შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს - 23 იანვარს უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 25-ში კი - იორდანიის ეროვნულ გუნდს.
ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, გუნდი თბილისში, ანდრო ჟორდანიას სახელობის "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ნაკრებს "საბურთალოს" მცველი თედორე გრიგალაშვილი გამოაკლდა. ვაისის გუნდი დედაქალაქში მზადებას 19 ფეხბურთელით გააგრძელებს.
დღეს კი ნაკრების თავკაცი 14 საათზე სასტუმრო "ბომონდ გარდენში" პრესკონფერენციას გამართავს, ხოლო 16:45 საათზე ეროვნული ნაკრები თბილისის "დინამოს" ბაზაზე ღია
საქართველოს ნაკრები უზბეკეთსა და იორდანიასთან მატჩებისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება:
მეკარეები: როინ კვასხვაძე (ტორპედო), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია), ოთო გოშაძე (საბურთალო);
მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი (ჩიხურა), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი (ლოკომოტივი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე (ტორპედო), ჯიმი ტაბიძე (გენტი, ბელგია);
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია (დინამო ბთ), გიორგი განუგრავა (ჩიხურა), ოლეგ მამასახლისი (ტორპედო), ოთარ კიტეიშვილი, ბაჩანა არაბული, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ბექა ტუღუში (ტორპედო);
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"