- უმაღლესი ლიგა. XII ტური: ვიაჩესლავ გროზნის პირველი მოგება
ქუთაისელებმა პრინციპულ შეხვედრაში მეტოქე ანგარიშით 5:0 გაანადგურეს. ანგარიში მატჩის 11-ე წუთზე ოლეგ მამასახლისმა გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. 49-ე წუთზე უძლიერესი დარტყმით სხვაობა ორამდე ბექა ტუღუშმა გაზარდა, რასაც 78-ე წუთზე შოთა ბაბუნაშვილის გოლიც მოყვა. ამის მერე თორნიკე კაპანაძის დროც დადგა, რომელმაც 82-ე და 84-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო
"ტორპედოს" 12 ქულა დაუგროვდა და "თეთრ ჯგუფში" მე-4 ადგილზეა, "გურია" კი 11 ქულით ბოლოსწინა, მე-6 ადგილზეა.