­რო­პა­ლი­გის პლეი ოფ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შან­სიც აქვს და... პირ­ველ ლი­გა­ში დაქ­ვე­ი­თე­ბის საფ­რ­თხეც ემუქ­რე­ბა.

წი­თე­ლი ჯგუ­ფი
05.11. გო­რი. თენ­გიზ ბურ­ჯა­ნა­ძე. 14:00
დი­ლა-სა­ბურ­თა­ლო
პირ­ვე­ლი წრე 1:2
დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია: ირაკ­ლი მო­დე­ბა­ძე (დი­ლა)
ურ­თი­ერ­თ­შეხ­ვედ­რე­ბი
3: +2 =0 -1, 6:4

ამ წყვილს უმაღ­ლეს ლი­გა­ში დარ­ჩე­ნა ჯერ არ გა­უ­ნაღ­დე­ბია, თუმ­ცა, ჩვე­ნი აზ­რით, ორი­ვე გუნდს მეტ-ნაკ­ლე­ბად უპ­რობ­ლე­მოდ შე­უძ­ლია ამ ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რა; ეგ კი არა, მოვ­ლე­ნა­თა სა­სურ­ვე­ლი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, "დი­ლა­საც" და "სა­ბურ­თა­ლო­საც" ევ­რო­პა­ლი­გის პლეი ოფის საგ­ზუ­რი­სათ­ვი­საც შე­უძ­ლი­ათ იბ­რ­ძო­ლონ.

ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ ჯგუფ­ში "გა­დამ­რ­ჩე­ნელ და უპ­რობ­ლე­მო" მე­ოთხე ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა ამ გუნ­დებს არ უნ­და გა­უ­ჭირ­დეთ. თუმ­ცა, კი­ნა­ღამ დაგ­ვა­ვიწყ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში პროგ­ნო­ზე­ბი­სა­გან თა­ვი უნ­და შე­ვი­კა­ვოთ...

ორ თვე­ზე მე­ტია, "დი­ლას" სა­ში­ნაო მატ­ჩი არ მო­უ­გია. ეგ კი არა, უჩა სო­სი­აშ­ვი­ლის გუნ­დი (სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კად­რო პრობ­ლე­მე­ბით რომ ხვდე­ბა სე­ზო­ნის ფი­ნიშს) უკ­ვე სა­მი შეხ­ვედ­რაა, არ გა­უ­მარ­ჯ­ვია და ამის გა­მოც ჩა­მოქ­ვე­ით­და მე-5 ად­გილ­ზე.
სა­მა­გი­ე­როდ, სა­ხი­ფა­თო ზო­ნას და­სცილ­და "სა­ბურ­თა­ლო": გი­ორ­გი ჭი­აბ­რიშ­ვი­ლის გუნ­დ­მა წი­ნა ტურ­ში ხომ სე­ზო­ნის ყვე­ლა­ზე უხ­ვ­გო­ლი­ან მატ­ჩ­ში გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ან­გა­რი­შით (6:1) და­ა­მარ­ცხა "კოლ­ხე­თი".

სხვა­თა შო­რის, "სა­ბურ­თა­ლოს" ერ­თი მატ­ჩით მე­ტი აქვს ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, ვიდ­რე მე­ო­რე-მე­სა­მე ად­გი­ლებ­ზე მყოფ "კოლ­ხეთ­სა" და ბა­თუ­მის "დი­ნა­მოს".

05.11. ქო­ბუ­ლე­თი. ჩე­ლე არე­ნა. 14:00
კოლ­ხე­თი-სამ­ტ­რე­დია
პირ­ვე­ლი წრე 0:2
დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია: ომარ გო­გო­ნაია, და­ვით ბოლ­ქ­ვა­ძე, ვლა­დი­მირ კო­რობ­კა (ყვე­ლა - კოლ­ხე­თი)
ურ­თი­ერ­თ­შეხ­ვედ­რე­ბი
34: +16 =8 -10, 52:35

ამ ჯგუ­ფის ლი­დე­რე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა­საც საკ­მა­რის­ზე მე­ტი ინ­ტ­რი­გა ახ­ლავს: "კოლ­ხეთს" ერ­თი ქუ­ლა სჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბი­სა­გან თა­ვი რომ და­იზღ­ვი­ოს.

თა­ვის მხრივ, "სამ­ტ­რე­დი­ა­საც" ისე­თი სა­ტურ­ნი­რო სი­ტუ­ა­ცია აქვს, უკ­მა­ყო­ფი­ლო რომ არ უნ­და დარ­ჩეს სა­ყა­ი­მო შე­დე­გით. ეგ კი არა, წა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი მა­ინც "სამ­ტ­რე­დია" რჩე­ბა ამ ჯგუ­ფის უპირ­ვე­ლეს ფა­ვო­რი­ტად.

თუმ­ცა გვე­ეჭ­ვე­ბა, გია ცე­ცა­ძის შემ­ტევ­მა გუნ­დ­მა სა­მო­მავ­ლოდ გა­და­დოს სა­ჩემ­პი­ო­ნო პლეი ოფის საგ­ზუ­რის გა­ნაღ­დე­ბა: სა­კად­რო პრობ­ლე­მე­ბით და­ტან­ჯუ­ლი "კოლ­ხე­თის" ძლე­ვით "სამ­ტ­რე­დი­ას" ხომ ვერც ერ­თი გუნ­დი ვერ შე­ე­ცი­ლე­ბა პირ­ველ ად­გილს!

06.11. სამტრედია. 14:00
ზუგ­დი­დი-სი­ო­ნი
პირ­ვე­ლი წრე 1:4
ურ­თი­ერ­თ­შეხ­ვედ­რე­ბი
19: +6 =5 -8, 19:22

ამ ტუ­რის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტ­რი­გო მატ­ჩი, სა­დაც წა­გე­ბუ­ლი გუნ­დი, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, თით­ქ­მის გან­წი­რუ­ლი იქ­ნე­ბა პირ­ველ ლი­გა­ში და­საქ­ვე­ი­თებ­ლად! ბო­ლო დროს "ზუგ­დი­დის" ირ­გ­ვ­ლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ამ­ჯე­რად აღარ ვი­სა­უბ­რებთ.

აი, სა­ტურ­ნი­რო სი­ტუ­ა­ცი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, გუნდს ჯერ კი­დევ აქვს შან­სი, რომ უმაღ­ლეს ლი­გა­ში ად­გი­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. მოკ­ლედ, ზე­დი­ზედ მე­ო­რე სე­ზო­ნია, "ზუგ­დიდს" უმ­ძი­მე­სი ფი­ნი­ში აქვს,

აი, "სი­ონს" კი სი­ტ­უა­ცი­ას ის ურ­თუ­ლებს, რომ უშუ­ა­ლო კონ­კუ­რენ­ტე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბო­ლომ­დე მხო­ლოდ ორი მატ­ჩი უნ­და ჩა­ა­ტა­როს.

არა­და, შე­მად­გენ­ლო­ბით არ­მაზ ჯე­ლა­ძი­სა და ლა­დო ბურ­დუ­ლის გუნ­დი ნამ­დ­ვილად არ იმ­სა­ხუ­რებს ცხრი­ლის ქვე­და ნა­წილ­ში ყოფ­ნას; მაგ­რამ ისიც ფაქ­ტია, რომ ამ გარ­და­მა­ვალ ჩემ­პი­ო­ნატ­ში "სი­ონ­მა" პირ­ვე­ლი მატ­ჩი მხო­ლოდ მე-5 ტურ­ში მო­ი­გო და ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბაც (4:1) ქვე­მო­ქარ­თ­ლურ­მა გუნ­დ­მა..."ზუგ­დიდ­თან" მო­ი­პო­ვა.

შე­ნიშ­ვ­ნა: დი­ნა­მო (ბთ) ის­ვე­ნებს

თეთ­რი ჯგუ­ფი
06.11. ქო­ბუ­ლე­თი. ჩე­ლე არე­ნა. 14:00
შუ­ქუ­რა-დი­ნა­მო (თბ)
პირ­ვე­ლი წრე 1:1
დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია: ლა­დო დვა­ლიშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ჭან­ტუ­რიშ­ვი­ლი (ყვე­ლა - დი­ნა­მო)
ურ­თი­ერ­თ­შეხ­ვედ­რე­ბი
5: +0=1 -4, 2:12

ეს მატ­ჩი უდი­დეს ინ­ტე­რესს იწ­ვევს: მას­პინ­ძ­ლე­ბი დღეს­დღე­ო­ბით კი იმ­ყო­ფე­ბი­ან მეტ-ნაკ­ლე­ბად "გა­დამ­რ­ჩე­ნელ" პო­ზი­ცი­ა­ზე, მაგ­რამ სხვა კონ­კუ­რენ­ტე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ერ­თით ნაკ­ლე­ბი მატ­ჩი რჩე­ბათ სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე.

ჩემ­პი­ო­ნა­ტის ასეთ გა­დამ­წყ­ვეტ ეტაპს კი "შუ­ქუ­რა" მშვე­ნი­ე­რი სე­რი­ით ხვდე­ბა: გია გუ­რუ­ლის გუნ­დ­მა ბო­ლო ოთხ მატ­ჩ­ში ორი მო­ი­გო და ორიც ფრედ ითა­მა­შა! ამას გარ­და, "შუ­ქუ­რა" ნავ­სის გა­ტეხ­ა­საც შე­ეც­დე­ბა: სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ქო­ბუ­ლე­თელ­თა გუნდს ჯერ არც ერ­თი მატ­ჩი არ მო­უ­გია თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­სათ­ვის".

ეგ კი არა, პირ­ვე­ლად მხო­ლოდ ამ გარ­და­მა­ვალ ჩემ­პი­ო­ნატ­ში მოხ­და, რო­ცა "შუ­ქუ­რამ" ფრედ ითა­მა­შა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლი­ან გუნ­დ­თან. თუმ­ცა, დღეს­დღე­ო­ბით "დი­ნა­მო" ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­შია, წარ­სულ დი­დე­ბა­სა თუ სხვა გა­ნ­სა­კუთ­რე­ბულ-გა­მორ­ჩე­ულ ფაქ­ტებ­ზე ლაპარაკიც ზედ­მე­ტია.

ყვე­ლა­ფერს თა­ვი რომ და­ვა­ნე­ბოთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს აწ უკ­ვე ექ­ს­ჩემ­პი­ონს ჯერ უმაღ­ლეს ლი­გა­ში დარ­ჩე­ნაც არ გა­უ­ნაღ­დე­ბია. ახ­ლა, დარ­ჩე­ნი­ლი მატ­ჩე­ბის კა­ლენ­დარს არ იკითხავთ? "შუ­ქუ­რა", "ლო­კო­მო­ტი­ვი", "ტორ­პე­დო" - სა­მი­ვე მე­ტო­ქეს ხომ ასე­ვე ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბა ქუ­ლე­ბი და ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რა­ო­დენ რთუ­ლი მატ­ჩე­ბი ელის ვი­ა­ჩეს­ლავ გროზ­ნის გუნდს.

აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ იმ ფაქ­ტ­ზე, რომ ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თე­ლი აშ­კა­რად შორს არის ოპ­ტი­მა­ლუ­რი ფორ­მი­სა­გან და ამის დას­ტუ­რად შუა კვი­რა­ში "ტორ­პე­დოს­თან" გა­მარ­თუ­ლი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი მატ­ჩიც გა­მოდ­გე­ბა. სხვი­სი რა მო­გახ­სე­ნოთ, მაგ­რამ, ჩვე­ნი აზ­რით, დი­ნა­მო­ელ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ორი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, პრინ­ცი­პულ მე­ტო­ქეს­თან მატ­ჩ­ში საყ­ვე­დურს რომ ვე­რა­ვინ ეტყო­და: ჯა­ბა ჯი­ღა­უ­რი და ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი...

06.11. თბი­ლი­სი. მი­ხე­ილ მეს­ხი. 14:00
ლო­კო­მო­ტი­ვი-ცხინ­ვა­ლი
პირ­ვე­ლი წრე 2:1
ურ­თი­ერ­თ­შეხ­ვედ­რე­ბი
12: +5 =4 -3, 16:13

ამ ტურ­ში თბი­ლის­ში მხო­ლოდ ერ­თი მატ­ჩი უნ­და გა­ი­მარ­თოს და ისე რო­გორც "თეთ­რი ჯგუ­ფის" სხვა და­ნარ­ჩე­ნი ორი პა­ექ­რო­ბა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც წარ­მო­უდ­გენ­ლად გვეჩ­ვე­ნე­ბა ამ წყვილ­ში ფა­ვო­რი­ტის გა­მოც­ნო­ბა.

დღეს­დღე­ო­ბით "ლო­კო­მო­ტი­ვი" 2 ქუ­ლით უს­წ­რებს "ცხინ­ვალს" და ასე­ვე 2 ქუ­ლით არის და­შო­რე­ბუ­ლი გა­სა­ვარდნ ზო­ნას, მაგ­რამ ამ ჯგუფ­ში წი­ნა­წარ რა­ი­მეს პროგ­ნო­ზი­რე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მო­რიცხუ­ლია. არა­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფი­ნი­შით, "ლო­კო­მო­ტი­ვი"... ევ­რო­პა­ლი­გის პლეი ოფ­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ხო­ლო თუ კვ­ლა­ვაც ვერ და­ას­რუ­ლა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი სე­რია (ზე­დი­ზედ 3 წა­გე­ბა), აი, მა­შინ კი, წი­ნა სე­ზო­ნი­ვით კვლა­ვაც ბო­ლო ტურ­ში მო­უ­წევს უმაღ­ლეს ლი­გა­ში ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვა.

"ცხინ­ვალს", სა­ვა­რა­უ­დოდ, ევ­რო­ტურ­ნი­რებ­ზე სა­ფიქ­რა­ლი არც უნ­და ჰქონ­დეს და გუნ­დის უმ­თავ­რე­სი საზ­რუ­ნა­ვიც, რა თქმა უნ­და, ბო­ლო ად­გი­ლი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა იქ­ნე­ბა.

06.11. გო­რი. ქუ­თა­ი­სი. რა­მაზ შენ­გე­ლია. 18:00
ტორ­პე­დო-გუ­რია
პირ­ვე­ლი წრე 1:2
დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია: გუ­გა ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი (ტორ­პე­დო)
ურ­თი­ერ­თ­შეხ­ვედ­რე­ბი
30: +17 =3 -10, 64:40

არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო უნ­და იყოს ამ ტუ­რის ყვე­ლა­ზე გვი­ა­ნი მატ­ჩიც - გა­სა­ვარდნ ზო­ნა­ში მყო­ფი გუნ­დე­ბი "ექ­ვ­ს­ქუ­ლი­ან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში" შე­ეც­დე­ბი­ან სა­ტურ­ნი­რო სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბას.

"ტორ­პე­დო" შე­და­რე­ბით უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმი­ტომ უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ, რომ მე­ტო­ქეს­თან შე­და­რე­ბით ერ­თით მე­ტი მატ­ჩი აქვს ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბო­ლომ­დე.

ოღონდ, ისიც სათ­ქ­მე­ლია, რომ იმა­ვე "გუ­რი­ა­სა­გან" გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ქუ­თა­თურ­თა გუნდს დარ­ჩე­ნი­ლი მატ­ჩე­ბი ასე­ვე "არა­ნორ­მა­ლუ­რად" მო­ტი­ვი­რე­ბულ მე­ტო­ქე­ებ­თან დარ­ჩა. თუმ­ცა, "ტორ­პე­დომ" ამ დარ­ჩე­ნილ სა­მი­ვე შეხ­ვედ­რა­ში რომ იმა­ვე ხა­რის­ხის ფეხ­ბურ­თი უჩ­ვე­ნოს, რო­გო­რი­თაც თა­სის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ასი­ა­მოვ­ნა თა­ვი­ს ქო­მა­გე­ბს (გნე­ბავთ - ნე­იტ­რა­ლუ­რი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი), მა­შინ კა­ხა ჩხე­ტი­ა­ნის და­მოძღ­ვ­რილ გუნდს უმაღ­ლეს ლი­გა­ში ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არ უნ­და გა­უ­ჭირ­დეს.

ეგ კი არა, მოვ­ლე­ნე­ბის ისეთ გან­ვი­თა­რე­ბა­საც ნუ გა­მოვ­რიცხავთ, რომ დღეს­დღე­ო­ბით ბო­ლოს­წი­ნა ად­გილ­ზე მყოფ­მა "ტორ­პე­დომ" ჩემ­პი­ო­ნა­ტი... მე­ო­რე ან მე­სა­მე ად­გილ­ზეც და­ამ­თავ­როს.

"გუ­რი­ას" მდგო­მა­რე­ო­ბას კი ის არ­თუ­ლებს, რომ უკ­ვე მომ­დევ­ნო ტურ­ში ამ­თავ­რებს ჩემ­პი­ო­ნატს და შე­იძ­ლე­ბა ისეც მოხ­დეს, რომ ბო­ლო ტურ­ში სხვა მატ­ჩე­ბის შე­დე­გებ­ზე იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი უმაღ­ლეს ლი­გა­ში ლან­ჩხუ­თელ­თა გუნ­დის დარ­ჩე­ნა-არ­დარ­ჩე­ნის სა­კითხი...

შე­ნიშ­ვ­ნა: ჩი­ხუ­რა ის­ვე­ნებს

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Carmatebebi kutaisis torpedos...kaxa chxetiani didi mcvrtnelad mogvevlineba...am axalgazrda kacs didi momavali akvs...unichieresi da sakmis mcodne kacia...
achia
23:06 05-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული