"ვაკო ყაზაიშვილი მთელი ღამე ტიროდა და ფაქტობრივად, არ ეძინა"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე ვაკო ყაზაიშვილზეც ისაუბრა.

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

სლოვაკი სპეციალისტის თქმით, სერბეთთან საგოლე შანსის გამოუყენებლობისა და კრიტიკის გამო ყაზაიშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და თანადგომა სჭირდებოდა.

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

"ხალხმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მას პირადი პრობლემებიც ჰქონდა. ფეხბურთელს ყოველთვის გატანა უნდა. სერბეთის წაგებული მატჩის შემდეგ იგი ძალიან გააკრიტიკეს და ეს დღეები ვაკოსთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო.

შეხვედრის შემდეგ ყაზაიშვილი მომხდარს
ძალიან განიცდიდა, ფსიქოლოგიურად გატეხილი იყო, მთელი ღამე ტიროდა და ფაქტობრივად, არ ეძინა. ახლა მას ჩემი და ყველას თანადგომა სჭირდება.

თავადაც მსურდა, რომ ჩვენთან ყოფილიყო, ეთამაშა და ამით გამემხნევებინა. საქართველოს ნაკრებს კი მისი დონის ფეხბურთელები სჭირდება", - თქვა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 61 /
ანანიძე ხომ დაინახავდა და მისცემდა პასს??? რა ვერ დაინახა?მაშინ ბრმა ყოფილა..დაძახებაც ვერ გაიგონა?მაშინ ყრუ ყოფილა...ნაკრებია თუ საავადმყოფო???კიდეც დაინახა და კიდეც გაიგონა მაგრამ არ მიცა პასი თავად უნდოდა გატანა,მაგ ბიჭს ეგეთი გამოხდომები ახასიათებს და ხელი კი არ უნდა დავაფაროთ უნდა მიუთითOთ რომ მეტი აგარ გააკეთოს
ucha
29 მარტი 2017 14:10
0
ყური მიგდეს:
და ანანიძეს რომ ვერ გაეტანა(რა გარანტია გაქვს,რომ გაიტანდა?მილიონ ვიდეოს დაგიდებ,ვარსკვლავებს ცარიელ კარებში რომ ვერ გააქვთ...),მერე რას იტყოდით,კარები ვერ დაინახაო?და თუ დაინახა რატომ არ დაარტყაო?
საფეხბურთო თვალსაზრისით სწორედ მოიქცა.სხვა საქმეა,რამდენად ხარისხიანად გააკეთა ეს.როცა კარიდან 3-4 მეტრზე დგახარ,იქ პასი ზედმეტია.
zaza
29 მარტი 2017 14:08
0
zaza
29 მარტი 2017 13:11
მიმაჩნია,რომ სწორად მოიქცა.უნდა დაეერყა და პასი არ უნდა მიეცა.მანდ პასი ზედმეტი იყო.თავდამსხმელმა მანდედან თუ არ დაარტყა,მაშ საიდანღა უნდა დაარტყას?
რა თქმა უნდა,მაგ ერთ მომენტს ვერ დავაბრალებთ წაგებას.ტაიმში ნახევარდაცვამ მინიმუმ 5-6 ეგეთი საგოლე მომენტი უნდა შექმნას,რომ მომენტები გამოიყენო (ყელვას ვერ გაიტან)და თამაში მოიგო.
ახლა,ასე ძალიან რომ სჭირდებოდა მოგება საქართველოს,თორემ მაგას მეკარე მაინც ედგა წინ... იმდენი ფეხბურთელები მინახია,ცარიელ კარებში რომ ვერ გაუტანიათ,ვინ მოსთვლის----აი კიდევ ერთი ყაზაიშვილი
ucha
29 მარტი 2017 14:06
0
როცა მჭედლიძე ერთი ერთზე გაიყვანეს უელსთან და ვერ გაიტანა ეს გასაგები იყო. უთამაშებლობა და კლასისი ნაკლებობა (ზოგადად ჩვენი ფეხბურთის სენი).
ყაზაიშვილს კი სულ სხვა რამ დაემართა მწარედ თუ ვიტყვით "გმირობა" მოუნდა 2:0-ზე ბევრი რამ იცვლებოდა
სხვაგვარად თუ ვიტვით მოედანს ვერ ხედავს ანუ ისევ უკლასობა.
პირდად მირჩევნია მიზეზი მეორე იყოს, მაგრამ რამდენიც არ უნდა გაამართლონ იმ მომენტში ეგოიზმა დაღუპა.
ერთადერთი კარგი ისაა გულთან, რომ მიუტანია ის რაც მოხდა. მთელი ცხოვრება ემახსოვრება და სხვა დროს მასეთი შეცდომა არ მოუვა.
ოთარი
29 მარტი 2017 13:54
0
მესმის, ვაკო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ასთი შეცდომა კარგმა ფეხბურთელმა არ უნდა დაუშვას. სერბია ანდორა ხომ არაა დილიხორზე ეთამაშო. თუ ინერვიულა ესე იგი მეორედ აღარ გააკეთებს. კრიტიკა საჭიროა, მაგრამ ზომაზე. ზოგიერთი კი არ აკრიტიკებს გაბოროტებულ ლამძღვას უფრო გავს. ასეთი ქვემძრომების სისინი ვაკომ ფეხებზე უნდა დაიკიდოს. ღირსეული ადამიანები არ ილანძღებიან. მდაბიოს კი ნუ მოუსმენ.
akaki
29 მარტი 2017 13:53
0
წარმატებები ვაკოს!!! გისურვებთ წინსვლას!!! ჩვენს უკან საქართველოა!!!
engelbreqt
29 მარტი 2017 13:51
0
პრობლემაც ზუსტად მაგაშია ფსიქოლოგია არ გვივარგა თვით დაჯერება გვაკლია რომ სხვაზე ნაკლები არ ვართ, თუ დააკვირდებით ყოველთვის მეორე თამაშს უკეთ თამაშობენ როდესაც მიყოლებით არის თამაში ვიდრე პირველს, ტირილით საქმე არ გამოვა მუშაობაა საჭირო, წარმატებებს უსურვებ ვაკოსაც და მთლიანად ნაკრებს
zmo
29 მარტი 2017 13:33
0
შოტლანდიასთან რო მოგვაგებინა ხო კაი ბიჭი იყო, თუმცა ხალხმაც რა ქნას, დაიღალა უკვე, ხალხსაც უნდა ერთხელ მაინც წამოვიდეს სტადიონიდან გამარჯვებული, ვაკო რო სუფთა პროფესიონალია და კარგი პიროვნებაა ამას მტკიცება არ უნდა და სწორედ მაგისგან გაუკვირდა ხალხს ასეთი თამაში, თუმცა ტრაგედიას ნუ შევქმნით, ბაჯო გაიხსენეთ და სხვა დიდი ფეხბურთელები,მათაც მოსვლიათ შეცდომები, ვაკო გული არ გაიტეხო ძმაო, მძიმე სეზონი გქონდა და გვესმის შენი, გააგრძელე ძველებურად შრომა და დაგიფასდება ისევ...
გია
29 მარტი 2017 13:28
0
jordano-ს. ქილიკი არაა კაი საქციელი. პირიქით ასეთ სიტუაციაში ადამიანი უნდა გაამხნევო. ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შენ კი ასეთ " აზროვნებით", ჯორდანო ბრუნოს ბედს იმსახურებ (იცი კი ვინ იყო ჯორდანო ბრუნო! არა მგონია..).
ნატალი
29 მარტი 2017 13:24
0
რაზე ნერვიულობს?
თუ ვერ დაინახა ანანიძე, არ ყოფილა ფეხბურთელი..და ტუ დაინახა და ამინც ა რმიცა პასი..მაშინ რა ყოფილა?
რა თანადგომა? ითამაშოს კაცურად და დაუდგება ყველა გვერდზე..საეთოდ ვფიქრობ, ტყუილად ვამყარებთ ამ კაცზე იმედს..არ იქნება ეგ დიდი ფეხბირთელი...პოლონურ გუნდსაც კი არ უნდა, არ გამოსიყიდის...წავ აუკან და დაჯდება სკამზე..ნაკრებში კი, მე რომ ტრენერი ვიყო, იმ მომენტის შემდეგ ერტი 5 თამაშს მაინც არ გამოვუუშვებდი მოედანზე
ყური მიგდე
29 მარტი 2017 13:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული