"ზუგდიდის" კაპიტანი: იმედია, მონურ დამოკიდებულებას ბოლო მოეღება

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" კაპიტანი ნიკოლოზ აფაქიძე სოციალურ ქსელში Sportall.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალას გამოეხმაურა, სადაც ვწერდით, თუ რამდენი მილიონი დაახარჯა უკვე სახელმწიფომ ქართულ კლუბებს.

-  რამდენი მილიონი დაახარჯა უკვე სახელმწიფომ ქართულ კლუბებს - ფონდის დოკუმენტაცია

აფაქიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"მოგესალმებით, მეგობრებო. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ეს დოკუმენტაცია გამოქვეყნდა sportall.ge-ზე, სადაც ნათლად ჩანს, რომ უმაღლესი ლიგის თითქმის ყველა გუნდი მეტ-ნაკლებად ვიმყოფებოდით თანაბარი დაფინანსების პირობებში. საინტერესოა, რატომ აქვს ჩვენს გუნდს სამთვენახევრის ხელფასები გასაცემი და სხვა გუნდებს არა!

იმედია, გაირკვევა ყველაფერი და ბოლო მოეღება ზოგადად ქართულ
გუნდებში მონურ დამოკიდებულებას.

P.S. უნამუსო ადამიანები სთხოვენ ფეხბურთელებს, რომ მოაწერონ ხელი დოკუმენტაციას, რათა სფფ-ში გაიარონ ლიცენზირება Pro 2 ლიგისთვის!", - წერს აფაქიძე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზუგდიდში რაღაც ფინანსური მახინაა ჩატარებული და სასწრაფოდ გამოსაძიებელია ეს ამბავი.. ვიღაცეებმა ფეხბურთელების ფული ჩაიდეს ჯიბეში..
georgian
16:43 02-12-2016
0
მიაწექით ბოლომდე, არ შეარჩინოთ ! რატო არ იწყებენ შესაბამისი სტრუქტურები გამოძიებას
fani
14:32 02-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული