
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, 25 იანვარს, დუბაიში მეორე ამხანაგური მატჩი იორდანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.
- საქართველოს ნაკრები იორდანიასთან დამარცხდა
აღსანიშნავია, რომ იორდანიას დღევანდელ დღემდე ზედიზედ 9 მატჩში არ ჰქონდა მოგებული. ბოლოს ჩვენმა მეტოქეებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოუგეს.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ის უკვე ზედიზედ 6 მატჩია ვერ იგებს. ჩვენმა ნაკრებმა ბოლოს ესპანეთის ნაკრები დაამარცხა (1:0) და ჩატარებულ ბოლო 13 მატჩში ეს ერთადერთი გამარჯვებაა.