რეიტინგში 89-ეზე, თამაშობენ ინგლისში - რა ვიცით სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებზე

AutoSharing Option
ფოტოზე: ამ სტადიონზე თამაშობს ჩვენი მომავალი მეტოქე
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოლდოვასთან სტუმრობამდე, ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდი სენტ კიტსისა და ნევისის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

ორიოდე სიტყვით მეტოქეზე. ამ დროისთვის სტ. კიტსისა და ნევისის ნაკრები ფიფას რეიტინგში ჩვენზე გაცილებით წინ (89-ე ადგილი) არის. გუნდის სათავეში დგას 41 წლის მექსიკელი სპეციალისტი ჟაკ პასი.

ამ ქვეყნის ნაკრების ისტორიაში პასი პირველი უცხოელი მწვრთნელია. გუნდის ძირითად ბირთვს ინგლისში მოთამაშე ფეხბურთელები წარმოადგენენ: ნახევარმცველები - რომეინ სოიერსი ("ბრენტფორდი"), ლოის მეინარდი ("ტრანმერი") და ჯეისონ სენტ ჯასტი ("ბოსტონ იუნაიტედი").
კიდევ ერთი შუახაზელი, თეო ვარტონი უელსური "კარდიფ სიტის" ღირსებას იცავს.

ინგლისურ "ბეროუში" თამაშობს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჰარი პანაიოტუ. ამ ფეხბურთელს "ლესტერის" სკოლა აქვს გამოვლილი, ზეფანია ტომასი კი ინგლისურ "მაკლეოვერში" ირიცხება.

საინტერესოა, რომ ამ ნაკრების არაერთი ფეხბურთელი დაბადებულია ინგლისში და, შესაბამისად, საფეხბურთო განათლებაც ამ ქვეყანაში აქვს მიღებული.

2016 წლის ნოემბერგში სტ. კიტსისა და ნევისის ნაკრებმა შინ 1:1 ითამაშა ესტონეთთან, ამავე ნაკრებთან ერთი წლით ადრე ტალინში 0:3 წააგო, ხოლო ანდორას 1:0 სძლია. თბილისურ შეხვედრამდე კი ჩვენმა მეტოქემ გასვლაზე ერევანში სომხეთთან ისპარინგა და 0:5 დამარცხდა.

დოსიე
სენტ კიტსი და ნევისი
ეს არის ორი კუნძულისგან შემდგარი სუვერენული, ფედერაციული სახელმწიფო კარიბის ზღვაში (ცენტრალური ამერიკა). ქვეყნის მეთაურია დიდი ბრიტანეთის დედოფალი. დამოუკიდებლობა მიიღო 1983 წელს.

დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქია ბასეტერი. ქვეყნის მოსახლეობა 54 ათასია, ხოლო ტერიტორიის ფართობი - 261 კვ/კმ.

საფეხბურთო ასოციაცია დაარსდა 1932 წელს. ფიფას წევრი მხოლოდ 1992 წელს გახდა, ორი წლით ადრე კი რეგიონულ (კონკაკაფი) ასოციაციაში გაწევრიანდა.

ნაკრებს საერთაშორისო ასპარეზზე არაოფიციალური დებიუტი ჰქონდა 1979 წელს, როცა იამაიკასთან 1:2 დამარცხდა. თამაშობს 5-ათასიან "უორნერ პარკზე".

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 31 /
გასული საუკუნის 80-იანი წლებია. ერთ სოფელში ძლიერი გვალვაა და სულ გაახმო ნარგავები. ვითარების ადგილზე გასაცნობათ სოფელში ჩავიდა და გლეხებს შეხვდა რაიკომის მდივანი. თან ჭკუას არიგებს:
-ნიადაგიდან ტენი ზემოთ რომ ამოვიდეს საჭიროა ნარგავებს ძირები დაუბაროთო.
- რომ არ უშველოსო-ეკითხება ერთი გლეხი.
-მეორედაც დაუბარეთო- პასუხობს მდივანი.
- მაინც რომ არ უშველოსო
- მესამედაც, მეოთხედაც, მეხუთედაც დაუბარეთო.
-ეგ კარგი - ეუბნება ანცი გლეხი- მაგრამ მეშინია ამდენი ბარვით ნიადაგი არ ატალახიანდესო.
მეც მეშინია,ამდენი ტესტ მატჩების ჩატარებით საქართველოს ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილზე არ გავიდეს.:)))
გულშემატკივარი
07 ივნისი 2017 15:34
0
ძალიან კარგია ესეთ გუნდებთან თამაში რეიტინგში წინსვლისთვის
ზ,ხ
07 ივნისი 2017 15:13
0
ფეხბურთის ფედერაციამ ცოტა მეტი რომ იფიქროს ქართულ ფეხბურთზე უკეთესი იქნება, მაგრამ რა უნდა ქნა ფეხბურთი ამათთვის სპორტი კი არა ფულის კეთების კარგი საშვალებაა. დამიჯერეთ ასე თუ გაგრძელდა მალე ამ დონის გუნდებიც აღარ გვეთამაშებიან. შეეშვით ფულის კეთებას და საქმე აკეთეთ. ვაისძე მილიონების გადახდას რამეს რომ ვერ გააკეთებს მაინც ამ შემადგენლობით. ჯობია ბავშვებს სტადიონი აუშენოთ და ნორმალურ პირობებში ავარჯიშოთ 10 წელიწადში კი შედეგიც იქნება.
RB
07 ივნისი 2017 13:35
0
მაგარი უცნაური ხალხი ხართ რა. რანაირი გუნდი გვყავს ან რა დონის ვართ და რატო გიკვირთ რო არავის არ უნდა რო გვეთამაშოს? ან რეიტინგში წინ წაწევაზე რატო ხართ წინააღმდეგი? ძალიან ასწორებს მეექვსე კალათიდან საკვალიფიკაციოების თამაში? არაფრის გარტყმაში არ ხართ და სისულელეებს წერთ. რაც ხალხია ის არის მთელი ქვეყანაც არაფრის მიმართ არ გვაქვს საქმიანი მიდგომა. ნასუფრალიო ვინც წერს ტეხავს თუ ისეთ გუნდს ვეთამაშეთ რომელიც სომხეთში იყო ჩასული? სომხეთს თუ ეთამაშნენ ჩვენ რატო არ უნდა ვეთამაშოთ? სომხეთს რამით ვჯობივართ? რა ბანძი ხალხი ვართ რა..
xp
07 ივნისი 2017 12:17
0
კახა-ს ნაურუს ვერ ვეთამაშებით დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი სამწუხაროდ...:დ სად მონახესო ეს ქვეყანა რომ ამბობთ თქვენ თქვენი ქვეყანა ფართობით დიდი ხომ არ გგონიათ 2017წლის რუკას ჩახედეთმეგობრებო თუ შევედით "რომელიმე დიდი ქვეყნის შემადგენლობაში"!
svani
07 ივნისი 2017 11:56
0
rom moxdes sascauli da ver mougot.mahin sad gadagvisvrian reitinghi.gmertma dagvifaros.
S.P
07 ივნისი 2017 11:47
0
მაგ ესტონეთს რო დასცინი, 3:0 მოუგოო, შენ რამდენით რამდენი მოგიგო ბოლოს ესტონეთმა ხო ვერ გაიხსენებ?
mamulo-s
07 ივნისი 2017 11:32
0
mamulos-ს. ამათ არც უჩალიჩიათ.... სომხეთში ჩამოვიდნენ სათამაშოდ (ამ მეხოტბე ჟურნალისტებს ერთი არ დასცდებათ, სულ მალე, დაწერენ ალბათ,რომ ბრაზილიას მოვუგეთ 7:1), ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ნასუფრალზე ვიჩითებით, თან ვის ნაჯიჯგნ-ნასუფრალზე... ყველაფერთან ერთად უთავმოყვროებიც ხართ!!! ადმინ არ დაბლოკო!!!
Torino
31 მარტი 2017 02:24
0
ფედერაცია ცდილობს ნაცარი თვალებში შეგვაყაროს.სად მონახეს ეს გუნდი? მერე რა რომ 73-ა.ესტონეთმა 3;0.მოუგო,ხოლო თავის მხრივ ამათმა ანდორას 1:0 ძლივს მოუგეს.ე.ი. სუსტი ნაკრებია,მოუგებენ ჩვენები და ატეხავენ ჟრიამულს,ვაისმა ხელი დაატყო ნაკრებსო.ასე უნდათ შერყეული იმიჯი გაუმაგრონ ვაისს,მაგრამ როდემდე?დაიწყება ოფიციალური თამაშები და მიჯრით წავაგებთ ყველას.(ვწუხვარ ,მაგრამ ასე იქნება)დროზეა გასაშვები ვაისი.
mamulo
30 მარტი 2017 18:43
0
აუუუუუუუუუუუუ
duda
30 მარტი 2017 17:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული