ვლადიმირ ვაისი: ეს ჯანო ანანიძის საუკეთესო პოზიცია არაა... მე მას სხვაგან ვხედავ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურის მატჩს დაესწრო, სადაც ერთმანეთს საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივი" და ჯანო ანანიძის "სპარტაკი" დაუპირისპირდნენ.

- მინდა, გიორგი ჯიქიამ საქართველოს ნაკრებში ითამაშოს - ვლადიმირ ვაისი რუსეთშია

მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი, როგორც ჩანს, რუსული მედიისთვის საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. თამაშამდე ვაისი ერთ-ერთ ტელევიზიაში მიიწვიეს, სადაც გიორგი ჯიქიაზეც ისაუბრა, მატჩის შემდეგ კი ნაკრების მწვრთნელი რადიო "სპორტ ფმ"-ის სტუმარი იყო.

"მოსკოვში სპეციალურად ჯანო ანანიძისა და საბა კვირკველიას თამაშის სანახავად ჩამოვედი.
მიხარია, რომ ჯანომ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

ანანიძემ "სპარტაკში" ფორვარდის უკან ითამაშა. ჩემი აზრით, ეს მისი საუკეთესო პოზიცია არაა. მე მას სხვაგან - ფლანგზე ან ნახევარდაცვის სიღრმეში ვხედავ.

მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელ იური სიომინს იმისთვის, რომ "რუბინიდან" კვირკველია წამოიყვანა და მას შანსი მისცა", - თქვა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ნახევარი ავადაა მაგ სასტავიდან)))
შოთა-ს
21 მარტი 2017 10:54
0
შოთა-ს. ოქრიაშვილიო!!! გუშინ ოპერაცია გაიკეთა და 24-ისთვის უკვე მზად იქნება? რა ოქრიაშვილი თუ ძმა ხარ. მომავალი შესარჩევის სასტავი გაჩითე!!! მაშინ ბოდიში.
kaki
21 მარტი 2017 10:36
0
butxa-ს. შეიძლება რომელიმე ფეხბურთელი არ მოგწონდეს და ეს შენი აზრია, მაგრამ კაცს რატომ აყენებ შეურაცყოფას? "ჩამოუთრევია"-ო ამბობ! შენ საიდან ხარ ჩამოთრეული? შემთხვევით კინჩხიდან ხომ არა? (ბოდიში კინჩხელებს).
lomu
21 მარტი 2017 10:33
0
მაინც ჩამოუთრევია დვალიშვილი.რა პონტში იდზახებენ ამ უსარგებლო კაცს.ტიპს თავდამსხმელი ქვია და 5 წელია ბურთი არ გაუტანია
butxa
21 მარტი 2017 02:19
0
სათადარიგოები: მაკარიძე, კვასხვაძე, რევიშვილი - გ.ჯიქია, ო.კაკაბაძე, ნავალოვსკი, ლ.დვალი, ცისკარიძე, მ.კობახიძე - ს.კობახიძე, გ.მერებაშვილი, ნ.კვეკვესკირი, ჰუფნაგელი, დაუშვილი, აბურჯანია, გოგია, არაბიძე - ნ.კაჭარავა, გ.ჭანტურია, ბ.ზივზივაძე, სხირტლაძე
შოთა
21 მარტი 2017 01:04
0
ლორია - ხოჭოლავა, ს.კვირკველია, გ.კაშია - ჯ.ანანიძე, კანკავა, გვილია, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი - მჭედლიძე, ქვილითაია

ეს გუნდი ათამაშე ვაისს
შოთა
21 მარტი 2017 01:01
0
ვაისი ნამდვილდ კარგი მწვრთნელია.მაგრამ კონტიგენტი...
Gia
20 მარტი 2017 22:52
0
ვაისი კარერაზე უკეთესი მწვრთნელია ნამდვილად.
ნიკა
20 მარტი 2017 21:15
0
კარებში დააყენე ბარემ ჯანო:) კარერაზე უკეთ იცი შენ მაგ ამბავი დავიჯერო?:)|ისემც რა გითხრა მე შენ.დვალიშვილს რომ თავდასხმაში ათამაშებ ჯანო რომ კარში დააყენო არც ეგ გამიკვიედება შენსგან
ucha
20 მარტი 2017 18:59
0
სისწრაფეები ყოველდღიურად იზრდება. ჩვენიანებმა რამე თუ არ მოიფიქრეთ ისევ „ტურისტებად“ დარჩებით და ამ ჩემპიონატსაც შემდეგისთვის მოსამზადებლად გამოიყენებთ!
მე მიყვარს ფეხბურთი
20 მარტი 2017 18:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული