იაშვილი ჯიქიაზე: გინდათ ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც თავისი ქვეყანა არ უყვარს?

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გიორგი ჯიქიას შესახებ ისაუბრა.

"ჯიქიას 20-ჯერ ველაპარაკე. ლევანიც ელაპარაკა. როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ნაკრებს, ყველა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გულით. ასეთი ფეხბურთელი გინდათ, რომელსაც თავისი ქვეყანა არ უყვარს? ჯიქიასთვის კი გუნდის მოძებნის შეთავაზება არ ყოფილა.

ყველას ბევრჯერ ვესაუბრე და შევხვდი. ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ და არ უნდა მივცეთ ფეხბურთელებს საშუალება, ნაკრებს წაუყენონ ულტიმატუმი. ნაკრებში თამაში უნდა იყოს მიზანი. ჯანო მიუდგა გულით, ჩამოვიდა და ითამაშა, ისიც რუსეთში თამაშობს", - თქვა იაშვილმა.

-
კობიაშვილი ჯიქიაზე: პასპორტს ერთ დღეში გავუკეთებდით თუ ჩამოვიდოდა


ლექსო ნაბახტეველი სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 31 /
გენაცვალე იაშკა
მანუჩარ
25 აპრილი 2017 16:45
0
არ უნდა ჩვენს ნაკრებში თამაში და რა გინდათ ვერ გავიგე?? ეგ იმ ჯიგარით მაინც ვერ ითამაშებს რომც ჩამოვიდეს არ არის ეგ ბიჭი ქართველი და არც ღირსია ჩვენს ნაკრებში სათამაშოდ რომ იწვევთ!!! წავიდეს გზა ხსნილია მაგაზე მაგარი მოთამაშეები გვყავს რომ არც კი იზახებთ და
დიმა
25 აპრილი 2017 16:44
0
გადაწყვიტეს ერთუჯრედიანმა სპარტსმენებმა რომელია ფიქიას ქვეყანა და თან რა უყვარს და რა არა. შეეშვით ადამიანს. არაფერი ვალი აქვს თქვენი. პატივი ეცით ადამიანებს და ნუ ახდენთ ასეთ უნამუსო ზეწოლას!! ყველას ეხება ეს.
odala
25 აპრილი 2017 16:38
0
არა ასეთი ფეხბურთელი ჩვენ არ გვჭირდებაა...
მოკლედ რაა
25 აპრილი 2017 16:26
0
ბატონო თეიმურაზ. რაგბის შეეშვით თუ შეიძლება. რაგბის არავისთვის არაფერი არ დაუშავებიოა და წარუთმევია. რაგბის გაცილებით მცირე დაფინანსება აქვს ვიდრე ფეხბურთს. მორაგბეები 400 ლარიან ხელფასზე თამაშობენ და კიდევ დამატებით უწევთ მუშაობა ზოგს. ფეხბურთელებს კი 2000 და 3000 ლარიარ ჰყონით. რაგბის მოედნები თუ აშენდა რაგბიმ დაიმსახურა ეს ფეხბურთმა კი რაც ჰქონდა ისიც დაკარგა .რაგბი ნორმალურ ადამიანს მაინც ზრდის და ფეხბურთი მოძველბიჭო ზარმაც ელემენტებს.
giorgi
25 აპრილი 2017 16:25
0
მე მაინც მგონია რომ თუ ჯიქია საქართველოს ნაკრებს აირჩევდა რუსულ კლუბებში გზა გადაეკეტებოდა. დააგდებდნენ სათადარიგოთა სკამზე და დაემშვიდობებოდა კარიერას. ეგეთი ფეხბურთელი არც ნაკრებს აღარ გამოადგებოდა და არც მომავლის პერსპექტივა აღარ დარჩებოდა. სწორედ ამიტომ ამჯობინა რუსეთის მოქალაქეობა. ყველაფერს მარტივად არ უნდა შევხედოთ ჩვენ არ ვიცით რა ხდება სინამდვილეში. და ბრტყელი კომენტარების წერა მარტივია ცხოვრება უფრო რთულადაა მოწყობილი
.
25 აპრილი 2017 16:20
0
თქვენ რომ გიყვართ ქვეყანა იმიტომ ითამაშეთ მაგრად და გაახარეთ ქვეყანა. ამდენი წელია დამწუხრებულია გულშემატკივარი! თავისი კარიერაა და სადაც უნდა იქ ითამაშოს, ბოლოს და ბოლოს ფეხბურთი ბიზნესია და სამუშაო. ცრუპატრიოტიზმს ნუ ქადაგებთ!
niko
25 აპრილი 2017 16:13
0
რას ქვია არ უყვარს თავისი წინაპრების სამშობლო,მაგრამ თქვენ ფეხბურთის ფედერაცია,გიორგის არ იყოს ნეპოტიზმით და კორუფციით ხართ დაკავებული.აბა გაიხსენეთ სანამ ხეჩიკაშვილი გახდებოდა მინისტრი,ყველა ასაკობრივ ნაკრებში"საბურთალოს"გუნდის 4-5 ფეხბურთელი თუ იყო,ახლა კი ყველა ნაკრებების 70% საბურთალოს ფეხბურთელები შეადგენენ და თქვენ კიდე ამ კაცს ამხელა ბრალდებას უყენებთ.ისე ცნობისთვის, სამშობლოს სიყვარული მარტო ნაკრებში თამაში არ არის,ის საბედნიეროდ უფრო ფართო ცნებაა.
მახა
25 აპრილი 2017 15:50
0
ჯიქიამ ფულის გამო რუსებს მისცა...ფუი ასეთ ქართველს....
status quo
25 აპრილი 2017 15:48
0
არ არის საჭირო "ურა-პატრიოტიზმი", გავიხსენოთ სლავა მეტრეველის გადმოყვანა,
ქართული მერე ისწავლა და თანდათან გაერკვა სამშობლოს სიყვარულში, მანამდე კი ბიზნესმენებმა დიდი ფული ჩაიტანეს მოსკოვში, ეს ყველამ იცოდა მაშინ. ახლაც ასე უნდა მოვიქცეთ, მაგრამ სად გვყავს ახლა პატრიოტი ბიზნესმენები, ან პატრიოტი მთავრობის წევრები, რა ფეხბურთელის დაინტერესებაზეა ლაპარაკი, როცა სტადიონები არ გვაქვს, რაც გვქონდა იქ სახლებს აშენებენ და ფულს აკეთებენ, სირცხვილი არ არის ფოთში და ბათუმში რაგბის სტადიონებია და ფეხბურთისა კი არა, თურმე ფოთელები გაგიჟებულები არიან რაგბიზე და ახალი ზელანდიის ნაკრების ჩასვლას ელოდებიან...
თეიმურაზ
25 აპრილი 2017 15:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული