მართლაც, ვაისის ექსპერიმენტულმა გუნდმა ფიფას არაოფიციალურ დღეებში ორი მატჩი გამართა დუბაიში - 23 იანვარს 2:2 ითამაშა უზბეკეთთან, ხოლო 25 იანვარს 0:1 წააგო იორდანიის ნაკრებთან.
- იორდანია-საქართველო 1:0 - ვინ არის პასუხისმგებელი? [VIDEO+PHOTO]
- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]
ახლა ამ მატჩების ავკარგიანობაზე არ ვისაუბრებთ და არც იმაზე, რამდენად
- "კობის დაურეკეთ, ლინკი არაა-თქო" - სახალისო კომენტარები საქართველოს მატჩის "ლაივზე"
ვამბობთ იმას, რომ ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივრებმა ვერ იხილეს ამ მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია. იმათ, ვისაც ინტერნეტზე ხელი მიუწვდებოდა, უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციის წყალობით, პირველი მატჩის ცუდი ხარისხით ნახვის საშუალება მაინც ჰქონდათ, იორდანელთა ორგანიზებული ლაივ-სტრიმი კი ტექნიკური პრობლემის გამო პირველსავე ტაიმში შეწყდა.
არ ვამბობთ, რომ ტრანსლაციის მოწყობა სფფ-ის უშუალო მოვალეობაა, მაგრამ თუკი ბევრ ფულს ვხარჯავთ "ფეხბურთის პოპულარიზაციაში", "ვაპიარებთ" სხვადასხვა ღონისძიებას, ვატარებთ სამოყვარულო თასებს და თავადაც კარგად ვერთობით ასეთ ტურნირებში, ვფიქრობთ, სადღაც, ვალდებულიც იყო ქართული ფეხბურთის მთავარი ორგანო, ეზრუნა იმაზე, რომ ასეულათასობით ფანს ქვეყნის მთავარი გუნდის (როგორი შემადგენლობითაც არ უნდა ყოფილიყო) მატჩები ენახა, თუნდაც, ჩანაწერი...
სამწუხაროდ, მხოლოდ უნიათობასთან არ უნდა გვქონდეს საქმე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინებოდა, რომ ტელეტრანსლაცია... უზბეკთა მიზეზით არ იქნებოდა (იხ. 23 იანვრის "ლელო"). მეტიც, ფედერაციაში ირწმუნებოდნენ, რომ მეტოქე მხარის სურვილის გამო არც ე.წ. სტრიმი იქნებოდა და მატჩს ინტერნეტითაც ვერ ვიხილავდით.
"უზბეკეთთან მატჩი მათივე თხოვნით "დახურულია" და სტრიმი არ იქნება. იორდანიის საკითხი ხვალ გაირკვევა", - პასუხობდა სფფ-ის "ფეისბუქის" გვერდი.
სინამდვილეში კი უზბეკეთის ფედერაციამ მრავალი წინაღობა გადალახა საიმისოდ, რომ სტრიმი გულშემატკივრებს ეხილათ. იმ ხალხმა, რომელიც, თითქოს, მატჩის "დახურვას" ითხოვდა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თამაში გვეხილა. ვის რაში სჭირდება ასეთი ტყუილი, ბატონებო?
იორდანიელებმაც ბევრი იმუშავეს შეწყვეტილი სტრიმის აღსადგენად, მაგრამ ეს ვერ შეძლეს დუბაის სტადიონზე არსებული ცუდი ინტერნეტის გამო. მაგრამ მათ სცადეს მაინც, ყველაფერი იღონეს, რომ გულშემატკივრები გაეხარებინათ.
ბუნებრივია, არც ის გვავიწყება, თუ ვისი უშუალო მოვალეობაა ქვეყნის ეროვნული ნაკრებების თამაშების ჩვენება - ორგანოსი, რომელიც ჩვენი გადასახადებებიდან ფინანსდება - "საზოგადოებრივი ტელევიზიის".
ამას წინათ ლევან კობიაშვილმა თქვა, ერთი პროცენტითაც რომ შეეშალა სფფ-ის მმართველობაში ხელი ჩემს პარლამენტარობას, პოლიტიკოსის კარიერაზე უარს ვიტყოდიო. საინტერესოა, ეროვნული ნაკრების ორი მატჩის ვერჩვენება გულშემატკივრებისთვის ვერ "ქაჩავს" იმ ერთ პროცენტამდე?!
დეპუტეტაებს ყველგან მართლა აქვთ უფრო მეტი დრო, ვიდრე მაგალითად მძღოლს ან მუშას. ჩემი აზრით საქართველოში დეპუტატები ვერ ან არ მუშაობენ. წინა პარლამენტებში ხალხს ვერ კრიბავდნენ, არ მონაწილეობენ ყოველდღიურ კანონშემოქმედებაში. ეს არის სამწუხარო "ტრადიცია". ასე რომ უაზრო მე კი არ გადმოვაფრქვიე, თქვენ მპასუხობთ უაზრო არგუმენტებით, რაც ძალიან გავს ახალგაზრდა იურისტების შეფის ან ადვიკატთა ასოციაციის შეფის (აი ცოტა მატორზე რომ ვერაა) იმათ არგუმენტებს. კეთილი ინებეთ და შეხედეთ იმ რეალობას თვალებში რაც გვაქვს. ეტყობა თქვენც ეგეთივე გაყოყოჩებული არასამთავრობო ხართ. ჩემი აზრი რაც ჩამოვწერე ემსახურება იმას რომ: ეს თამაშები იყო აუცილებელი, თუნდაც იმიტომ რომ ზოგიერთი თქვენნაირი ითხოვდა ნაკრების ადგილობრივებით დაკომპლექტებას. ორი ფეხბურთელი არ უთქვია რომ ძველიო. ჰოდა თუ მართლა მოძებნა თუნდაც 2 ახალი, მე ეს დიდ წარმატებად მიმაჩნია. ქომაგი თუ ხარ ქომაგი უნდა იყო, ხვალის იმედით. ოღონდ უნდა იცოდე რომ ქართული ფეხბურთი ძალიან დაბლა არის დაცემული და იმ ჯურღმულიდან ამოსვლას მოთმინება და წლები ჭირდება.