შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილი და ფერეირა სადისციპლინო კომიტიტეტმა 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და ფულადი ჯარიმით უმაღლესი ლიგის მე-9 ტურის მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯა. ლანჩხუთში, "გურიასთან" გასვლით შეხვედრაში ფეხბურთელებმა ერთმანეთში ჩხუბის გამო წითელი ბარათები მიიღეს.
- მსაჯმა ორი დინამოელი ერთმანეთში ჩხუბის შემდეგ გააძევა [VIDEO]
- გურია-დინამო (თბ) 0:2 - ეს "დინამოა"!
აღსანიშნავია, რომ პაპუნაშვილმა და ფერეირამ 3-3 შეხვედრა უკვე გამოტოვეს. თბილისის "დინამო" კი მომდევნო მატჩს ქობულეთში, "შუქურას" წინააღმდეგ კვირას გამართავს. ვიაჩესლავ გროზნის გუნდი ამ თამაშს დანაკლისით მაინც შეხვდება - სადისციპლინო კომიტეტმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დინამოელთა თავდამსხმელი ლადო დვალიშვილი დასაჯა, რომელიც საქართველოს თასის 1/2-ფინალურ მატჩში "ტორპედოსთან" გააძევეს.
- დინამო (თბ)-ტორპედო 2:3 - გროზნის ჩამწარებული დებიუტი [VIDEO]