ღია წერილი ვლადიმირ ვაისს: ეგებ გამონახოთ 30 წუთი...

AutoSharing Option
"საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როგორც უცხოელს, ვურჩევ, აქ ჩამოვიდეს და იცხოვროს, შეიგრძნოს აქაურობა და აქაური კულტურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირ წარმატებას მიაღწევს", - ასეთი პასუხი გასცა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას შარშან რუმინეთთან მოგებული მატჩის შემდეგ.

- მილტონ ჰეიგმა ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრებში წარმატების მიღწევის გზა ასწავლა

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაშინ ახალი დანიშნული იყო და წესით, საქართველოში წარმატებული ახალზელანდიელი მწვრთნელის ეს რჩევა უნდა გაეთვალისწინებინა, თუმცა, როგორც მოგვიანებით
აღმოჩნდა, მან ეს ყურად არ იღო...

გვესმის, რომ ვლადიმირ ვაისს საქართველოში ჩამოსვლას და აქ ცხოვრებას ვერავინ აიძულებს, მაგრამ... თუ არ ჩავთვლით 1-2 გამონაკლისს, ვაისი საქართველოში მხოლოდ სანაკრებო თამაშებზე ჩამოდის. მაშინ, როცა შეკრება იწყება. ნაკლებად სავარაუდოა, ასეთ მცირე დროში (4-5 დღე) მან აქაურობა, აქაური კულტურა, თუ ყბადაღებული მენტალიტეტი შეიგრძნოს.

როგორც ჩანს, ვლადიმირ ვაისს ქართულ მედიასთან კომუნიკაციის პრობლემაც აქვს. ქართველ ჟურნალისტებს თითქმის ყველა პრესკონფერენციაზე გვესმის, რომ ჩვენი ჩართულობა, მხარდაჭერა ნაკრებისთვის აუცილებელია, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ერთ სერიოზულ (!) პრობლემას ვაწყდებით - ქვეყნის მთავარი ნაკრების მწვრთნელი უკვე ერთი წელია ისეა დაკავებული, რომ 30 წუთითაც კი ვერ იცლის...

ნაკრების მწვრთნელთან ჟურნალისტს კითხვები რომ აქვს, ლოგიკურია, მაგრამ მწვრთნელი დროს რომ ვერ ნახულობს კითხვებზე პასუხის გასაცემად, ცოტა არ იყოს და, საწყენიცაა. თანაც, ყაზახურ კლუბში ყოფნის დროს ვლადიმირ ვაისს ვრცელი ინტერვიუ არაერთი გამოცემისთვის მიუცია. მაშ, აქ რატომ იქცა ეს პრობლემად? რატომ აქვს მას კომუნიკაციის პრობლემა ქართულ მედიასთან?

პრესკონფერენციის ჩატარება მწვრთნელის მოვალეობაა და ის ამ მოვალეობას პირნათლად ასრულებს, მაგრამ 10-წუთიან პრესკონფერენციაზე, რომელსაც ათობით ჟურნალისტი ესწრება, შეუძლებელია მას ყველა ის კითხვა დაუსვა, რომელიც გაქვს.

ფაქტია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან Sportall.ge ისევე, როგორც თითქმის ყველა სხვა სპორტული გამოცემა, უკვე დიდი ხანია ცდილობს ინტერვიუს ჩაწერას, თუმცა უშედეგოდ - ის ხან საქართველოში არ არის, ხან - დაკავებულია, ხანაც - უგუნებოდაა.

გულსატკენია ის, რომ რუსეთში მყოფი ვლადიმირ ვაისი ჩვენს ნაკრებზე სასაუბროდ ჯერ რუსულ ტელევიზიაში მიდის, შემდეგ კი, იმავე დღეს - რადიოში. რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ე.წ. შიდა სამზარეულოზე ესპანურ მედიასთან საუბრობს და არა - ჩვენთან.

- ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

ვაისს ვეთანხმებით იმაში, რომ მედიის ჩართულობა აუცილებელია. ასე იყო გუშინ, ასე არის დღეს და ასე იქნება ხვალაც. მედიას უნდა ჰქონდეს ნაკრებთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა აუცილებლად უნდა იყოს ორმხრივი!

ასე რომ, ბატონო ვლადიმირ, სცადეთ, იქნებ გამონახოთ ქართველი ჟურნალისტებისთვისაც 30 წუთი და დასმულ კითხვებს უპასუხოთ. გვერწმუნეთ, თქვენთვის ცუდი არ გვსურს. წარუმატებელი შედეგის მიუხედავად, მედიის დიდი ნაწილი ნაკრებში თქვენი დარჩენის მომხრეა. ჩვენ ვაფასებთ თქვენს გაწეულ სამუშაოს, მაგრამ ჩვენც დაგვაფასეთ. გახადეთ ურთიერთობა ორმხრივი, ნაკრების პრობლემებზე ჩვენთანაც ისაუბრეთ...

აქვე ვიტყვით, რომ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მედიისა და ნაკრების მწვრთნელს შორის შუამავალი (ამ შემთხვევაში სფფ-ს პრესსამსახური) არ ასრულებს თავის მოვალეობებს სათანადოდ.

ამის ფიქრის საფუძველს ის გვაძლევს, რომ სერბეთთან მატჩამდე ვლადიმირ ვაისი დაგვთანხმდა ინტერვიუზე, ოღონდ მატჩის შემდეგ გაგცემთ კითხვებზე პასუხებსო, თუმცა... აგერ, მას მერე რა ხანი გავიდა და სფფ-დან მხოლოდ ერთი პასუხი გვესმის - იქნება. მაშ, როდის?! 1 წელზე მეტი გავიდა...

საქართველოს ნაკრებზე ინფორმაციას ჯერ ქართველი გულშემატკივარი უნდა იგებდეს და მერე - რუსი. ინფორმაციას ჩვენი ნაკრების მწვრთნელისგან უნდა ვიგებდეთ და არა უცხოური მედიასაშუალებისგან. გახდით კომუნიკაბელური და ყველაფერი უკეთესად იქნება...
მკითხველის კომენტარები / 27 /
ვაისი უნდა წავიდეს
rezi
13 ივნისი 2017 11:43
0
ვაისი კობიაშვილთანაა შეკრული ამიტომ იგი გასაშვებია რაცშეიძლება ჩქარა, მწვრთნელები გვყავს ძალიან მაგრები რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალო ძოძუაშვილი, ცხადაძე ან ქეცბაია, აქედან ერტერთი მაინც უნდა ჩაუდგეს ნაკრებს სათავეში.
guram
13 ივნისი 2017 11:38
0
როდესაც კობიაშვილი მოვიდა ფედერაციაში მეგონა ეშველებოდა ქართულ ფეხბურთს მაგრამ კობიაშვილის პირად ინტერესებს შეეწირა კახი ცხადაძე რომელმაც გუნდი ფეხზე დააყენა და მერე გაუშვეს, ასე არასოდეს ეშველება ქართულ ფეხბურთს,როდის უნდა დაგვადგეს ხალხო საშველიიი
guram
13 ივნისი 2017 11:30
0
მილტონ ჰეიგი, ან სხვა მწვრთნელები რომ ჭკუას ასწავლიან, თავად რა შედეგებს მიაღწიეს?! რაგბიში უზარმაზარი თანხა იხარჯება, ნაკრებების დაფინანსება, ეროვნული ჩემპიონატის ხელშეწყობა და სტადიონების მშენებლობა. ქართული რაგბი კი, 20 წელია ერთ ადგილზეა გაშეშებული. უგებენ სუსტებს, უშანსოდ მარცხდებიან ძლიერებთან. ეს ახალგაზრდულმა მსოფლიო ჩემპიონატმაც დაგვანახა.
თემო
12 ივნისი 2017 12:17
0
კობიაშვილის ინტერესებს შეეწირა ცხადაძე! ბევრჯერ ინანებენ და საგინებლად გაიხდიან თავს, ყველა ნახავთ ამას თუ ეგრე არ იქნება! ვინ არის ეს ვაისი რატომ ჩამოიყვანეთ? გვიშველა რამე? არაფერი!!!! სამაგიეროდ ქართველი ცხადაძე გაუშვეს, იმ პატარა პერიოდში ცხადაძემ რაც გააკეთა ნაკრებისთვის, ვაისი ათი წელი ვერ გააკეთებს! გყავდეს და მარტო შენ უყურე კობიაშვილო ვაისს!!! ვაი ჩვენს პატრონს, ძალით და შეგნებულად ღუპავენ ეროვნულ ნაკრებს!!!!
goga
06 ივნისი 2017 14:01
0
ქართველის ყველაზე დიდი უბედურება სხვა უბედურებებთან ერთად იმაშია, რომ ქართველს არ ჰპატიობს იმას, რასაც სხვების ადვილად აპატიებს...
ვაისმა რა გააკეთა ქართველ მწვრთნელებზე მეტი, რომ მასზე ხმას არავინ იღებს...
მოაშორეთ ეს კაცი აქედან და დანიშნეთ ქეცბაია...
NNN
03 ივნისი 2017 18:26
0
ჩვენი გენიალური მწვრთნელი რომელმაცგუნდი ჯგუფიდან გაიყვანა არუყურებს ჩვენს ჩემპიონატს არაფერი არ იცის მაგრამ იაშვილი ვალდებულია რომ უყუროს და თუ უყურებს უნდა ხედავდეს რომ რეხვიაშვილი დღეს უძლიერესია ხოლო დოლიძე უსწრაფესია აქვს 5 საგოლე პასი 3 ბურთი უშუალოდ კუთხურიდან შეაგდო და ისინი ნაკრებში გამოძახებას იმსახურებენ ნუ აძლევთ უფლებას სლოვაკს რომ აბუჩად აიგდოს ქარველი კაცი 4-ჯერ გამოიძახა და 5 წთ არ ათამაშა თუ შენ თვლი რომ არ უნდა ჩაერიო მაშინ მე ვიფიქრებ რომ მართალი იყო რეზიკო როცა არ ჩაერია როცა შენ და შენი შეფები დაუმსახურებლად გაგიშვათ ქეცბაიამ ნაკრებიდან
თემური რეხვიაშვილი
03 ივნისი 2017 09:07
0
ვეისი არ უყურებს საქართველოს პირველობას მაგრამ იაშვილი ვალდებულია უყუროს და თუ უყურებს უნდა ხედავდეს რომ დღეს საქარტველოში გიორგი რეხვიაშვილი უძლიერესია,რატომ აძლევთ უფლებას ,რომ მას აბუჩად იგდებს,ოთხჯერ გამოიძახა მაგრამ ერთხელადაც არ ათამაშა ან ეს ჟურნალისტები რატომ დუმან.იაშვილო შენ ჩემზე კარგად უნდა იცოდე რომ ფეხბურთელი ასაკის მატებასთან კარგავს მხოლოდ სისწრაფეს და ის 34 წლის ყწელაზე სწრაფია წელს აქვს 5 საგოლე პასი,3 გოლი კუთხურიდან გაიტანა მეტი რა უნდა გააკეთოს რომ ნაკრებში იყოს
რეხო
03 ივნისი 2017 08:39
0
კობიაშვილს და ვაისს ფულის კეთების მეტი რომ არაფერი აინტერესებს ამაში ამრტო ბრმას ეპარება ეჭვი.
ცხადაძის გაშვების მთავარი მოტივიც ეს იყო, ცხადაძემ კობიაშვილი ხელფასის წილში არ ჩაისვა და მოხსნეს მაღალ ხელლფასის საბაბით, მოოიყვანეს ვაისი რომლის ხელფასიც დღემდე გასაიდუმლებულია, სავარაუდოდ ცხადაძეზე მეტი აქვს, თავისთავად კობიაშვილს მიაქვს იმ ხელფასის ნახევარი, კობაშვილს კიდევ უფრო ზევით.
მე ეს მიკვირს აქ კომენტარების დამწერთა ერთი ნაწილი რატომ იღებს თავის თავზე ვაისის ადვოკატობას, :)
lashamax
29 მაისი 2017 21:24
0
ისე ვაისზე ესე ხელაღებით ქართველი ჟურნალისტების მიერ წერას კარგი იქნებოდა მიგვექცია ყურადღება იმ შედეგებისთვის რომელი შედეგებიც ქართველი მწვრთნელების სემთხვევაში გვქონდა, აქაც ცხოვრობდნენ აქაც მოღვაწეობდნენ და მეტიც ბევრ უცხოელ მტავარ მწვრთნელზე მეტი ხელფასი ქონდა ქართველებს მაგრამ შედეგი? ნული. ასე რომ სრული უაზროაა და აბსოლოტური სისულელე ხელის გაშვერა მხოლოდ მწვრთნელზე როდესაც 21 საუკუნის თანამედროვე ფეხბურთში ფეხბურთელი არ გყავს საშუალო კლასის ან ვინც გყავს მხოლოდ ფულის საკეთებლად მიდის ევროპაში და შემდგომ მათი კარიერა ხშირ სემთხვევაში ნულის ტოლია.მწვრთნელი არაფერ შუაშია მანამ სანამ თაობები არ წამოვლენ ქართულ ფეხბურთში თორე ვერავინ დამარწმუნებს ახალშექმნილ კოსოვოს თუ იგივე ალბანეთს შენზე ბევრად მაგარი ლეგიონერები უნდა ყავდეთ, უბრალოდ შრომაა ყველაფრის სათავე და სიყვარული იმ პროფესიის რაშიც ხარ და არა ფულის კეთება ბმვ-ს ყიდვა და მერე კლუბებში დროსტარება როგორც ქართველ უამრავ ფეხბურთელის მაგალითზე შეიძლება ითქვას
083
01 მაისი 2017 11:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული