შემრცხვა და წავედი! - მარიან პაჰარსი თბილისში წაგების შემდეგ გადადგა

AutoSharing Option
საქართველოსთან ამხანაგურ მატჩში 0:5 მარცხის შემდეგ ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პოსტიდან გადადგა...

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

მარიან პაჰარსი, ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"საქართველოს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. თქვენ კარგი ნაკრები გყავთ და ყველანაირი ასპექტით სრულფასოვანი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ კი, ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდად ვითამაშეთ.

რამდენიმე დღის წინ შვეიცარიის ნაკრებთან წავაგეთ, მაგრამ ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ. საერთოდ, ბოლოს სხვა შეხვედრებსაც კარგად ვთამაშობდით, დღეს კი არაფერი გამოგვივიდა. საქართველოსთან დიდი ანგარიშით წაგებას არც ახსნა აქვს და არც - გამართლება.

ვერაფრით
ამიხსნია, ფეხბურთელებს რა დაემართათ, თავდადებისა და ემოციების გარეშე ვითამაშეთ. ეს ჩემთვის მიუღებელი და ძნელი გასაგებია, მაგრამ ფაქტია, რომ მათთვის ყურება მრცხვენოდა.

შესაძლოა, ეს გადაღლილობის შედეგი იყო, რადგან შვეიცარიიდან თბილისამდე ხანგრძლივი ფრენა მოგვიხდა. თუმცა, ფეხბურთში ასე ხდება - შესაძლოა, დაიღალო, მაგრამ ასე თამაში არ შეიძლება. ასეთი თამაშის შემდეგ თავმოყვარე მწვრთნელი გუნდში აღარ დარჩებოდა და მეც ახლა იმავეს ვფიქრობ.

ფეხბურთის ფედერაციას მივმართავ, რომ ჩემი შემცვლელი მოძებნოს, რადგან მუშაობას ვეღარ გავაგრძელებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
pirveli komentari cavikitxe.da heidzleba igive itqvas dgevandel federacis prezidentzec.
S.P
29 მარტი 2017 14:56
0
ფეხბურთელიც პროფესიონალი იყო საქმისადმი მიდგომით და მწვრთნელიც ეგეთი გამოდგა.ბრავო
კახა ქირია
29 მარტი 2017 14:56
0
ჰოჰო, ცხადაძე გამახსენდა ესტონეთთან წაგების მერე. როგორ გვანან)))
hoho
29 მარტი 2017 13:20
0
აი კაცი,უყვარს სამშობლო-იცის რომ ცუდი გაუკეთა სამშობლოს და გადადგა. ჩვენ როდის მივალთ ამ დონემდე, უფრო სწორედ ნამუსი როდის დაბრუნდება? -ისეთი ცხონებულ გივი ნოდიას რომ ჰქონდა-დინამომ 5-1 წააგო ავსტრიაში და გადადგა...
შევარდენი 1906
29 მარტი 2017 13:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული