იორდანია-საქართველო 1:0 - ვინ არის პასუხისმგებელი? [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა გადახალისებული შემადგენლობით მეორე ამხანაგური მატჩი გამართა დუბაის შეკრებაზე და იორდანიასთან 0:1 დამარცხდა.

გასაგებია, რომ ეს შემადგენლობა მართლაც გადახალისებული და ძალზე შორსაა ოპტიმალურისგან, თან აღარც ჩვენი ამბიციებია უსაზღვრო, მაგრამ საქართველოს არცერთი ნაკრები იორდანიასთან არ უნდა აგებდეს!

ამაზე ჩვენი გაზეთის შემდეგ ნომერში დავწერთ, დღეს კი ამ მცირე რეცენზიას მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე დაყრდნობით თუ გაახლებთ, რაკი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი სადღაც პირველი ტაიმის შუაში შეწყდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ისე, ნუთუ არ შეიძლებოდა დუბაიდან ნორმალური "ლაივსტრიმის" გაკეთება? პირველი მატჩისას უზბეკების რეპორტაჟს ჩამოვეკიდეთ,
მეორედ - იორდანიელებისას. და რას ვაკეთებდით ჩვენ?!

ანდა, მატჩის შედეგს კარგა ხანს რომ არ ვწერთ ფედერაციის ოფიციალურ საიტზე და არც ბოდიშს ვიხდით ჩაშლილი ტრანსლაციისთვის? ამით უკეთესობისკენ იცვლება რამე?

ვინ არის პასუხისმგებელი ამ მარცხისა და ზოგადად, შედეგისთვის?

ჩვენ დღეს შეგნებულად არაფერს დავწერთ ფეხბურთელებზე, მათ ცალკე წერილი მიეძღვნებათ ჩვენი გაზეთის მომდევნო ნომერში, ახლა კი ფეხბურთის ფედერაციის საიტზე რომ წერია, იმას გავიმეორებთ მხოლოდ - მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ალ დარდურმა გაიტანა.

აბა, სხვა რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!

მატჩის შემდეგ:
- ვაისი: ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ შეასრულეს მათი ვალდებულებები

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
25.01.17. დუბაი. "თეიაბ ავანა სთედიუმი"
იორდანია-საქართველო 1:0
გოლი: 1:0 ალ დარდური (45)
იორდანია: შაფი, რავაშდე, ჰათაბი, ზავაჰრე, ალდმერე, აბუამარა (61. რავაშადე), აბდულრაჰმანი, აიედი (89. აბუ დები), ალტამარი (69. ტალი), ფაისალი (79. ალბავაბი), ალ დარდური (70. სამირი).
სათადარიგოები: იასინი, აბულსატარი, სერალაჰი, ზეგრატი, დალდომი, მორჯანი, მარდე, შელბაი, ჰადადი.
მწვრთნელი: აბდულა მესფერი
საქართველო: მიგინეიშვილი, უ. ლობჟანიძე (63. თორ. გრიგალაშვილი), ტაბიძე, ხოჭოლავა, შერგელაშვილი (88. განუგრავა), ტუღუში (82. მამასახლისი), შონია (85. ხარაიშვილი), კიტეიშვილი, ს. ლობჟანიძე (79. ქიმაძე), დვალიშვილი, ზივზივაძე (46. არაბული).
სათადარიგოები: კვასხვაძე, გოშაძე, რეხვიაშვილი, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი.
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: ხოჭოლავა (16), შონია (38), ალდმერე (77), ზავაჰრე (81), დვალიშვილი (83)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
ზივზივაძე და არაბული ერთად უნდა ეთამაშებინა,შეთამაშებულები არიან.იორდანიას კი ასე ნუ ეხუმრებით,იორდანიაში პირველი გუნდია.
სოსო
28 იანვარი 2017 00:33
0
ბატონმა ვაისმა უნდა გააკეთოს განმარტება, თუ რატომ მიიწვია ნაკრებში მიგინეიშვილი, უ. ლობჟანიძე და დვალიშვილი.მათ ზიანის გარდა, კარგი არაფერი გაუკეთებიათ ნაკრებისთვის. განა ევროპული დონის სპეციალისტი ვერ ამჩნევდა რა დონის "ფეხბურთელებიც" არიან ისინი.ნაკრების მეკარე რომ დაახლ. 40 მეტრიდან გაუშვებს ბურთს, თვითონაც აღარ უნდა იკადროს კარში დგომა.
გივი271
26 იანვარი 2017 18:32
0
ჟურნალისტები ან რომელიმე ტელეკომპანიის წარმომადგენლები რატომ არ დადიხართ ნაკრების თამაშებზე??ფინანსები არ გაქვთ??

rezo
26 იანვარი 2017 16:47
0
მოკლედ რაღაც მოჯადოვებულ წრეზე დავდივართ მართ((( თითქოს გვაქვს პროგრესი, გავიხარებთ და... ვფიქრობ ვაის უნდა ვაცადოთ.პ.ს შეკითხვა საიტს : და ეს მასალა ფოტოები, ვიდეო, შემადგენლობა საიდან მოიპოვეთ??? თვენი ექსკლუზივია ?? თუ ფედერაციის საიტიდან .
საქართველოს ქომაგი
26 იანვარი 2017 15:30
0
ურთულესი მატჩი იყო... მე ვფიქრობ რომ მწვრთნელმაც და ბიჭებმაც ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი. გუნდთან რომელიც დღეს მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში გადის და მხოლოდ ერთი ბურთი გაგიტანოს ეს უკვე გამარჯვებაა.... ყოჩაღ ბიჭებო, ვამაყობ მე თქვენით. პროგრესი სახეზეა და ამის დამალვა მხოლოდ ქართული ფეხბურთის მტრებს უნდა.
P.S ისე გოლის ფრაგმენტი შემოუთავაზებიათ და მითხარით ვინმემ ბურთი დაინახეთ საერთოდ? უეჭველი გაგვიჩალიჩეს .... ა ხა ხა ხა ხა
P.S.S ვაი ჩვენს პატრონს
ფირალი
26 იანვარი 2017 15:13
0
მემგონი გააუქმეს ფეხბურთი საქართველოში და ჩვენ ვერ ვხვდებით , უბრალოდ არ გვეუბნებიან, ეს 30-50 კაციღა ვართ ვინც აქ კომენტარებს ვწერთ... :D :D ეს კაკაურიძეც ეჭვობს რაღასაც .:D :D/ ჩემოიონატი არგ გვაქ, მოედნები არგ გვაქ, ტრანსლაციები არ გვაქ, ფეხბურთელები ხო საერთოდ გადაშენდნენ დიდი ხნის წინ... ვეტერანი ფეხბურთელები პარლამენტში ზიან, მოედბების ადგილზე კორპუსებია, ან პლიაჟები , მემგონი მართლა გაუქმებულია
Vasili
26 იანვარი 2017 14:44
0
არცერთი ის ადამიანი,რომელიც ცინიკურ,უნიჭო კომენტარებს აკეთებს,სტადიონზე ნამყოფიც არ იქნება და შეიძლება ფეხბურთს ტელევიზიითაც არ უყურებენ
ნუკრი
26 იანვარი 2017 14:30
0
ბიჭო ვერ ხვდები? ჩვენ ჯამრთელობას უფრთხილდებიან და ამიტომაც შეწყვიტეს ტრანსლიაცია, ან ამ 11 აბდალი ყმაწვილის ფრატუნი რა საყურებელი იქნებოდა თუ ძმა ხარ.
დათო
26 იანვარი 2017 14:20
0
ყველა ფეხბურთის მოედანზე დაითესოს ბოსტნეული და ბაღჩეული,ტიტუ რა მიწები ცდება თავისი სარწყავი სისტემით.
quTaiseli
26 იანვარი 2017 14:12
0
მართლაც სამარცხვინო არის ფედერაციის საქციელი. განა ვერ ახერებენ, უბრალოდ არ უნდათ რომ ცოცხალი ინტერნეტ ტრანსლაცია გააკეთონ. მხოლოდ სკამის გულისთვის ხართ თქვენ მანდ. ამდენი შეცდომები გულშემატკივართან მიმართებაში არ გეპატიებათ! სულ ერთი არის თქვენთვის ქართული ფეხბურთი!
ლუკა
26 იანვარი 2017 13:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული