სოსო ფრუიძე: იმედი გადაწურული ნამდვილად არ გვაქვს

AutoSharing Option
"ჩიხურამ" საჩემპიონო პლეი ოფის პირველი ფინალური მატჩი "სამტრედიასთან" 0:2 წააგო. ბუდუ ზივზივაძის დუბლმა სოსო ფრუიძის გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

- სამტრედია-ჩიხურა 2:0 - ნოკდაუნი პირველ რაუნდში [VIDEO]

ამას საჩხერელთა მთავარი მწვრთნელიც აღიარებს. თუმცა, მისი აზრით, "ჩიხურას" 11 დეკემბრის საპასუხო შეხვედრაში, რომელიც "მიხეილ მესხზე" გაიმართება, მოგების შანსი მაინც აქვს.

"ლელომ" ფრუიძესთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა...

- როგორ შეაფასებდით სამტრედიაში გამართულ მატჩს?
- წაგების მიუხედავად, ერთი გოლი მაინც რომ გაგვეტანა, კარგი იქნებოდა და საპასუხო მატჩს უფრო იმედიანად შევხვდებოდით... სამწუხაროდ, ესეც ვერ მოვახერხეთ და
მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

- წაგებას რა მიზეზებით ახსნიდით?
- ყველა მთავარი მოვლენა პირველ ტაიმში მოხდა, როცა მეტოქემ მოძრაობაში ძალიან გვაჯობა, ჩვენ კი ზედიზედ ორი ზუსტი პასის გაკეთებას ვერ ვახერხებდით. ბევრი არასწორი მოქმედებაც იყო. ამის შედეგად გავუშვით კიდეც ორი გოლი და ორივე შემთხვევაში ჩვენმა მოთამაშემ გადაცემა დააყოვნა, სამტრედიელებმა კი სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და შეცდომა არ გვაპატიეს.

ყველა ზონას თავისი რისკის ფასი აქვს. ჩვენ ისეთ დროს ვრისკავდით, როცა ეს დაუშვებელი იყო.

მეორე მხრივ, არ შემიძლია, სამტრედიელებს არ დავუფასო კარგი თამაში. ბუდუ ზივზივაძემ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა - აი, ასეთი უნდა იყოს ფორვარდი!

- ბევრი ითქვა მოედნის საფარზე. საინტერესოა, რა როლი ითამაშა "ჩიხურას" წაგებაში იმან, რომ ხელოვნურ მოედანზე ითამაშეთ?
- ხალიჩაზე თამაში რომ გვიჭირს, ამაზე ორი აზრი არ არის, თუმცა ამით მეტოქის გამარჯვებას არ ვაკნინებ. ასე მოხდა თასის ნახევარფინალში მარტვილის "მერანთან" და ახლაც. მიმდინარე სეზონში ხალიჩაზე მხოლოდ ჩემპიონატის დასაწყისში, ქობულეთის "შუქურასთან" მოვიგეთ, რადგან ბალახზე ვვარჯიშობთ და მერე ხელოვნურზე გადასვლა ძალიან გვიჭირს. სასურველი იყო, ბუნებრივზე გვეთამაშა, მაგრამ რაც არის, არის.

- 0:2 დაუძლეველი შედეგი არ არის. საინტერესოა, ფეხბურთელებს რა განწყობა აქვთ?
- სამტრედიული მატჩის შემდეგ ხანმოკლე საუბარი გვქონდა... ორდღიანი პაუზის შემდეგ თბილისში შევიკრიბებით და წაგების მიზეზებსაც გავაანალიზებთ. ვეცდებით, განწყობა გავიუმჯობესოთ, რადგან ფეხბურთში ეს ფაქტორი დიდ როლს ასრულებს.

საერთოდ კი, 0:2-ის შემდეგ საპასუხო შეხვედრაში სასურველი ანგარიშით მოგება არც ძალიან ადვილია და არც ძალიან ძნელი.

- ანუ მოგების იმედი მაინც გაქვთ?
- რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რადგან, როგორც თავადვე აღნიშნეთ, ეს არ არის დაუძლეველი ანგარიში. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია, თავად ჩვენ როგორ მოვემზადებით, როგორ განვეწყობით მეორე მატჩისთვის და როგორ ვითამაშებთ.

- და მაინც, შანსებს როგორ შეაფასებდით?
- რა თქმა უნდა, "სამტრედიას" უფრო მეტი შანსი აქვს, თუმცა ვიმეორებ - ჩემპიონობის იმედი გადაწურული ნამდვილად არ გვაქვს.

- ითქვა, რომ საპასუხო შეხვედრაზე თბილისში დასაქმებული საჩხერელების მოსვლის იმედად ხართ და ამიტომაც დანიშნეთ მატჩი დედაქალაქში. მაგრამ რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისი ჩვენს ჩემპიონატს არ სწყალობს და ვითომ, ხალხი ჩემპიონატის ფინალით მაინც დაინტერესდება?
- ნამდვილად არ ვიცი. სამტრედიელებს ფეხბურთი რომ უყვართ და სტადიონს მუდამ ავსებენ, ეს ახალი ამბავი არ არის და შაბათსაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს. სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში კი დიდი სტიმული და სიამოვნებაა.

სხვათა შორის, სატრედიაში სურათი არ იცვლებოდა იმის მიუხედავადაც კი, გუნდი რომელ ლიგაში თამაშობდა. 1998-2000 წლებში ვმუშაობდი იქ და მაყურებლის პრობლემა არასოდეს გვაწუხებდა.

"ჩიხურას" რაც შეეხება, ერთგული ქომაგი გვყავს და იმედია, საჩემპიონო მატჩით თბილისელი გულშემატკივრებიც დაინტერესდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
რაც არუნდა ვტქვატ და ვწეროთ ჩიხურა გახდება ჩემპიონი იმიტომ რომ ეს ასე არის დაგეგმილი ეს ყველაფერი ფარსია და 11 შ თქვენც დარწმუნდებით, მე კი ვარ ჩიხურას ფანი მაგრამ სპექტაკლებს ბავშვობიდან ვერ ვიტან და არ ჯდება ჩემში
ფანფანი
08 დეკემბერი 2016 18:06
0
ფრუიდზე მაგარია იტსის ტავის საკმე პროფია 0დან დაიტკო რო იტოდეტ ცჰიხურას გუნდის ატკობა
gigilo
08 დეკემბერი 2016 13:31
0
შედეგს რას უძახი გუნდს რომელსაც სათამაშო და სავარჯიშო მინდორი არ აქვს ჩემპიონობისთვის იბრძვის.
საჩხერელი
07 დეკემბერი 2016 16:37
0
შედეგს რას უძახი გუნდს რომელსაც სათამაშო და სავარჯიშო მინდორი არ აქვს ჩემპიონობისთვის იბრძვის.
საჩხერელი
07 დეკემბერი 2016 15:56
0
ჩიხურა ჩემპიოონ!
DAA
07 დეკემბერი 2016 11:12
0
მითუმეტეს როცა ამდენი ხანია ასეთი სტაბილური და კარგი გუნდი რო გყავს შედეგი უნდა დაიდოს! და აქამდეც უნდა დადებულიყო უკვე!
ultranationalist
06 დეკემბერი 2016 18:10
0
ჯანგო ხარ თუ ჰეკლბერი ფინის ზანგი ცოტა კორექტულად ილაპარაკე, ძაან დაბოღმილი ვარ სოსო ფრუიძეზე აბა, და შენ ჩემზე მეტად გინდა უეჭველი ჩიხურას წარმატება
ultranationalist
06 დეკემბერი 2016 17:54
0
... ღირსია ფრეხბურთის ფედერაცია... სამტრედია კალაძეების კლანმა გაიყვანა, სამტრედიის გაჩემპიონება სამაგიეროა, პარლამენტი ხომ გამოჭედა კხიმ თავის დარი (...) ფეხბურთელებით. ახლა მათ დაუფასეს ... სამტრედიის გაჩმპიონება ვალის დაბრუნებას ჰგავს ძალიან. სადღაა საქართველოში ფეხბურთი და თბილისში, მიხეილ მესხზე, ამ ფარსზე მიმსვლელის ჭკვაც...
ვაი, ჩვენ თავს უბედურს....
06 დეკემბერი 2016 17:48
0
ultranationalist-ულტრაბოღმისტ!
06 დეკემბერი 2016 16:43
ფრუიძე წადი რა! წადი!!!


რაო ...,შენ დადგები სოსოს მაგივრად? არცერთ მწვრთნელს არ დაუყენებია ისე სტაბილური კლუბი საქართველოში როგორც ეს სოსომ მოახერხა და ნუ ხართ ღორულად უმადურები.
Jango
06 დეკემბერი 2016 17:14
0
ჩიხურა გამორჩეულად სტაბილური და საპატივცემულო კლუბია, ის მიდის მუდამ წინ და ამიტომაც მოხარული ვარ რომ ეს კლუბი წელს საქართველოს ვიცე -ჩემპიონი გახდება.

წარმატებები ბიჭებო ევროპალიგზე. ჯგუფურზე მენახოთ!
Jango
06 დეკემბერი 2016 17:12
0

სიახლეები პოპულარული