- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]
მარიან პაჰარსი, ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"საქართველოს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. თქვენ კარგი ნაკრები გყავთ და ყველანაირი ასპექტით სრულფასოვანი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ კი, ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდად ვითამაშეთ.
რამდენიმე დღის წინ შვეიცარიის ნაკრებთან წავაგეთ, მაგრამ ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ. საერთოდ, ბოლოს სხვა შეხვედრებსაც კარგად ვთამაშობდით, დღეს კი არაფერი გამოგვივიდა. საქართველოსთან დიდი ანგარიშით წაგებას არც ახსნა აქვს და არც - გამართლება.
ვერაფრით
შესაძლოა, ეს გადაღლილობის შედეგი იყო, რადგან შვეიცარიიდან თბილისამდე ხანგრძლივი ფრენა მოგვიხდა. თუმცა, ფეხბურთში ასე ხდება - შესაძლოა, დაიღალო, მაგრამ ასე თამაში არ შეიძლება. ასეთი თამაშის შემდეგ თავმოყვარე მწვრთნელი გუნდში აღარ დარჩებოდა და მეც ახლა იმავეს ვფიქრობ.
ფეხბურთის ფედერაციას მივმართავ, რომ ჩემი შემცვლელი მოძებნოს, რადგან მუშაობას ვეღარ გავაგრძელებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"