გიორგი ჯიქია: საიდან მოიტანეთ, რომ საქართველოს ნაკრების საკითხი დახურულია?

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა მცველმა გიორგი ჯიქიამ რუსულ "სპორტ ექსპრესს" ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი ჯიქია ამხანაგური მატჩებისთვის რუსეთის ნაკრებში იხმეს და ამას წინათ, მის სანახავად "სპარტაკის" თამაშს რუსეთის ნაკრების მწვრთნელიც დაესწრო. ჯიქიას ხილვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც სურთ და უკვე ისე ჩანდა, თითქოს საკითხი გადაწყვეტილი იყო - ჯიქიას რუსეთის ნაკრებში უნდა ეთამაშა, მაგრამ თავად ფეხბურთელის თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

- ცოტა ხნის წინ საქართველოში იყავი?
- დეკემბერში ვიყავი, ცხოვრებაში პირველად. კარგად მიმიღეს. იმდენი ნათესავი მყავს იქ...
ყველა მოვინახულე. ახალ წლამდე მსურდა დარჩენა, მაგრამ დამირეკეს: სასწრაფოდ მოსკოვშიო. ასე იყო საჭირო. სამედიცინო შემოწმებაზე ჩამოვედი და "სპარტაკთან" კონტრაქტი გავაფორმე, შემდეგ მუზეუმიც დავათვალიერე...

- ქართველებს, ისე, როგორც არავის, შეუძლიათ ადამიანის გადარწმუნება. თქვენს გადარწმუნებასაც ეცადნენ?
- ეროვნულ ნაკრებზე მესაუბრებით? იყო საუბრები. ეს საუბრები დიდი ხნის წინ დაიწყო. გადარწმუნებას აზრი არ აქვს. მოწვევა მაქვს საქართველოდან, მოვწონვარ. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

- ერთი წუთი... საკითხი ხომ უკვე დახურულია?
- საიდან მოიტანეთ, რომ საკითხი დახურულია? ჯერ არა.

- რუსეთის ნაკრებში გამოგიძახეს...
- საკითხი იმ შემთხვევაში დაიხურება, თუ ოფიციალურ მატჩში ვითამაშებ. ჯერ არ დახურულა, ვფიქრობ. მაგრამ ახლა მთელი კონცენტრაცია "სპარტაკზე" მაქვს.

- რამდენიმე წლის წინ რომ შემოეთავაზებინათ შენთვის საქართველოს ნაკრებში თამაში, წამითაც არ დაფიქრდებოდი?
- დიდი ალბათობით, კი. მაგრამ მაშინ არავის ვჭირდებოდი...
მკითხველის კომენტარები / 26 /
სხვისი განსჯა ადვილია და პატრიოტიზმე აპელირება მით უფრო, ნაკრებში თამაში იდეაფიქსია კი არ უნდა იყოს!!!
musenbezi
18 თებერვალი 2017 01:41
0
იოზილი ქურთია და არა თურქი ისევე როგორც გიუნდოგანი და ამიტომ ქურთს თურქის სახელით თამაშს ნებისმიერი სხვა რამის ქნა ურჩევნია
ბაჩო გ
18 თებერვალი 2017 01:18
0
რაღაცით ახალგაზრდა ხურცილავას მაგონებს საქართველოს ნაკრებისთვის საჭიროა
გიორგი
18 თებერვალი 2017 00:07
0
ეს კაცი საქართველოს ნაკრებით აშანტაჟებს რუსეთის ნაკრების მწვრთნელს....რას აპიარებთ?....
kaplan
17 თებერვალი 2017 22:45
0
ყველაფერი უნდა ვიღონოთ ჯიქიას ნეკრებში თამაშისთვის..არ უნდა მივცეთ რუსებს,ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები..
simartle
17 თებერვალი 2017 16:19
0
Dato-ს ანუ "ქვეყნის პატრიოტს". რატომ ლანძღავ ამ კაცს. ეს ერთი. მეორე. რატომ ადარებ ჯიქიას, რომელიც რუსეთში დაიბადა და ჩამოყალიბდა ანანიძეს, რომელიც საქართველოში დაიბადა და გაიზარდა? ფოცხვერიას კი ბატონო შეადარე, მაგრამ ჯანოს შეეშვით. ჯანო ვალდებული იყო ჩვენს ნაკრებში ეთამაშა, იმიტომ რომ საქართველო მისი სამშობლოა. რაც შეეხება ჯიქიას, საქართველო არ არის მისი სამშობლო. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, მისი მშობლების სამობლო თუ ღრუზია. ასე რომ ...
nodo
17 თებერვალი 2017 16:11
0
იქნებ კამორანეზის გვარით დაინტერესდე და წარმომავლობა გაარკვიო წარმოშობით იტალიელია და იტალიის ნაკრებში ითამაშა რამ გაგაკვირვა მაგას ვთხოვთ ამ ბიჭს მეტს კი არაფერს
Unknown
17 თებერვალი 2017 16:10
0
koka - "პატრიოტული სული არ გააჩნია. გვჭირდება ასეთი ფეხბურთელი?". აბა შენა ხარ!!!! კობაია ბიჭო, საიდან იცი, რომ პატრიოტული სული არ გააჩნია, სიცრუის დეტექტორზე გყავდა დასმული? მე ვერაფერი მაგის მსგავსი მის ინტერვიუში ვერ აღმოვაჩინე. პირიქით კი მომეჩვენა და დარწმუნებულიც ვარ ისტორიული სამშობლოს ნაკრებში ითამაშებს. თუმცა ვერც იმაში ვხედავ პრობლემას თუ იმ ქვეყნის ნაკრებში ითამაშებს, სადაც დაიბადა და ჩამოყალიბდა ფეხბურთელად. აი ანანიძეს რომ ექნა ასეთი რამ .. ოოოოო, ეს უკვე სხვა საკითხი იქნებოდა.
nukri
17 თებერვალი 2017 16:05
0
რა წაიღეთ ამ ჯიქიათი ტვინი?! ჯერ ერთი, იმ დონის მოთამაშე არ არის ამდენ ამბად რომ ღირდეს, და მეორე კიდევ, სამშობლოს თემით არ ვაჭრობენ! ამისთვის საკითხი დახურული უნდა იყოს უკვე ჩვენი ფედერაციის მხრიდან! არ უნდოდა თავის დროზე და კარგად ჭიკჭიკებდა, რუსეთისთვის უნდა ვითამაშოო. ეხლა ალბათ შეატყო იქ დიდი კონკურენციაა და გაახსენდა "საქართველო". პატივი ეცით საქართველოს და ასეთ ოპორტუნისტებს თავი გაანებეთ! ამით იგივე მიხეილ ფოცხვერიას ან ჯანო ანანიძის გმირულ ნაბიჯებს დააკნინებთ, რომლებმაც ერთი ადგილის თამაშის და ბევრი ხვეწნა-მუდარის გარეშე მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ნებისმიერ აზროვნებით და შეგნებით ქართველს უნდა მიეღო!
Dato
17 თებერვალი 2017 16:02
0
თუ საქმე იმაშია სად უფრო უკეთესად იქნები მაშინ უბალეშიკეთ გერმანიის ნაკრებს ქართველმა ქომაგებმა. იქ სულ გამარჯვებულები იქნებით!
ქომაგი
17 თებერვალი 2017 15:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული