თემურ ფარცვანია: იმედი მაქვს, საქართველოს პასპორტი ამ ზაფხულს მექნება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა, დონეცკის "ოლიმპიკის" 25 წლის მცველმა თემურ ფარცვანიამ Sport Arena-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მოქალაქეობის შეცვლის პროცესზე ისაუბრა და ასევე ახსნა მიზეზი, თუ რატომ არ იმღერა ცოტა ხნის წინ უკრაინის ეროვნული ჰიმნი...

შეგახენებთ, რომ უკრაინის მოქალაქეობის მქონე ფარცვანია, რომელსაც ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, პასპორტის შეცვლასა და საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურით თამაშს აპირებს.

- თემურ ფარცვანია: საქართველოს მოქალაქეობას ვიღებ, დანარჩენი კი ვაისმა გადაწყვიტოს

- ზამთარში იყო საუბარი იმის შესახებ, რომ მოქალაქეობის შეცვლასა და საქართველოს ნაკრებში თამაშს აპირებ. როგორ
მიმდინარეობს პროცესი?

- ჯერჯერობით უკრაინაში ვარ. ყველა დოკუმენტის გასაფორმებლად, საქართველოში ყოფნა მჭირდება. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად დასრულდება. უკვე განვაცხადე, რომ ნაკრებში მინდა თამაში. უბრალოდ, ჩასვლა, ყველა საბუთზე ხელმოწერა და პროცედურის გავლაა საჭირო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულისთვის ამ ყველაფერს მოვაგვარებ.

- შევამჩნიე, რომ თამაშის წინ უკრაინის ჰიმნის შესრულების დროს, ხელს გულზე აღარ იდებ. მაგალითად, ასე იყო "დინამოსთან" შეხვედრისას. არადა, უწინ ამას ყოველთვის აკეთებდი. ეს პრინციპია?
- არა, გულის სიღრმეში ყოველთვის ვმღერი უკრაინის ჰიმნს, ის ზეპირად ვიცი. ხმამაღლა კი მატჩის წინ ხან ვმღერი, ხან - არა. დამიჯერეთ, ამას განგებ ნამდვილად არ ვაკეთებ, არც მიფიქრია ამაზე (იცინის).

თუ შეამჩნიეთ, ჩემი ყველა თანაგუნდელი არ მღერის ჰიმნს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მათ უკრაინა არ უყვართ?

მე მიყვარს უკრაინა, ვიცი ჰიმნი და აი, ნახავთ, მომავალი თამაშის წინ მოედანზე გასული აუცილებლად დავიდებ ხელს გულზე".
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატო ჭიანურდება მოქალაქეობის ამბავი ასე ძალიან? წინა ხელისუფლების დროს ასეთი აუცილებლობა მალევე გვარდებოდა.გვახსოვს გრიგალავას ამბავი და თუნდაც საქართველოს სახელით მოთამაშე სხვა სახეობებში არაქართველი სპორტსმენების ამბები......
ბაჩო გ
21:56 21-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული