"ვაკო ყაზაიშვილი მთელი ღამე ტიროდა და ფაქტობრივად, არ ეძინა"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე ვაკო ყაზაიშვილზეც ისაუბრა.

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

სლოვაკი სპეციალისტის თქმით, სერბეთთან საგოლე შანსის გამოუყენებლობისა და კრიტიკის გამო ყაზაიშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და თანადგომა სჭირდებოდა.

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

"ხალხმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მას პირადი პრობლემებიც ჰქონდა. ფეხბურთელს ყოველთვის გატანა უნდა. სერბეთის წაგებული მატჩის შემდეგ იგი ძალიან გააკრიტიკეს და ეს დღეები ვაკოსთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო.

შეხვედრის შემდეგ ყაზაიშვილი მომხდარს
ძალიან განიცდიდა, ფსიქოლოგიურად გატეხილი იყო, მთელი ღამე ტიროდა და ფაქტობრივად, არ ეძინა. ახლა მას ჩემი და ყველას თანადგომა სჭირდება.

თავადაც მსურდა, რომ ჩვენთან ყოფილიყო, ეთამაშა და ამით გამემხნევებინა. საქართველოს ნაკრებს კი მისი დონის ფეხბურთელები სჭირდება", - თქვა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 61 /
პატივცემულო ადვოკატობა ყველა წესიერი და უწესო გზებით კლიენტის დაცვას ნიშნავს? მორჩი რა შავზე მტკიცებას, თეთრიაო
zaza-s
29 მარტი 2017 16:08
0
ზაზა არ გინდა ფილოსოფია, 2 კაცი ერთ მეკარეზე პასი უნდა, ის თუ ვერ გაიტანდა , ჯანოს მოეკითხებოდა
ზურაბი
29 მარტი 2017 15:57
0
ემჩნევა რომ უმეტესობა ქართველების და ნაკრების ფეხბურთელებიც ფიქრობენ რომ დედამიწა ბრტყელია და სპილოს ზურგზე დგას
jordano
29 მარტი 2017 15:43
0
კარგია, რომ ასე განიცადა მოინდომებს და მსგავსი აღარ მოუვა, ვაკოს რო დაემართა ეს იმიტონ გვეწყინა ასე აბა სხვას, რომ დამართოდა ერთს გავიცინებდით შევიგინებდით და დაგვავიწყდებოდა. საკლუბო საქმეები ააწყოს და მერე ყველაფერი გამოვა.
jjj
29 მარტი 2017 15:37
0
მჭედლიძე პირისპირ გაიყვანეს და ვერ გაიტანა, ვაკომ არ უპასა და ვერც გაიტანა....ჩათავდა შესარჩევი ციკლი და ახლა რამდენიც გინდა იტიროს, კი არ უნდა იტირონ, უნდა ისწავლონ კოლექტიური თამაში, ხომ ნახეთ მესმა მეორე პენალი პსჟ-სთან არ დაარტყა, იცის პროფესიონალმა, რომ შეიძლება ორი პენალი ერთ მატჩში ზედიზედ ვერ გაიტანო.
დათო
29 მარტი 2017 15:30
0
ეს იყო უპასუხისმგებლობა და თუ ამას ხვდება ძალიან კარგი. ერთი ღამე თუ არ ეძინა - გადაიტანს როგორმე. არც ჩვენ გვძინავს ხოლმე ათასი მიზეზის გამო. ესაა ცხოვრება, შეცდი და კრიტიკაც უნდა აიტანო, მერე კი გამოასწორო... სულ ვერ გეფერებიან რა
Levani
29 მარტი 2017 15:08
0
უჩას:
საქართველო-დანიის მატჩში გამარჯვების შემთხვევაში დიდი შანსი იყო ქვეჯგუფიდან გასვლისა.2:2-ზე თბილისში შოთა არველაძემ ბოლო წუთებზე 2 მეტრიდან ბურთს ფეხი ააცილა და კინაღამ წაიქცა(რა თქმა უნდა,ვეღარ გაიტანდა)...
ეჭვი გეპარება არველაძის პროფესიონალიზმში?
რევაზ ჩელებაძემ ერთხელ 1 მეტრიდან ააცილა სსრკ-ს ჩემპიონატში ცარიელ კარს ბურთი...კაცი ნაკრებში იყო...
ეს ფეხბურთია.პასი რომ არასწორი ყოფილიყო?თამასგარე რომ მიეცა?ჯანოს რომ ვერ გაეტანა?
დარტყმა სწორი გადაწყვეტილება იყო 3-4 მეტრიდან.
zaza
29 მარტი 2017 15:07
0
ოთარი
100% მართალი ხარ!

ჯორდანო
დედამიწა ბრტყელია და თუ არ გჯერა გადაამოწმე მაგრამ სიმრგვალეს ვერ დაამტკიცებ არ მტკიცდება ეგ შენ როგორც სკოლაში გასწავლეს მასე ;)
buki
29 მარტი 2017 14:48
0
ქარტველებს არველადზეები მაგის გამო სჰეეზიზგატ სულ ტვიტონ რომ უნდოდატ ტავის გამოცჰენა და მივიგეტ მარტო რეკლამა
vaxos
29 მარტი 2017 14:33
0
ბალიშის და შარვლის დასველება რა ფეხბურთელის საქმეა?!
ამას მარგველას იავნანაც ვეღარ გამოასწორებს
ნატალი შენ თუ გჯერავს ამ ზღაპრების არ ჯორდანოსი არ გჯერავს და დხესაც ფიქრობ ალბათ რომ დედამიწა ბრტყელია
jordano
29 მარტი 2017 14:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული